ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.41902.4690
EUR2.59502.6860
RUB0.03820.0483
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4513 
EUR2.6484 
RUR0.0428 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
პროკრედიტ ბანკი ნერგავს ახალ მასშტაბურ პროექტს “ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე”

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ  პროკრედიტ ბანკის  მორიგი წარმატება.

2016 წლის დასაწყისში   დაანონსებული  პროექტი  „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე” სექტემბრის  ბოლოს ბანკის მასშტაბით დაინერგება.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს ფილიალში, პლასტიკური ბარათის და “სივრცე 24/7”-ში განთავსებული აპარატების ლიმიტების ფარგლებში, ნაღდი ფულის ოპერაციების შეზღუდვას და მათ განხორციელებას მხოლოდ თვითმომსახურების “სივრცე 24/7”-ში. ქვემოთ მოცემული  ლიმიტების შესაბამისად, ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, განახორციელებს თბილისის ცენტრალური და წერეთლის ფილიალები, ასევე ბათუმის, ქუთასის და ზუგდიდის ფილიალები:

   თანხის შეტანა: 

  •  თანხა ≥  50.000 ლარი და შესაბამისი ექვივალენტი აშშ დოლარი/ევრო

   თანხის გატანა:

  • თანხა ≥  30.000 ლარი და შესაბამისი ექვივალენტი აშშ დოლარი/ევრო

ბანკის ყველა ფილიალში მოწყობილია თანამედროვე, ინოვაციური და მრავალფუნქციური აპარატებით აღჭურვილი “სივრცე 24/7”, სადაც მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, ნებისმიერ დროს შეუძლია სასურველი საბანკო მომსახურების მიღება.

პროექტის ფარგლებში, ბანკმა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე, ბარათებზე გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში მომხმარებელი თავადვე განახორციელებს თანხის შეტანა/გატანის ოპერაციებს თანამედროვე აპარატებით მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს. კომპლექსური და სწრაფი საბანკო მომსახურების მისაღებად და დაბალი ტარიფებით სარგებლობისათვის სივრცე 24/7-ში ყველა პირობაა  შექმნილი ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის.

პროკრედიტ ბანკის  აღნიშნულ ფილიალებში მომუშავე კლიენტთა მრჩევლები მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებიან მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევაზე, მომსახურებაზე სხვადასხვა სერვისების მიმართულებით და 24/7 თვითმომსახურების სივრცეში განთავსებული აპარატების გამოყენების ხელშეწყობაზე და გამარტივებაზე.

© 2017 ProCredit Bank, Georgia