ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.46002.5100
EUR2.65902.7500
RUB0.03930.0494
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4773 
EUR2.6968 
RUR0.0438 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
                                                                                                         

 

მთავარი

პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები

პროკრედიტ ბანკი საქართველო კვლავ განაგრძობს ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას. შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიხედვით ბანკში შემუშავებულია ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ცვლილებების შეტანას, როგორც გამოყენებულ ტექნოლოგიებში, ასევე თანამშრომლების ქცევაშიც. ბანკმა შიდა მოხმარებისთვის შექმნა ელექტრონული „ეკო გვერდი“, რომელიც შეიცავს ყველა სათანადო ინფორმაციას ბანკის გარემოსდაცვით მოდგომაზე და ზოგად ეკოლოგიურ საკითხებზე.
  
ქვემოთ ჩამოთვლილია პროკრედიტ ბანკის შიდა და გარე გარემოსდაცვითი ღონისძიებები: 

  • სათავო ოფისში, ფილიალებსა და ტრენინგ ცენტრში მოხმარებიდან ამოღებულ იქნა პლასტმასის ჭიქები - ტრენინგ ცენტრში და სათავო ოფისში მოიხმარება მხოლოდ შუშის, ხოლო ფილიალებში ქაღალდის ჭიქები 
  • სპეციალური ყუთები ქაღალდის შესაგროვებლად - მთელი ბანკის მასშტაბით დაიწყო მაკულატურის შეგროვება, ყველა ფილიალში/სერვის ცენტრში/სერვის პუნქტში და სათავო ოფისის ყველა სართულზე დაიდგა სპეციალური ყუთი, სადაც გროვდება ქაღალდი. დაიდო ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით უზრუნველყოფს შეგროვილი ქაღალდის ტრანსპორტირებას  საკუთარ საწარმოში და ახდენს მის გადამუშავებას სხვადასხვა ტიპის ქაღალდის პროდუქციის საწარმოებლად 
  • მშენებლობის და რემონტის  სტანდარტები - ბანკში დაინერგა მშენებლობის და რემონტის  ახალი სტანდარტები, რაც ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს. ამ სტანდარტების მიხედვით, ყველა შეძენილი აღჭურვილობა და მოწყობილობა უნდა იყოს ენერგოეფექტური 
  • ინტრანეტზე ეკო გვერდი შეიქმნა - ინტრანეტი პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი გვერდია. სპეციალურად შექმნილი ეკო გვერდი შეიცავს ყველა სათანადო ინფორმაციას ბანკის გარემოსდაცვით მოდგომაზე  და ზოგად ეკოლოგიურ საკითხებზე 
  • გაცნობითი ექსკურსია (“Come and see!) - მთელი წლის განმავლობაში სათავო ოფისში აქტიურად ტარდებოდა გაცნობითი ექსკურსია. აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა კლიენტთა თხოვნით, რომლებსაც ახალი სათავო ოფისის მონახულება სურდათ. სათავო ოფისში ექსკურსიის და მისი ენერგოეფექტურობის წარმოდგენის შემდეგ, საღამოს ტარდება ბანკის გარემოსდაცვით აქტივობებზე მიძღვნილი პრეზენტაცია, ხოლო ღონისძიების ბოლოს იმართება ფურშეტი 
  • პროკრედიტ ბანკი მესამე წელია ლაგოდეხის ნაკრძალის ერთგული პარტნიორია. წელს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თანამშრომლებმა დაცული ტერიტორია მოინახულეს, დაასუფთავეს და მონიშნეს ტურისტული ბილიკები. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა ნაკრძალს საცხენოსნო ხურჯინები გადასცა 
  • ამ ღონისძიების გარდა, ბანკის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ დისველში  საზოგადოებრივი ბაღის გაშენებაში, სადაც 40-მდე ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.  პარკი დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებული ეკომიგრანტების სოფელში გაშენდა

პროკრედიტ ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, არამარტო დიდ ყურადღებას აქცევს და ითვალისწინებს გარემოსდაცვით საკითხებს ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

აქ გაეცნობით ბანკის ეკო აქციების მოკლე მიმოხილვას

ეკო აქტივობა დისველში  
disveli-1_400_01 პროკრედიტ ბანკის ინიციატივით ბოლნილის რაიონ სოფელ დისველში საზოგადოებრივი სკვერი გაშენდა...
   

 
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები  
lagodekhi_400 პროკრედიტ ბანკი უკვე სამი წელია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ერთგული პარტნიორია...
 
© 2017 ProCredit Bank, Georgia