ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 პროექტი ProArt ფოტოგრაფია
 პროექტი ProArt
 პროექტი Help the Children
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.56202.6120
EUR2.69502.7860
RUB0.03980.0499
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.5883 
EUR2.7402 
RUR0.0447 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი > სოციალური პროექტები > პროექტი ProArt

პროექტი ProArt

დღეისათვის საქართველოში ნებისმიერი სახის გამოფენის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თითქმის შეუძლებელია ადგილობრივმა მხატვრებმა თავისი შემოქმედებით არჩინონ ოჯახები, ამიტომ ბევრი მათგანი იძულებულია პროფესია შეიცვალოს და საარსებოდ სხვა გზები ეძებოს. შედეგად საქართველო კარგავს მრავალ ნიჭიერ და პროფესიონალ მხატვარს, რომლებსაც გარკვეული ხელშეწყობის შემთხვევაში წარმატებით შეეძლოთ გაერძელებინათ შემოქმედებითი საქმიანობა და სახელი გაეთქვათ ქართული კულტურისათვის. სწორედ ამ პრობლემების ნაწილობრივ მაინც გადაჭრისა და და ქართული ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით გადაწყდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც პროკრედიტ ბანკის ფილიალებში ქართველ ფერმწერთა ნამუშევრების პერსონალური გამოფენები გაიმართებოდა.

პროექტის განხორციელება დაიწყო თბილისში 2007 წლის 15 მაისს, ბანკის 8 წლის იუბილეზე. გამოფენები გაიმართა არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც, იმ ქალაქებში, სადაც პროკრედიტ ბანკი არის წარმოდგენილი. თითოეული გამოფენა ბანკის ფილიალში ოთხ კვირას გრძელდებოდა, ნამუშევრების ნახვა და მათი შეძენა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გამოფენების ორგანიზების გარდა პროკრედიტ ბანკმა უზრუნველყო:

პოლიგრაფიული მომსახურება (მოსაწვევები, აფიშა);
საექსპოზიციო მომსახურება (დამონტაჟება და გამოფენა);
ფოტომომსახურება
12 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 38 მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გაიყიდა სხვადასხვა მხატვრის 100-ზე მეტი ნამუშევარი.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პროკრედიტ ბანკის 2008 და 2009 წლების კორპორაციული კალენდრები, რომლებიც გაფორმებულია პროექტში მონაწილე მხატვართა ნამუშევრების რეპროდუქციებით. გამოიცა კატალოგი Pro-Art, სადაც მოცემულია პროექტში მონაწილე მხატვრების ნამუშევრების ფოტომასალა, ასევე მათი მოკლე ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.  კატალოგი გავრცელდა იმ 22 ქვეყანაში, სადაც პროკრედიტ ჯგუფი მოღვაწეობს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული სახვითი ხელოვნების პოპულრიზაციას და საზოგადოების დაინტერესებას ქართველი მხატვრების შემოქმედებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად პროკრედიტ ბანკს მხარში ამოუდგა საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და  განვითარების ფონდი.

პროკრედიტ ბანკი წარმატებას უსურვებს პროექტში მონაწილე ყველა მხატვარს და ასევე იმ მხატვრებსაც, რომელთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენაც ამ პროექტის ფარგლებში ვერ მოხერხდა. 

© 2017 ProCredit Bank, Georgia