ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.42002.4700
EUR2.58802.6790
RUB0.03830.0484
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4509 
EUR2.6443 
RUR0.0426 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი
 პროკრედიტის დასაქმების პროგრამა plashka

2011 წლიდან პროკრედიტ ბანკმა დანერგა დასაქმების პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს. პროგრამა მოიცავს 6 თვიან ინტენსიურ თეორიულ სწავლებას და პრაქტიკას საბანკო საქმესა და ფინანსებში. კანდიდატების რაოდენობა 30-35-მდეა. ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამა, მონაწილეებს და პროკრედიტს აძლევს უნიკალურ შანსს, შეაფასონ თუ როგორ შეეფერება კანდიდატის უნარ-ჩვევები და პიროვნული ღირებულებები „პროკრედიტის მუშაობის მეთოდებს“. ეს არის პროკრედიტ ბანკში პროფესიული ზრდის წინაპირობა.

პროგრამა მოიცავს:
  • საბანკო საქმის, ფინანსებისა და ეკონომიკის ძირითად პრინციპებს;
  • ძირითად კონცეფციებს ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვისა და გლობალიზაციის საკითხების ირგვლივ;
  • კლიენტებზე ზრუნვისა და საბანკო მომსახურების შესავალს;
  • მათემატიკასა და ბუღალტერიას;
  • კონკრეტულ დავალებებსა და პროექტებს, რაც ავითარებს მონაწილეების, როგორც ინდივიდუალურ ასევე მათი, როგორც ჯგუფის წევრების პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს;
  • პროკრედიტის საქმიანობის ფილოსოფიას და პროკრედიტის ისტორიას, რაც საშუალებას აძლევს კანდიდატებს აღმოაჩინონ ბანკის კორპორატიული კულტურა და ეთიკური პრინციპები, რომელიც ასახულია პროკრედიტ ბანკის ქცევის კოდექსში და გამოიყენება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

  • _mg_539677_01134 _mg_37689_0115
    ამის გარდა, ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციური უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე, რაც მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას. კურსი მოიცავს, თეორიულ მეცადინეობებს და პრაქტიკულ ტრენინგებს პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში.
        
    6 თვიანი კურსის თეორიული ნაწილის გავლა მოხდება ბულგარეთში. ხოლო პრაქტიკულ სამუშაოებს კანდიდატები გაეცნობიან პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა თუ სერვის პუნქტებში.  პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია. გარკვეული პერიოდი ყველა კანდიდატი ცხოვრობს ტრენინგ ცენტრში (ჯამში სამი თვე). ხოლო რეგიონიდან ჩამოსულ მონაწილეებს, პროგრამის განმავლობაში ბანკი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფს.

    პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატებს „პროკრედიტ ბანკში“ დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა, ეს არ გულისხმობს ბანკის ან კანდიდატის მხრიდან შრომითი კონტრაქტის გაფორმების ვალდებულებას.

    პროგრამის მსვლელობისას სრული დასწრება და მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა აუცილებლობას წარმოადგენს. პროგრამის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, კურსში მონაწილეობა დასრულდება პროკრედიტის მიერ ნებისმიერ დროს, ორკვირიანი წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.

    იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრები, შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა / CV. რჩევები, აპლიკაციის წარმატებით შესავსებად ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე „ადამიანური რესურსების“ ნაწილში - როგორ შემოგვიერთდეთ“.

         გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას პროკრედიტის დასაქმების პროგრამაში!


    © 2017 ProCredit Bank, Georgia