ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 ისტორია
 მენეჯმენტი
 სამეთვალყურეო საბჭო
 აქციონერები
 პროკრედიტ ბანკების ჯგუფი
 საერთაშორისო რეიტინგი
 ქცევის კოდექსი
 ბანკის რეკვიზიტები
 წლიური ანგარიში
 ფინანსური მაჩვენებლები
 იურიდიული დოკუმენტები
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.41402.4640
EUR2.61302.7040
RUB0.03860.0487
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4455 
EUR2.6573 
RUR0.0431 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი > ჩვენ შესახებ > ისტორია

ვინ ვართ ჩვენ: პროკრედიტი დღეს 

განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბანკების ჯგუფი

პროკრედიტ ბანკი, საქართველო  საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი.

საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა, რასაც თან სდევდა გარკვეული სტრატეგიული ცვლილებები. განვითარების ყველა ეტაპზე ჯგუფის მიზნობრივ სეგმენტად ყოველთვის რჩებოდა ბიზნეს სექტორი და მისთვის სრულყოფილი საბანკო მომსახურების შეთავაზება “House Bank”-ის პრინციპით.

პროკრედიტ ჯგუფი ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით უდგება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.

თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი, ფრანქფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე. 

პროკრედიტ ბანკი, საქართველო

პროკრედიტ ბანკი, საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს.  ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების  პარალელურად პროკრედიტ ბანკი მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ბანკის  სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე  გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.  ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, ეკო პროდუქტები და შედეგად,  პროკრედიტი  პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ISO 14001 სერტიფიკატი მოიპოვა. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH RATINGS-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს  “BB” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს. 

განსხვავებული  ხედვა საბანკო მომსახურებაზე

პროკრედიტ ბანკი, გერმანული გამოცდილებისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარებით, მომხმარებელს განსხვავებულ საბანკო ხედვას სთავაზობს. 

ბანკი მიზნობრივ სეგმენტს, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საუკეთესო პირობებს უქმნის, რომ მათ მომსახურების მიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეძლონ. ამისათვის, ყველა ფილიალში განთავსებულია უახლესი, მრავალფუნქციური აპარატებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცეები. თანამედროვე, დახვეწილი ინტერნეტ ბანკინგით კი მომხმარებლები სასურველი ოპერაციებს მარტივად და კომფორტულად, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ახორციელებენ.  პროკრედიტ ბანკი, საქართველოს საერთაშორისო  ჯგუფის წევრობის შედეგად, ბიზნეს კლიენტები  ინტერნეტ ბანკინგით საერთაშორისო გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფებით ასრულებენ.

დისტანციური არხების განვითარების პარალელურად ბანკი დაფინანსების მიმზიდველ პირობებს უქმნის საქართველოში მოქმედ კომპანიებს. პროგრამა  “co-finance” -ის ფარგლებში, რომელიც პროკრედიტ ბანკი საქართველოსა და პროკრედიტ ბანკ გერმანიის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, კომპანიებს დაფინანსების მიღება პირდაპირ გერმანული ბანკისგან, ევროპული, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ. აღნიშნული პროგრამა მიმართულია იმ ბიზნესების მხარდასაჭერად, რომელთაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ამისათვის ესაჭიროებათ ფინანსური სახსრები 750 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე.   

პროკრედიტი არ არის ბანკი ყველასთვის. ბანკი ფოკუსირდება კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე, რომელსაც სპეციალურ პირობებს სთავაზობს, როგორც ბიზნესის,  ასევე იპოთეკური დაკრედიტების მიმარულებით.

საქართველოში ერთადერთი ბანკი ევროპული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით განაგრძობს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების შეთავაზებას და მათთვის მუდამ საიმედო ბიზნეს პარტნიორად რჩება.

 

 

 

 

© 2017 ProCredit Bank, Georgia