ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.46002.5100
EUR2.65902.7500
RUB0.03930.0494
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4773 
EUR2.6968 
RUR0.0438 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი
 განვითარება და ტრენინგები plashka

პროკრედიტ ბანკში ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემოა:

  • სადაც ყველა თანასწორუფლებიანია;
  • სადაც თქვენი უნარები, ძლიერი მხარეები, ცოდნა და კომპეტენტურობა დაფასებულია;
  • სადაც გუნდური მუშაობა და ღია კომუნიკაცია აღიარებულია.
  • პროკრედიტთან ერთად თქვენ საშუალება გაქვთ, მუდმივად ისწაimg_9889-400_400_02ვლოთ, გაიზიაროთ იდეები და ცოდნა. ეს არის წინაპირობა იმისა, თუ რატომ არ აგვყავს მენეჯერებად გარე კადრები და არსებული, გამორჩეული თანამშრომლების განვითარებით ვცდილობთ მენეჯერული პოზიციების შევსებას.

    ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ შეიცვალონ პოზიციები ჰორიზონტალურად, თუკი აღმოაჩენენ, რომ მათი უნარ-ჩვევები და კომპეტენტურობა უფრო მეტად სხვა სფეროს  შეეფერება. ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს იმუშავონ სხვადასხვა პოზიციებზე და ადგილებზე რადგან გვჯერა, რომ სხვადასხვა სფეროებიდან მიღებული გამოცდილება არის ბანკის წარმატების საწინდარი.

    პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, ამიტომ ჩვენს კადრებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე.

    ადგილობრივი ტრენინგები
    ადგილობრივ დონეზე, უზრუნველვყოფთ ტრენინგებს და სემინარებს საბაზისო მათემატიკაში, რომელსაც მოსდევს ფინანსური მათემატიკა და ბუღალტერია, რადგან გვჯერა, რომ ჩვენს თანამშრომლებს, მათი პოზიციის მიუხედავად, უნდა შეეძლოთ ლოგიკური და რიცხვითი ინფორმაციის კარგად დამუშავება. თითოეულ თანამდებობას თან სდევს ყოვლისმომცველი და სპეციალიზირებული კურსები, რადგან დავრწმუნდეთ, რომ თანამშრომლებს გააჩნიათ საჭირო ცოდნა მათზე დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად.

    -------------_400მარიამ ნანავა – უფროსი კლიენტთა მრჩეველი

    "ერთ–ერთი გამოწვევა ჩემი სამუშაო გამოცდილების მანძილზე ფინანსური  მათემატიკისა და ბუღალტერიის გამოცდები იყო. ბანკის მიერ ორგანიზებული ინტენსიური ტრენინგების საშუალებით  ეს ეტაპები წარმატებით გავიარე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კურსი დამეხმარა გამეუმჯობესებინა კლიენტისთვის ისეთი ფინანსური ტერმინების ახსნის უნარი, როგორიცაა მაგალითად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი."

    რეგიონული ტრენინგები
    ადგილობრივი ტრენინგები წარმოადგენს თანამშრომლის განვითარების გზის ნაწილს. პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ, მსოფლიოს 3 კონტინენტზე მოქმედ ჩვენი ჯგუფის ბანკებში, თანამშრომელთა გაცვლის უნიკალურ შესაძლებლობას. ინგლისური ენა საერთაშორისო ენაა პროკრედიტ ჯგუფის ფარგლებში და ამიტომ მისი მნიშვნელობა სულ უფროდაუფრო იზრდება. პროკრედიტ ბანკი გვერდით უდგას მის თანამშრომლებს და ორგანიზებას უწევს ინგლისური ენის კურსებს ენათა ცენტრებში საქართველოში, შემდგომ გერმანიისა და მაკედონიის აკადემიებში სწავლის გაგრძელების პერსპექტივით. სწავლების ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საშუალო რგოლის მენეჯერები. ინგლისური ენის ცოდნა ჩვენს მენეჯერებს საშუალებას აძლევთ, გაიუმჯობესონ და განივითარონ მენეჯერული უნარები პროკრედიტის რეგიონალურ აკადემიებში, მაკედონიაში, კოლუმბიასა და გერმანიაში.
              _mg_52145214_400_02 _mg_38267575_400
    ger_dsc999_400

    ფიურტი (აკადემია გერმანიაში)
    პროკრედიტ ჯგუფის მაღალი რგოლის მენეჯერებს, პროკრედიტ აკადემია გერმანიაში პროფესიული განვითარების პროგრამას სთავაზობს.
    პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესტირებას ახორციელებს კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა შექმნას ღია და ეფექტური სამუშაო გარემო, უზრუნველყოს კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მომსახურება კლიენტებისთვის.

    © 2017 ProCredit Bank, Georgia