ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 ისტორია
 მენეჯმენტი
 სამეთვალყურეო საბჭო
 აქციონერები
 პროკრედიტ ბანკების ჯგუფი
 საერთაშორისო რეიტინგი
 ქცევის კოდექსი
 ბანკის რეკვიზიტები
 წლიური ანგარიში
 ფინანსური მაჩვენებლები
 იურიდიული დოკუმენტები
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.58102.6310
EUR2.69402.7850
RUB0.04090.0510
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.6029 
EUR2.7333 
RUR0.0450 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი > ჩვენ შესახებ > სამეთვალყურეო საბჭო

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები  
 

ილირ ი. ალიუ - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2016 წლიდან. ბ-ნი ილირ ალიუ ბანკის მენეჯმენტის გუნდის წევრია 2005 წლიდან. იგი თავდაპირველად იყო პროკრედიტ ბანკი, კოსოვოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ დაიკავა იგივე პოზიცია პროკრედიტ ბანკი, მაკედონიაში. მანამდე, ბ-ნი ილირ ალიუ შიდა აუდიტორის, ხოლო მოგვიანებით ფიზიკური პირების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის პოზიციებზე მუშაობდა პროკრედიტ ბანკი, კოსოვოში. ბ-ნმა ილირმა დაამთავრა IFAM პარიზში, სადაც გაიარა მენეჯმენტის კურსები და დაამთავრა ასპირანტურა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. პარალელურად, პროკრედიტ ბანკის გარეთ, ბ-ნი ილირ ალიუ იყო კოსოვოს ბანკირთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოსოვოს ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, VISA Inc-ის CEMEA საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. 2015 წლის ივლისში ილირ ალიუ აირჩიეს კოსოვოს ბანკების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.

დოქტორი კლაუს-პიტერ ცაიტინგერი  –  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2012 წლიდან. დოქტორი ცაიტინგერი არის პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1981-2006 წლებში იგი იყო მმართველი დირექტორი IPC-ში – კომპანიაში, რომელიც პროკრედიტ ჰოლდინგის შექმნის ინიციატორი და დამფუძნებელი აქციონერია. დოქტორ ცაიტინგერს მინიჭებული აქვს გოეთეს უნივერსიტეტის (ფრანკფურტი) დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.
 

სანდრინ მასიანისამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2012 წლიდან. პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ფინანსური ინსტიტუტების ადამიანური რესურსების კოორდინატორი, პროკრედიტ ჰოლდინგი. ქ–ნი მასიანი პროკრედიტ  ჯგუფში 2003 წლიდან მუშაობს.  იგი პასუხისმგებელია ჯგუფში შემავალი ფინანსური ინსტიტუტების ადამიანური რესურსების პოლიტიკის განვითარება, კოორდინირებასა და დანერგვაზე. მანამდე იყო პროკრედიტ ბანკის რეგიონალური კოორდინატორი აფრიკაში, ზედამხედველობას უწევდა აფრიკაში ფინანსური ინსტიტუტების განვითარების სტრატეგიასა და ოპერირებას. პროკრედიტში მუშაობის დაწყებამდე, ქ–ნი მასიანი BNP Paribas–ის ქსელში ფინანსური ანალიზის, ფინანსური კონტროლისა და ანგარიშგების სფეროებში მოღვაწეობდა. მან ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა  და ფინანსებში მაგისტრის წოდება მიიღო. ამის გარდა, მაგისტრის წოდება აქვს მიღებული პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში  საფრანგეთში, პარიზში  Institut d’Etudes Politiques de Paris დამთავრების შემდეგ.


იოვანკა იოლესკა პოპოვსკა – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2015 წლიდან. ქ-ნი იოლესკა 2009 წლიდან  მაკედონიის პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორია. სანამ პროკრედიტ ჯგუფს შემოუერთდებოდა, ქ-ნი იოლესკა მუშაობდა აუდიტორულ კომპანია KPMG-ში სხვადასხვა პოზიციაზე. გარდა ამისა, იგი 1997 წლიდან დღემდე დიდი ბრიტანეთის ასოცირებულ ბუღალტერთა გაერთიანების წევრია. სკოპიეს SS. Cyril and Methodius უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქ-ნ იოლესკას მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი.


ვოლფგანგ ბერტელსმაიერი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2012 წლიდან. ბ-ნი ბერტელსმაიერი ასევე არის პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მსოფლიო ბანკში 30 წლის მუშაობის მანძილზე მას ეკავა მენეჯერული პოზიციები მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC). მან დაამთავრა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი და აქვს ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

 

 

© 2017 ProCredit Bank, Georgia