ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 ანაბრები
 სესხები
 ბარათები
 დისტანციური მომსახურება
 ანგარიშები
 ფულადი გადარიცხვები
 კომუნალური და სხვა გადასახადები
 ტარიფები
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.43002.4800
EUR2.63502.7160
RUB0.03940.0495
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4444 
EUR2.6590 
RUR0.0436 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი

3D უსაფრთხოება _ “MasterCard SecureCode”


პროკრედიტ ბანკი და MasterCard, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (Three Domain Secure).

რა არის 3D უსაფრთხოება?


MasterCard საერთაშორისო საგადასახადო სისტემამ შეიმუშავა სერვისი, რომელიც ცნობილია “MasterCard SecureCode”-ს სახელით.

აღნიშნული სერვისი ბარათით განხორციელებული ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად ითხოვს 3D კოდს, უნიკალურ ონლაინ იდენტიფიკატორს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ონლაინ შესყიდვისას.

3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა ნებაყოფლობითია* და შესაძლებელია მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს “MasterCard SecureCode” სტატუსი. აღნიშნული ვებ-გვერდები მთავარ გვერდზე განთავსებული “MasterCard SecureCode”-ს შესაბამისი ლოგოტიპით ამოიცნობა.

* 3D უსაფრთხოების სერვისის ნებაყოფლობით გამოყენება დამოკიდებულია თავად  ვებ-გვერდებზე

3D უსაფრთხოების უპირატესობები:

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა
  • 3D კოდი ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის
  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი
  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი.

3D კოდის მინიჭების წესი

პროკრედიტ ბანკის MasterCard ბარათებზე 3D კოდის მინიჭება ხდება უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ ონლაინ შესყიდვის განხორციელებისას.

ბარათზე 3D კოდის გააქტიურების პროცესის გავლა საჭიროა მხოლოდ ერთხელ, გამოყენება ხდება ყოველი ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად.

3D კოდის რეგისტრაცია:

  • "MasterCard SecureCode”-ს სტატუსის მქონე ვებ-გვერდზე აირჩიეთ სასურველი პროდუქცია ან მომსახურება
  • გადადით შესყიდვის გვერდზე
  • ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე (იხილეთ მაგალითი), სადაც შესაძლებელი იქნება გაიაროთ 3D უსაფრთხოების რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი 3D კოდი.
  • რეგისტრაციისათვის საჭიროა ბარათის მფლობელის შემდეგი მონაცემები:

    1. დაბადების თარიღი
    2. პირადი ნომერი
    3. ბანკში მინიჭებული კლიენტის ნომერი *
    4. ბარათის მოქმედების ვადა

*აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგში, ფილიალში და/ან სატელეფონო მომსახურების ცენტრში *2222, +995 32 220 22 22

  • მოცემული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ სასურველი 3D კოდი* (იხილეთ მაგალითი).

*უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, თქვენი 3D კოდი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი ციფრების კომბინაცია, მაგალითად, ციფრთა მიმდევრობა (1111, 1234) ან დაბადების თარიღი.

3D კოდის ცვლილება

3D კოდი
სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში არსებული 3D კოდი დაიბლოკება.

3D კოდის დავიწყების, დაბლოკვის ან ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: *2222, +995 32 220 22 22;

შენიშნვნა! 3D უსაფრთხოების რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტებს რომლებსაც მინიჭებული აქვთ “MasterCard SecureCode” სტატუსი და ბარათით შესყიდვა განხორციელდება 3D კოდის დადასტურების გარეშე ბარათის მფლობელი არ თავისუფლდება ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციის პასუხისმგებლობისაგან (კლიენტი ვერ შეძლებს არასანქცირებული ტრანზაქციის გასაჩივრებას/ თანხის დაბრუნებას).

© 2017 ProCredit Bank, Georgia