ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.42402.4700
EUR2.62502.7060
RUB0.03950.0496
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4100 
EUR2.6161 
RUR0.0432 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი

სეიფი - Drop Box

რა არის სეიფი - Drop box?

პროკრედიტ ბანკის 24 საათიან თვითმომსახურების ზონაში განთავსებული სეიფი (ე.წ. Drop box აპარატი) განკუთვნილია 1500 ლარს ზევით თანხების შეტანისათვის.

სეიფი საშუალებას გაძლევთ განათავსოთ თანხა, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშზე/ანგარიშებზე დაცულად და სწრაფად. შეტანილი თანხის ასახვა ანგარიშზე მოხდება ავტომატურად, აპარატით თანხის შეტანის ოპერაციის დასრულებისთანავე.
აღნიშნული სერვისი ძირითადად განკუთვნილია იმ ბიზნეს კლიენტებისთვის, რომელთა ანგარიშებზე საკმაოდ ხშირად დიდი თანხების შეტანა ხორციელდება, როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მესამე პირების (დისტრიბუტორების, დილერების, თანამშრომლების და ა.შ) მიერ.

სეიფის უპირატესობები:

  • მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს 24/7;
  • თანხის შეტანა ანგარიშზე სწრაფად და მარტივად, დალუქული პარკის მეშვეობით ფილიალში დამატებითი ლოდინის გარეშე;
  • თანხის შეტანა შესაძლებელია, როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მესამე პირების (დისტრიბუტორები, დილერები, თანამშრომლები და ა.შ) მიერ;
  • ანგარიშზე შეტანილი თანხის ავტომატურად ასახვა;
  • ანგარიშზე თანხის შეტანა საკომისიოს გარეშე.

როგორ უნდა გამოიყენოთ სეიფის მომსახურება

  • მომსახურების გასააქტიურებლად კლიენტს და ბანკს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბანკი განსაზღვრავს კლიენტის მიერ ანგარიშზე თანხის შეტანის დღიურ მაქსიმალურ ლიმიტს. კლიენტს და მის წარმომადგენლებს/მესამე პირებს მიერ ანგარიშზე თანხის განთავსება შეუძლიათ აღნიშნული დღიური ლიმიტის ფარგლებში.
  • აპარატის მეშვეობით თანხის შესატანად ბანკი კლიენტს გადასცემს „სეიფის ბარათს“(1)
     "სეიფის ბარათი" შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

            ბარათის მფლობელი
            ანგარიშ(ებ)ი, რომელზეც მოხდება თანხის შეტანა
            ბარათით თანხის შეტანის ლიმიტი*

     ბარათზე თანხის შეტანის ლიმიტს განსაზღვრავს ორგანიზაციის დირექტორი (უფლებამოსილი პირი)

     ორგანიზაციაზე გაცემული ბარათების რაოდენობა შეზღუდული არ არის 

     ორგანიზაციის დირექტორი თავად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული პირების (დისტრიბუტორები, დილერები, თანამშრომლები და ა.შ) ვინაობას და რაოდენობას, რომელსაც ანიჭებს სერვისით სარგებლობის უფლებას

     თითოეულ მოსარგებლეზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ბარათის დამზადება

     ბარათის მოქმედების ვადა - 3 წელი

    *ბარათზე განსაზღვრული თანხის შეტანის დღიური ლიმიტი არ აღემატება ბანკის მიერ კლიენტისათვის განსაზღვრულ თანხის შეტანის დღიურ ლიმიტს.

  • სეიფის მეშვეობით თანხის შეტანა 3 ვალუტაშია შესაძლებელია: ლარი, აშშ დოლარი და ევრო
  • სეიფით თანხის შეტანისათვის წინასწარ გადათვლილი და მომზადებული ფული უნდა განათავსოთ სპეციალურ „სეიფის პარკში“ (2) 

     პარკის იდენტიფიკაციის მიზნით „სეიფის პარკზე“ დატანილია შტრიხ-კოდი და ასევე ხელით შესავსები ველები, რომელთაგანაც სავალდებულოა შემდეგი ველების შევსება: 

           ორგანიზაციის დასახელება
           შემოსატანი თანხის ოდენობა
           ვალუტა

     „სეიფის პარკში“ უნდა განათავსოთ მხოლოდ ერთი ვალუტის ბანკნოტები

     "სეიფის პარკში" დასაშვებია მხოლოდ 5 ლარამდე ხურდების მოთავსება

სეიფის მეშვეობით თანხის შეტანის ეტაპები

აპარატის მუშაობის პრინციპი მარტივი და მოსახერხებელია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ეტაპის გავლა:

  • წინასწარ მომზადებული, გადათვლილი თანხა განათავსეთ „სეიფის პარკში“
  • მოახდინეთ თქვენი და ორგანიზაციის იდენტიფიკაცია „სეიფის ბარათის“ მეშვეობით
  • აირჩიეთ სასურველი ვალუტა და ანგარიში ეკრანზე
  • მიუთითეთ შესატანი თანხის ოდენობა
  • აირჩიეთ თანხის შეტანის სასურველი დანიშნულება (მხოლოდ იურიდიული პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანისას)
  • მიუთითეთ თანხის წარმოშობის წყარო (როცა შემოტანილი თანხის ოდენობა >= 10 000 აშშ დოლარზე ან მის ექვივალენტზე შესაბამის ვალუტაში)
  • დაასკანერეთ "სეიფის პარკზე" განთავსებული შტრიხ-კოდი
  • განათავსეთ თანხა სეიფში
  • მიიღეთ თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი

ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ქვითარზე არსებული თანხა ავტომატურად აისახება თქვენ მიერ არჩეულ ანგარიშზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ სეიფში განთავსებული თანხის გადათვლისას ბანკის მხრიდან დაფიქსირდება უზუსტობა (ზედმეტობა/დანაკლისი) მოხდება ბალანსის გასწორება. ზედმეტობის არსებობისა - ზედმეტი თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის შემთხვევაში მოხდება ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა. ანგარიშზე საკმარისი თანხის არ არსებობის შემთხვევაში ავტომატურად ჩაირთვება ოვერდრაფტი დანაკლის თანხაზე, რომელსაც დაერიცხება წლიური 36%.

 

© 2017 ProCredit Bank, Georgia