ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 ანაბრები
 სესხები
 ბარათები
 დისტანციური მომსახურება
     უბარათო ტრანზაქციები
     ინტერნეტ ბანკინგი
         PCB მობაილ თოქენი
     მობილური ბანკინგი
     ავტომატური გადარიცხვები
     SMS მომსახურება
     სატელეფონო ბანკინგი
     სწრაფი გადახდის აპარატი
     უნივერსალური ბანკომატი (Cash-in)
 ანგარიშები
 ფულადი გადარიცხვები
 კომუნალური და სხვა გადასახადები
 ტარიფები
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.41902.4690
EUR2.59502.6860
RUB0.03820.0483
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4513 
EUR2.6484 
RUR0.0428 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი > ფიზიკური პირები > დისტანციური მომსახურება > ინტერნეტ ბანკინგი > PCB მობაილ თოქენი

PCB მობაილ თოქენი

რა არის PCB მობაილ თოქენის აპლიკაცია?

PCB მობაილ თოქენის აპლიკაცია აგენერირებს ერთჯერად ტან კოდებს (ტრანზაქციის დამადასტურებელი კოდი) ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის სისტემაში გადარიცხვების და სხვა ოპერაციების დასადასტურებლად. აპლიკაციის მეშვეობით დაგენერირებული ტან კოდი არის ფიზიკური დიჯიპასის და სმს ტან კოდის ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ულიმიტოდ დაადასტუროთ შესრულებული ტრანზაქციები. აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტის მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ როუმინგის მომსახურების ჩართვის გარეშე.

აპლიკაციის გააქტიურება

ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში ჩამოტვირთეთ შესაბამისი აპლიკაცია Google Play, App Store ან პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდიდან. ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით მიღებული აქტივაციის 10 ნიშნა კოდი შეიყვანეთ აპლიკაციის შესაბამის ველში, საბოლოო აქტივაციისათვის ასევე აუცილებელია 4 ნიშნა პინ კოდის შეყვანაც, რომელიც გამოგეგზავნებათ ბანკში დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე.
თუ თქვენ არ სარგებლობთ ინტერნეტ ბანკინგით ან სარგებლობთ ინტერნეტ ბანკინგის სტანდარტული პაკეტით, მიმართეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს, გაააქტიურეთ სრული პაკეტი PCB მობაილ თოქენის მობილური აპლიკაციის გამოყენებით და შემდეგ თავად გაიარეთ აპლიკაციის დარეგისტრირების ზემოთ აღნიშნული პროცესი.

ტან კოდის გენერაცია

გახსენით აპლიკაცია და შესაბამის ველში შეიყვანეთ უნიკალური 4 ნიშნა პინ კოდი. პინ კოდის შეყვანის შემდეგ ხდება ერთჯერადი კოდის გენერირება, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციის დასადასტურებლად. პინ კოდის არასწორად შეყვანის შემთხვევაში დაგენერირებული კოდის გამოყენება შეუძლებელია.

პინ კოდის ცვლილება

აპლიკაციის რეგისტრაციისთანავე სასურველია გამოცვალოთ ბანკის მიერ მოწოდებული 4 ნიშნა პინ კოდი. 4 ნიშნა პინ კოდის ცვლილება შესაძლებელია იმ შემთხვეევაში თუ გახსოვთ არსებული პინ კოდი. ამისათვის უნდა შეხვიდეთ „პარამეტრების“ მენიუში, აირჩიოთ „პინ კოდის შეცვლა“ და შესაბამის ველებში ჩაწეროთ ჯერ არსებული პინ კოდი და შემდეგ აირჩიოთ და დაადასტუროთ ახალი კოდი.

დიგიპასის დამატება

ერთ აპლიკაციაში რამდენიმე დიგიპასის დამატებაა შესაძლებელი. მაგალითად, თუ სარგებლობთ როგორც ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ინტერნეტ ბანკინგით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ორივე დიგიპასი იქონიოთ ერთ აპლიკაციაში. დიგიპასის დამატება ხდება აპლიკაციის ძირითადი მენიუდან.

რა უნდა გავითვალისწინოთ PCB მობაილ თოქენით უსაფრთხო სარგებლობისთვის!

  • PCB მობაილ თოქენ აპლიკაციით სარგებლობისას უმჯობესია, შევზღუდოთ მობილურ ტელეფონზე წვდომა პაროლით და შევარჩიოთ ისეთი კომბინაცია, რომელიც სხვებისთვის არ იქნება ადვილად გამოსაცნობი და ხელმისაწვდომი (მაგ. 1111, 1234 ან დაბადების წელი). ანალოგიური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ მობაილ თოქენის პინ-კოდის შერჩევისას და ამასთანავე, უსაფრთხოების მიზნით, პერიოდულად ვცვალოთ არსებული პაროლი და პინ-კოდი.
  • თავი ავარიდოთ ინტერნეტ ბანკინგის პაროლისა და სხვა პირადი პაროლების/საიდენტიფიკაციო საშუალებების მობილურ ტელეფონში დამახსოვრებას (პაროლების შესანახად შესაძლებელია გამოვიყენოთ შესაბამისი პაროლების შესანახი უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფა).
  • არ გამოვიყენოთ ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებული ელ–ფოსტის პაროლის შენახვის ფუნქცია სისტემაში ავტომატურად შესვლის მიზნით.
  • აუცილებლად წავშალოთ PCB მობაილ თოქენ აპლიკაციის აქტივაციისას ბანკისგან მიღებული შეტყობინება, რომელიც შეიცავს პინ კოდს.
  • გამოვიყენოთ ტელეფონის ოპერაციული სისტემის შიფრაციის ფუნქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მობილური ტელეფონის დაცულობა კი უზრუნველვყოთ შესაბამისი ანტივირუსული პროგრამით.
© 2017 ProCredit Bank, Georgia