| პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული სრული მომსახურების ბანკი, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს მცირე ბიზნესის დაფინანსებაზე და ამით ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ბანკი ემსახურება საზოგადოების ყველა ფენას. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილ ფილიალებში მომუშავე პროფესიონალთა გუნდები დაუღალავად მუშაობენ, რათა კლიენტებს საუკეთესო ხარისხის მომსახურება გაუწიონ. ჩვენი ბანკის მისია.
პროკრედიტ ბანკის კადრების შერჩევის პროცედურა ეფუძნება თანასწორობის, გამჭვირვალობის და ობიექტურობის პრინციპებს. ჩვენ თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალური და პირადი ქცევის მაქსიმალურ მოთხოვნებს ვუყენებთ და მათგან საქმისადმი მაღალ პასუხისმგებლობას ვითხოვთ. ჩვენი ქცევის კოდექსი.
ჩვენ თანამშრომლებს ვთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, სწავლებას, პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობებს, შესაფერის ანაზღაურებას და ვუზრუნველყოფთ სამედიცინო დაზღვევით. ვინაიდან პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო საბანკო ჯგუფის ნაწილია, ჩვენს საუკეთესო თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ გაიარონ ტრენინგები ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საზღვარგარეთ, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ბანკში. ჩვენი საერთაშორისო ჯგუფი.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს. თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ პროკრედიტის გუნდს, გთხოვთ იხილოთ ჩვენთან არსებული ვაკანსიები. |