ინტერნეტ ბანკინგი
რა არის ინტერნეტ ბანკინგი? ინტერნეტ ბანკინგი არის თანამედროვე და მოსახერხებელი გზა თქვენი საბანკო ანგარიშების მართვისა და კონტროლისათვის. ინტერნეტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები და შეასრულოთ გარკვეული საბანკო ოპერაციები. ინტერნეტ ბანკინგი გაძლევთ საშუალებას:
- დაზოგოთ დრო - განახორციელოთ საბანკო ოპერაცია 24 საათის განმავლობაში;
- იყოთ მოქნილი – ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკინგით ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი კომპიუტერიდან;
- იყოთ დამოუკიდებელი – მართოთ და აკონტროლოთ საბანკო ანგარიშები თქვენ თვითონ, ბანკის თანამშრომლის გარეშე.
პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ ინტერნეტ ბანკინგის მომსახურების ორ განსხვავებულ პაკეტს: სტანდარტულს და სრულ პაკეტს.
სტანდარტული პაკეტის მიღების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ შემდეგი საბანკო ოპერაციების განხორციელებას;
-
ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების დათვალიერება;
-
თანხის გადატანა პროკრედიტ ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშებზე;
-
თანხის კონვერტაცია;
-
კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა;
-
ნებისმიერი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერის დათვალიერება და დაბეჭდვა;
-
ბანკის კომერციული და ნებისმიერი პერიოდის ოფიციალური კურსების ნახვა;
-
საქართველოში არსებული კომერციული ბანკების და მათი საბანკო კოდების ნახვა;
-
უცხოური ბანკების და მათი SWIFT კოდების მოძიება ქვეყნების მიხედვით;
-
კრედიტის შემთხვევაში საკრედიტო ანგარიშის, მასზე არსებული ნაშთის, გადასახდელი თანხის მოცულობის, გადახდის ისტორიისა და კრედიტის გადახდის გრაფიკის დათვალიერება და დაბეჭდვა.
სრული პაკეტის მიღების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ყველა ის ოპერაცია, რომელიც არის განსაზღვრული სტანდარტული პაკეტით და დამატებით შეასრულოთ შემდეგი სახის ოპერაცია:
-
თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში, ნებისმიერ ანგარიშზე დიგიპასის მოწყობილობის გამოყენებით (დიგიპასის მოწყობილობა გადმოგეცემათ სრული პაკეტის მომსახურების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას);
რა არის საჭირო იმისათვის რომ ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკინგის მომსახურებით?
-
აირჩიოთ მომსახურების სასურველი პაკეტი;
-
გააფორმოთ შეთანხმება ინტერნეტ ბანკინგით მომსახურებაზე;
-
მიიღოთ პროგრამაში წვდომის პაროლი;
-
პროკრედიტ ბანკის ვებ გვერდის საშუალებით, პაროლის გამოყენებით შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკინგის პროგრამაში.
|
ტარიფები |
|
სტანდარტული პაკეტი |
|
რეგისტრაცია |
10 ლარი |
|
ყოველთვიური მომსახურება |
უფასო |
|
დამატებითი მომხმარებლის რეგისტრაცია და ყოველთვიური მომსახურება |
უფასო |
|
|
|
სრული პაკეტი |
|
რეგისტრაცია ერთი ”დიგიპასით” |
30 ლარი |
|
მომსახურება |
5 ლარი 3 თვეში ერთხელ |
|
დამატებითი მომხმარებლის რეგისტრაცია და ყოველთვიური მომსახურება |
უფასო |
|
დამატებითი " დიგიპასის " რეგისტრაცია |
30 ლარი |
|
დამატებითი " დიგიპასის " მომსახურების საკომისიო |
3 ლარი 3 თვეში ერთხელ |
|
" დიგიპასის " დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ახალი " დიგიპასის " გაცემა |
30 ლარი |
|