| თუ თქვენ მოგზაურობის პერიოდში, კომფორტული მგზავრობისა და თქვენი ფულის უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტეთ ისარგებლოთ სამგზავრო ჩეკებით, პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ სამგზავრო ჩეკების განაღდებას.
რა არის ამერიქან ექსპრესის სამგზავრო ჩეკი?
ამერიკან ექსპრესის სამგზავრო ჩეკი თქვენ ნაღდი ფულის მაგივრობას გაგიწევთ. ამერიკან ექსპრესის სამგზავრო ჩეკები გამოიცემა შემდეგი ნომინალებით:
$ 20, 50, 100, 500, 1,000 € 50, 100, 200, 500 £ 20, 50, 100, 200, 500
სამგზავრო ჩეკებით სარგებლობის უპირატესობები:
- ჩეკების გამოყენება მარტივია და უსაფრთხო, თავიდან აირიდებთ მოგზაურობის დროს ნაღდი ფულის ტარებასთან დაკავშირებულ რისკებს;
- შეძენისას ჩეკზე თქვენი ხელმოწერა მის აბსოლუტურ დაცულობას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ მისი განაღდება მხოლოდ თქვენს მიერ არის შესაძლებელი;
- ჩეკის განაღდება მარტივია - ჩეკი შეგიძლიათ გაანაღდოთ მსოფლიოს 130 ქვეყანაში, 84,000-ზე მეტ გადასაცვლელ პუნქტსა თუ საბანკო დაწესებულებაში;
- დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩეკების აღდგენა შესაძლებელია კლიენტის მიერ ამერიკან ექსპრესთან დაკავშირების შემდეგ 24 საათის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ შეძენის მომენტში დაცული იქნა ყველა პირობა);
სად შეიძლება გამოიყენოთ სამგზავრო ჩეკები?
- ჩეკებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა პროდუქციისა თუ მომსახურების შესაძენად სასტუმროებში, რესტორნებსა და მაღაზიებში;
ჩეკის მოქმედების ვადა:
- ამერიკან ექსპრესის სამგზავრო ჩეკები უვადოა. არ აქვს მნიშვნელობა როდის შეიძინეთ ჩეკი, მისი განაღდება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.
სად შეიძლება გაანაღდოთ სამგზავრო ჩეკები?
- სამგზავრო ჩეკების განაღდება აშშ დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
იმისათვის, რომ გაანაღდოთ ჩეკი და მიიღოთ თანხა, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, წარადგინოთ ჩეკი და ბანკის თანამშრომლის თანდასწრებით დააფიქსიროთ მასზე ხელმოწერა.
ტარიფები:
სამგზავრო ჩეკების განაღდების საკომისიო შეადგენს ღირებულების 0.8 % (ლარებში უფასოა).
ამერიკან ექსპრესის ცხელი ხაზი თბილისში: +995 (32) 33 43 78 ამერიკან ექსპრესის ცხელი ხაზი მოსკოვში: +7 (495) 933 31 11 |