| თუ თქვენ გარკვეული პერიოდულობით ან კონკრეტულ თარიღებში თანხის გადარიცხვა გიწევთ, ამისათვის ხშირად აკითხავთ ბანკს და ასრულებთ თქვენთვის სასურველ გადარიცხვას ბანკის თანამშრომლის დახმარებით. პროკრედიტ ბანკის ავტომატური გადარიცხვების მომსახურებით თქვენ შეძლებთ:
-
დაზოგოთ დრო,
-
თავიდან აიცილოთ რიგში დგომა,
-
იყოთ მშვიდად, რადგან პროკრედიტ ბანკი იზრუნებს თქვენს პერიოდულ გადარიცხვებზე.
რას ნიშნავს ავტომატური გადარიცხვა?
-
ავტომატური გადარიცხვა არის თქვენს მიერ ბანკისათვის მიცემული დავალება, თქვენგან დამოუკიდებლად განახორციელოს განსაზღვრული ტიპის გადარიცხვა, გარკვეული პერიოდულობით ან კონკრეტულ თარიღებში.
-
თუ ახორციელებთ ყოველთვიურ გადარიცხვებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იხდით იჯარის თანხას, ახორციელებთ საბიუჯეტო თუ სხვა გადასახადების ანგარიშიდან გადარიცხვას, ან სულაც ყოველთვიურად რიცხავთ თანხას ანაბარზე, სადაზღვევო თუ საპენსიო ფონდში, საკაბელო თუ საკომუნიკაციო კომპანიებში - ავტომატური გადარიცხვის მომსახურება თქვენთვის მოხერხებული პროდუქტია.
ვის შეუძლია ისარგებლოს ავტომატური გადარიცხვებით? ავტომატური გადარიცხვებით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.
როგორ უნდა გამოიყენოთ ავტომატური გადარიცხვების მომსახურება?
-
დააფიქსიროთ გადასარიცხი თანხის ოდენობა;
-
მიუთითოთ თქვენი ძირითადი და/ან დამატებითი მიმდინარე ანგარიში;
-
განსაზღვროთ პერიოდულობა (მაგ: ყოველ ერთ თვეში, ან ყოველ 15 დღეში) როდესაც გსურთ, რომ თქვენი თანხა ავტომატურად გადაირიცხოს;
-
გადასარიცხი თანხის მოცულობა არ არის ლიმიტირებული. ამასთან ერთად, თქვენი მოთხოვნით, ბანკმა შეიძლება განახორციელოს სრული ან ნაწილობრივი თანხის გადარიცხვა;
რა არის საჭირო ამ მომსახურებით სარგებლობისათვის:
|
ავტომატური გადარიცხვების ტარიფი |
|
ავტომატური გადარიცხვების დავალების გაფორმება და რეგისტრაცია |
უფასო |
|
ავტომატური გადარიცხვების დავალების მომსახურების თვიური საკომისიო |
1 ლარი |
|
ავტომატური გადარიცხვების შესრულება |
ანალოგიური ტიპის გადარიცხვებისათვის დადგენილი საკომისიო გადასახადი |
|
|
|
| |