geo    eng
  ძიება:
ბანკის შესახებ კერძო პირები მცირე ბიზნესი ინსტიტუციონალური კლიენტები ფილიალები და ბანკომატები ფინანსური მაჩვენებლები
მომსახურების ტარიფები 
კომუნალური გადასახადები 
ანაბრები 
ვადიანი ანაბარი 
მოქნილი ანაბარი 
ზრდადი ანაბარი 
შემნახველი ანაბარი 
საბავშვო ანაბარი 
“ჩემი ყულაბა” 
კრედიტები 
პლასტიკური ბარათები 
სამგზავრო ჩეკები 
ოვერდრაფტი 
ელექტრონული მომსახურება 
ფულადი გზავნილები 
ავტომატური გადარიცხვები 

   ეროვნული ბანკის კურსი
    USD   1.8433  
    EUR   2.3642  
    RUB   0.0605  
        კურსის ისტორია
 






  კერძო პირები » ანაბრები »
 
 

ანაბრები  

   

ფულის დაზოგვა მნიშვნელოვანია

თუ რეგულარულად გადადებთ თქვენი შემოსავლის ნაწილს, სამომავლოდ მიღებული დანაზოგი თქვენი გეგმებისა და სურვილების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

დანაზოგის გაკეთება ყველას შეუძლია

არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს და შემოსავალს. თუნდაც მცირე ფინანსური სახსრებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, თუ გადახედავთ ხარჯებს და სწორად გაანაწილებთ მათ.

შეინახეთ თქვენი დანაზოგი ბანკში

ეს არის თქვენი დანაზოგის უსაფრთხოება და ამავდროულად დამატებითი შემოსავალი საპროცენტო სარგებლის სახით.

შეარჩიეთ ბანკი, რომელსაც ენდობით

  • გაითვალისწინეთ ბანკის აქციონერები, მისი საერთაშორისო რეიტინგი და გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია არა მარტო საპროცენტო განაკვეთი, არამედ პროცენტის დარიცხვის მეთოდიც. გაითვალისწინეთ, თითოეული ბანკი საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა მეთოდით არიცხავს, ეს კი თქვენს საბოლოო თანხაზე აისახება. აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისათვის კლიენტთა მრჩეველს, მასთან ერთად შეადარეთ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთები და მათი დარიცხვის მეთოდები;
  • სწორად შერჩეული ბანკი ეს ნიშნავს თქვენი თანხის უსაფრთხოებას ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში

ჩვენ  გთავაზობთ შემდეგი სახის ანაბრებს: ვადიანი, მოქნილი, ზრდადი,  შემნახველისაბავშვო, “ჩემი ყულაბა”.

ანაბრის გასახსნელად მობრძანდით პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ანაბარი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ბავშვის დაბადების მოწმობა (საბავშვო ანაბრის გახსნის შემთხვევაში).

პროკრედიტ ბანკში ნებისმიერი სახის დეპოზიტის გახსნა და მომსახურება უფასოა.

2009 წლის 1 იანვრიდან ანაბარზე დარიცხული პროცენტი არ იბეგრება გადასახადით

შენიშვნა: ერთ მეანაბრეზე 500,000 ლარის ოდენობის (ან მისი ექვივალენტი ანაბრის ვალუტაში) ანაბრის ან ანაბრების გახსნის შემთხვევაში, პირობები შეთანხმდება სათავო ოფისთან.