Eng

ეკო ანაბარი

გონივრული ინვესტიცია!

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დაზოგვა და ამავე დროს ზრუნავთ გარემოზე - გაამწვანეთ დანაზოგი!
ეკო ანაბარი ბანკის ეკო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ მიერ ეკო ანაბარზე დაზოგილ თანხებს ბანკი იყენებს ეკო სესხების შეღავათიან საპროცენტო განაკვეთში გასაცემად. პროკრედიტ ბანკის ეკო სესხები სამი ძირითადი მიმართულებით გაიცემა:

  • ენერგოეფექტურობის მისაღწევად სახლში და ბიზნეს ობიექტზე
  • განახლებად ენერგო რესურსებში ინვესტიციისთვის
  • გარემოსადმი მეგობრული აქტივობების დასაფინანსებლად

ეკო ანაბრით სარგებლობისას თქვენ ეკო ინვესტიციის სტიმულირებას უწყობთ ხელს, რადგან თქვენი მხარდაჭერით იზრდება დაფინანსებული ეკო პროექტების რიცხვი.

ფიზიკურ პირებს პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ ეკო ვადიან ანაბარს.

უპირატესობები ეკო ანაბით სარგებლობისას:

  • ანაბრის უზრუნველყოფით შეგიძლიათ კრედიტის აღება შეღავათიანი პირობებით;
  • თქვენი ანაბარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში

პირობები:

  • მინიმალური თანხა და ვალუტა - 5 000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  • ვადიანი ანაბარი იხსენება ფიქსირებული ვადით: 12;18;24;34 თვით
  • ვადიანი ანაბარი იხსნება ფიქსირებული თანხით და წინასწარ განსაზღვრული ვადით;
  • თანხის შემცირება ან გაზრდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ხდება;
  • საპროცენტო სარგებელი ანაბარზე ირიცხება ყოველთვიურად მიმდინარე ანგარიშზე;
  • ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელება ხდება ანაბრის თანხით.

ნომინალური და ეფექტური საპროცენტი განაკვეთები

ვადა (თვე)ლარიაშშ დოლარიევრო
126%2%0.5%
186.5%2.5%0.75%
246.5%2.5%1%
366.5%2.5%1%