Eng

ეკო სესხი

ეკო სესხი ბიზნესებისთვის საშუალებას გაძლევთ ენერგოეფექტურობის საშუალებით გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა და შეამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.

ეკო სესხის უპირატესობები ბიზნესებისთვის:

  • ამცირებს საოპერაციო ხარჯებს - ნაკლები ენერგო დანახარჯები ბიზნესის მეტ შემოსავალს ნიშნავს
  • აუმჯობესებს წარმოების ეფექტურობას და ზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს
  • ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას

რისთვის შეიძლება გამოიყენოთ ბიზნეს ეკო სესხი?

წარმოების პროცესის გაუმჯობესება – ძველი ტექნიკის ჩანაცვლება ან დამატებით ახალი ტექნიკის ყიდვა

სამშენებლო პროცესები – შენობის გარე კედლების, ჭერის, იატაკის თბოიზოლაცია, ორმაგი/სამმაგი მინა პაკეტის მქონე კარ-ფანჯრების მონტაჟი

ელექტრო მოწყობილობები – მაღალი ეფექტურობის ელექტრო ძრავები, ტუმბოები, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა

გათბობა/გაგრილება - ცენტრალური გათბობა/გაგრილების სისტემები, ახალი გათბობის ქვაბები, კონდიციონერები და ა.შ

ნარჩენების გადამუშავება - ნარჩენების განცალკევება, (ფურცლის, პლასტმასის, მინის) გადამუშავება და ა.შ

ინვესტიციები განახლებად ენერგო რესურსებში: მზის,წყლის, ქარის, ბიომასის და გეოთერმული ენერგო ტექნოლოგიები.

შენიშვნა: ეკო სესხის გაცემა შესაძლებელია როგორც საკრედიტო ხაზის, საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულების, მოკლევადიანი საკრედიტო ხელშეკრულების, მოკლევადიანი საკრედიტო შემადგენელი ხელშეკრულების, ბიზნეს ოვერდრაფტის, ბიზნეს ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულების, საკრედიტო და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით. ხელშეკრულებების შაბლონები შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკითლარი დოლარიევრო
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპიფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი)
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი13.5%-დან7.70%-დან7.00%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი15.29%-დან9.03%-დან8.30%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში21.24%-დან12.94%-დან13.07%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაშიN/A28.04%-დან28.45 %-დან
სესხის გაცემის საკომისიო 0.20%-დან
თანხის განაღდების საკომისიო 0.20%0.30%0.30%
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი 158 ლარი ერთ ქონებაზე
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი158 ლარი ერთ ქონებაზე
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიოფიქსირებული განაკვეთისთვის :
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
ინდექსირებული განაკვეთისთვის:
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %