Eng

ინტერნეტ ბანკინგი

თანამედროვე და მოსახერხებელი გზა თქვენი საბანკო ანგარიშების მართვისა და კონტროლისათვის.

  • აწარმოებთ საბანკო ოპერაციებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
  • დამოუკიდებლად განკარგავთ ანგარიშებს

ინტერნეტ ბანკინგში ტრანზაქციების და ოპერაციების დადასტურება შესაძლებელია: სმს კოდით, დიგიპასით
ან PCB მობაილ თოქენის საშუალებით.

PCB მობაილ თოქენის აპლიკაცია ინტერნეტ ბანკინგით გადარიცხვების და სხვა ოპერაციების დადასტურებისთვის აგენერირებს ერთჯერად ტან-კოდებს.

  • ტრანზაქციების დადასტურება ლიმიტის გარეშე
  • აპლიკაციით სარგებლობა ნებიემიერ ქვეყანაში ინტერნეტის გარეშე
  • ტან კოდის გენერაცია როუმინგის მომსახურების ჩართვის გარეშე
  • ერთ აპლიკაციაში რამდენიმე მომხმარებლის დამატების შესაძლებლობა


PCB მობაილ თოქენის ზოგადი პირობები

PCB მობაილ თოქენის აპლიკაციის გასააქტიურებლად

  • ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Google Play, App Storeდან.
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით მიღებული აქტივაციის 10 ნიშნა კოდი შეიყვანეთ აპლიკაციის შესაბამის ველში,
  • საბოლოო აქტივაციისათვის ასევე აუცილებელია 4 ნიშნა პინ კოდის შეყვანაც, რომელიც გამოგეგზავნებათ ბანკში დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე.

პინ კოდის ცვლილება

აპლიკაციის რეგისტრაციისთანავე სასურველია შეცვალოთ 4 ნიშნა პინ კოდი. პინ კოდის ცვლილებისტვის უნდა შეხვიდეთ „პარამეტრების“ მენიუში, აირჩიოთ „პინ კოდის შეცვლა“ და შესაბამის ველებში ჩაწეროთ ჯერ არსებული პინ კოდი და შემდეგ აირჩიოთ და დაადასტუროთ ახალი კოდი.


“თანამედროვე მობილური ტელეფონებისთვის შექმნილია ვებ-გვერდი online.procreditbank.ge - ინტერნეტ ბანკინგის ადაპტირებული ვერსია სმარტ ფონებისთვის.