Eng

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, ს.ს. პროკრედიტ ბანკი საქართველო თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები. ბანკის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას. ქვემოთ მოცემული პუნქტები აღწერს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესებს, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდსა (www.procreditbank.ge) და მის მომხმარებლებზე ვრცელდება:

უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვინახავთ რაიმე სახის პირად ინფორმაციას Cookies გამოყენებით. (Cookies არის ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერულ სისტემაში ვებ-გვერდის მონახულების შემდეგ). შესაბამისად, არ ხდება თქვენს მიერ ბანკის ვებ-გვერდზე განხორციელებული ინტერნეტ აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მონიტორინგი. თქვენთვის მუშაობის გაადვილების მიზნით, გამონაკლისია, ის Cookies, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას.

ჩვენი აზრით, ინფორმაციის დაცვა თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად, ყველა თანამშრომლისთვის ტარდება ტრენინგები პერსონალური ინფორმაციის სათანადო დაცვის საკითხთან დაკავშირებით. გარდა, ამისა თანამშრომლის წვდომა კლიენტის მონაცემებზე შეზღუდულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე. და ბოლოს, ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან დაიცვან ბანკის ქცევის კოდექსი, რომელიც შეიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნას.

კანონის ფარგლებში, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თქვენი მონაცემები გავუმჟღავნოთ ბანკის შვილობილ კომპანიებს, მარეგულირებელ ორგანოებს, აღმასრულებელ და სხვა პირებს.

ს.ს. პროკრედიტ ბანკი საქართველო არ უზრუნველყოფს და არ არის პასუხისმგებელი იმ ვებ-გვერდების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შინაარსის დაცვასა და ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ არის ს.ს. პროკრედიტ ბანკი საქართველოს საკუთრება და რომლებთან წვდომაც ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ბმულების მეშვეობითაა შესაძლებელი.

რეკომენდაციები: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს უფრო უსაფრთხო ონლაინ მუშაობისთვის შემდეგ რეკომენდაციებს ვთავაზობთ:

  • ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ ბანკის ინტერნეტ მისამართი (www.procreditbank.ge). ინტერნეტ ბანკინგის სისტემას კი დაუკავშირდით URL მისამართის ველში https://online.procreditbank.ge აკრეფით ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ბმულის გამოყენებით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა.
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. ს.ს. პროკრედიტ ბანკი, საქართველო არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით.
  • დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით.
  • რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.

ს.ს. პროკრედიტ ბანკი, საქართველოს შესახებ საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი ბანკის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: infosec@procreditbank.ge

ტელეფონით: (995 32) 20 22 22