Eng

მონაცემების დაცვა

პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

სს პროკრედიტ ბანკი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და მოქმედი სააქციო საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 204851197, რომელიც ფლობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999 წლის 13 მაისს გაცემულ საბანკო საქმიანობის ლიცენზიას #233 და რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N 21, 0160 (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბანკი“, „ჩვენ“, „ჩვენი“).

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა, მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, ბანკი თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები. ბანკის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას.

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტი ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბანკი არა მხოლოდ ფიზიკური ადგილი, არამედ სივრცეა, რომელიც უფრო ეფექტურად ონლაინ გარემოში ფუნქციონირებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პროკრედიტ ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა და მათ მოქნილი და უსაფრთხო საბანკო მომსახურების სწრაფ და გამარტივებულ გზებს სთავაზობს myDirect-ის და სხვა არხების საშუალებით, რომელიც თქვენს ბანკს ერთ ციფრულ ზონაში აერთიანებს. ახალ შესაძლებლობებთან ერთად ბანკისთვის დიდი პასუხისმგებლობაა დაიცვას მომხმარებელთა მონაცემებისა და საბანკო მომსახურების უსაფრთხოება.

ბანკი მომხმარებელს მოსახურებას სთავაზობს სხვადასხვა ციფრული/ელექტრონული არხის საშუალებით, მაგალითად შესაძლებელია მომსახურება შესთავაზოს ერთი პლატფორმის ქვეშ როგორიცაა myDirect, მაგრამ თითოეულ და ნებისმიერ მომსახურებაზე ვრცელდება მონაცემთა დაცვის იგივე წესები და პირობები, რაც განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით და ევრო კავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან (General Data Protection Regulation).

რა არის მონაცემები და რატომ ვამუშავებთ მათ?

წინამდებარე დოკუმენტში ტერმინი მონაცემები ნიშნავს პირის საბანკო ინფორმაციას, კომერციულ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს;

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან ირიბად - სხვა მონაცემებთან კომბინაციაში.

საბანკო ინფორმაცია - ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ;

კომერციული ინფორმაცია - პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

კანონის თანახმად, მონაცემთა დამუშავება განიმარტება როგორც მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

ბანკი უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დამუშავებას სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.

პროკრედიტ ბანკი მონაცემებს ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ერონული ბანკის შესაბამისი რეგულაციებისა და აღიარებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ბანკი მონაცემებს ამუშავებს მაშინ, როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საბანკო მომსახურების გასაწევად. ბანკმა შესაძლოა დაამუშაოს მონაცემები იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომხმარებლისთვის უსაფრთხო, შეუფერხებელი და ეფექტური სერვისების მიწოდება, ასევე, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა ბანკის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, მათ შორის, მარეგულირებლის მოთხოვნების შესასრულებლად ან/და როდესაც მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.

თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგი მიზნებით:

  • თქვენთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევა;

  • თქვენთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება;

  • თქვენთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების/პროდუქტის შემოთავაზება (პირდაპირი მარკეტინგი);

  • თქვენი გადახდისუნარიანობის ანალიზი;

  • მიმდინარე საკრედიტო პროდუქტის მონიტორინგი;

  • თქვენთან ფინანსურად დაკავშირებული პირისთვის საკრედიტო მომსახურების გაწევა/მისი მიმდინარე საკრედიტო პროდუქტის მონიტორინგი;

  • მონაცემთა განახლება;

  • საბანკო პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • ბანკის მიზნებისათვის სხვადასხვა ტიპის კვლევის/მომსახურების განხორციელება;

  • ბანკის დამფუძნებელთან ანგარიშგება;

  • საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის ჩატარება;

  • სხვადასხვა (ვიზა, მასტერქარდი და სხვა საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა;

  • ბანკის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

  • მომხმარებლების დაცვა და თაღლითური ქმედებების პრევენცია;

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ფინანსური დანაშაულის პრევენცია და კანონის შესაბამისად სხვა დასჯადი ქმედებების გამოვლენა და თავიდან აცილება;

  • ბანკის ინტერესების დაცვა;

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:

  • თქვენი თანხმობა;

  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა ბანკისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

  • ბანკის კანონიერი ინტერესების დაცვა;

  • თქვენი განცხადების განხილვა;

  • ბანკის მიერ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ და როგორ ვაგროვებთ მათ?

საბანკო მომსახურების სახეებიდან გამომდინარე, მონაცემები, რომელსაც ბანკი ამუშავებს იყოფა ორ ჯგუფად: საბაზისო და დამატებითი.

საბაზისო ინფორმაცია მოიცავს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს (მაგალითად: თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სხვა), საკონტაქტო ინფორმაციას (მაგალითად: საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა), ფოტოს, ვიდეო გამოსახულებას/ჩანაწერს და სხვა.

ასევე, სხვადასხვა დისტანციური არხებით მომსახურების მიწოდებისას:

  • ვიდეო იდენტიფიკაციის პროცესის გავლით მომსახურების მიწოდების მიზნით, ხდება ვიდეო ვიზუალებისა და ფოტოების (ფოტო/ვიდეო ჩანაწერის) შეგროვება.

  • მომსახურების მიწოდების მიზნით, კლიენტის დამატებითი თანხმობით, ტელეფონის საჭირო ფუნქციებზე (როგორიცაა, მიმდინარე ადგილსამყოფელი, ფოტო-ვიდეო კამერა, მიკროფონი და სხვ.) წვდომა აუცილებელია, რაც შესაძლებელია შესაბამისი აპარატის ოპერაციული სისტემის მეშვეობით.

  • ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ (როგორიცაა კლიენტის მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის IP მისამართი და ბრაუზერი, საიდანაც კლიენტი შედის პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდებზე და აპლიკაციაში), რომელთა მოპოვება შესაბამისი აპარატის ოპერაციული სისტემის მეშვეობით არის შესაძლებელი.

  • ბანკის ვებ-გვერდები ქუქი ფაილებს იყენებს. ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც ინტერნეტ ბრაუზერი მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაში ინახავს.

  • ბანკი ქუქი ფაილებს უსაფრთხოების, ასევე ვებ-გვერდის მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი მომსახურების მიწოდების მიზნებისთვის იყენებს, რაც შეუძლებელია ქუქი ფაილების პარამეტრების დაყენების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია მოიცავს ფინანსურ ინფორმაციას, ინფორმაციას თქვენი სამუშაო ადგილის და საქმიანობის, შემოსავლების, ოჯახური მდგომარეობის შესახებ, გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სახელშეკრულებო ინფორმაციას და სხვა მონაცემებს, რომელიც ბანკს სჭირდება იმისათვის, რომ დაიწყოს და გააგრძელოს თქვენთვის საბანკო მომსახურების მიწოდება.

ბანკი არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, როგორიცაა: მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს.

ბანკის მიერ მონაცემების შეგროვება ხდება უშუალოდ თქვენგან და მესამე პირებისგან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე პირები ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან და ინფორმაციის გადაცემა გათვალისწინებულია კანონით. მაგალითად: საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სგან მათ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მათ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული თქვენი პერსონალური მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები.

ბანკის მიერ მონაცემების შეგროვება უშუალოდ თქვენგან ხდება ფილიალში ვიზიტის დროს, ასევე ბანკის ვებ გვერდის ან ბანკის დისტანციური არხების საშუალებით. მონაცემები ჩვენთან მაშინ მუშავდება, როდესაც პირი მოგვმართავს მომსახურების მისაღებად, ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას, არეგისტრირებს მომსახურებას, ხელს აწერს კონტრაქტს, იყენებს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას ან გვიკავშირდება ბანკის ერთ-ერთი დისტანციური არხით.

როგორ ვამუშავებთ მონაცემებს? ეს მონაცემები ხელმისაწვდომია მესამე პირებისთვის?

ბანკი მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს.

კანონის თანახმად, ბანკი ვალდებულია მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, ვინაობის დადგენა პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის საშუალებით და სანდო წყაროზე დაყრდნობით, მომსახურების დაწყების ან/და გაწევის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია შეინახოს კანონითა და ბანკის შიდა წესებით დადგენილი ვადით. აღნიშნული ხორციელდება როგორც ფილიალში ვიზიტის დროს, აგრეთვე ციფრული/ელექტრონული სერვისების მიღებისას. ვიდეო იდენტიფიკაციას ახორციელებენ ბანკის თანამშრომლები. კლიენტის ვინაობა დგინდება ვებ ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ვიდეო იდენტიფიკაციის პროცედურის გავლით, გადაცემის დაშიფრული არხით.

თქვენ შესახებ ბანკში არსებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება მესამე მხარეებისთვის, გარდა შემდეგი პირებისა და შესაბამისად განსაზღვრული მოცულობით:

  • სახელისუფლებო ორგანოები - კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბანკი მონაცემებს უგზავნის შესაბამის ორგანოებს, მაგალითად: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ფულის გათეთრების თავიდან აცილებისთვის. გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკი ვალდებულია, მონაცემები გაუზიაროს გარეშე პირებს, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, საგადასახადო/სასამართლო/საგამოძიებო/სააღსრულებო ორგანოები;

  • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საბანკო მომსახურების მიზნით, ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უზიარებს თქვენს მონაცემებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, თქვენთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • ბანკის დამფუძნებლები და მათი მაკონტროლებელი სუბიექტები ანგარიშგებისა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით;

  • მომსახურების გამწევი პირები - ბანკს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბანკისთვის მომსახურების მიწოდებას, რომელიც საჭიროა საბანკო საქმიანობისთვის. ასეთი პირებისთვის მონაცემების გამჟღავნება ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული დავალებისთვის/სერვისისთვის. ხოლო აღნიშნულ პირებს აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

აღნიშნული მომსახურების გამწევი პირები არიან მაგალითად: Quipu GmbH (პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების გადამამუშავებელი ცენტრი და ასევე პროკრედიტ ჯგუფის წევრი); Visa, MasterCard, IDnow GmbH (ვიდეო იდენტიფიკაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი) და სხვა.

როგორ ვმართავთ შეგროვებულ მონაცემებს და როგორ ვუზრუნველვყოფთ მათ კონფიდენციალურობას?

ჩვენი აზრით, მონაცემთა დაცვა თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად, ყველა თანამშრომლისთვის ტარდება ტრენინგები მონაცემთა სათანადო დაცვის საკითხთან დაკავშირებით, კონფიდენციალურობისა და მომხმარებელთა მონაცემების გაუმჟღავნებლობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, თანამშრომლის წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე შეზღუდულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე (ბანკი თქვენს მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საქმიანობიდან გამომდინარე სჭირდებათ ასეთი ინფორმაციის ცოდნა) და ბოლოს, ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან დაიცვან ბანკის ქცევის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის მოთხოვნას.

ამასთან, ჩვენ ვატარებთ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი არასაჯარო მონაცემები, მათ შორის ბანკის პერსონალის მიერ თქვენს მონაცემებზე დასაშვებად გამოყენებული მომხმარებლის სახელები და პაროლები.

ბანკში არსებული მონაცემების დამუშავებისას, ბანკს მიღებული აქვს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

საკანონმდებლო მოთხოვნებთან ერთად, ბანკი უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში, გაცვლას, დაცული საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

პროკრედიტ ბანკი არ უზრუნველყოფს და არ არის პასუხისმგებელი იმ ვებ-გვერდების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შინაარსის დაცვასა და ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ არის ბანკის საკუთრება და რომლებთან წვდომაც ჩვენ ვებ-გვერდზე არსებული ბმულების მეშვეობითაა შესაძლებელი.

პირის უფლებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად

კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ, რომელი მონაცემები მუშავდება, მონაცემთა დამუშავების მიზანი, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები, ვის გადაეცა თქვენი მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გაწეული საბანკო მომსახურებიდან/კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ბანკისთვის მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია? როგორ შეუძლია პირს აირჩიოს და რა შედეგები შეიძლება დადგეს?

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომსახურების გაწევის მიზნით ბანკისთვის მონაცემების მიწოდება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი გითხრათ (აგრეთვე შეგიწყვიტოთ) მომსახურების გაწევაზე.

მონაცემების დაცვის რეკომენდაციები

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები რამდენიმე მარტივი უსაფრთხოების ზომის გატარებით:

  • ვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ ბანკის ინტერნეტ მისამართი (www.procreditbank.ge). ინტერნეტ ბანკინგის სისტემას კი დაუკავშირდით URL მისამართის ველში https://online.procreditbank.ge აკრეფით ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ბმულის გამოყენებით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა.

  • არასდროს გაუმჟღავნოთ პერსონალური მონაცემები/კონფიდენციალური ინფორმაცია სატელეფონო ზარების განმახორცეილებელ უცხო პირებს ან მესამე პირებს; არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;

  • ვიდეო იდენტიფიკაციის ან/და სხვა საბანკო მომსახურების ვებ-განაცხადი პირადად შეავსეთ;

  • მომსახურების მისაღებად საკუთარი მოწყობილობები გამოიყენეთ;

  • საკუთარი საკონტაქტო მონაცემები გამოიყენეთ (მაგალითად: მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა);

  • ინტერნეტით საბანკო ოპერაციების განხორციელებისას დარწმუნდით, რომ უსაფრთხო ბრაუზერს და ანტი-ვირუსის განახლებულ პროგრამას იყენებთ და არასოდეს გახსნათ უცნობი წყაროებიდან ელ-ფოსტით მიღებული შეტყობინებები.

  • ინტერნეტბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ იმყოფებით პროკრედიტ ბანკის დაცულ ვებგვერდზე: https://online.procreditbank.ge/login;

  • ჩვენი ონლაინ საბანკო პროდუქტი მხოლოდ პირად კომპიუტერზე გამოიყენეთ და არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი Wi-Fi ინტერნეტით;

  • არ დატოვოთ კომპიუტერი უკონტროლოდ, თუ თქვენ შესული ხართ ინტერნეტბანკში. მუშაობის დასრულების შემდეგ დატოვეთ პროგრამა მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით;

  • ვებ-ბრაუზერს არ მისცეთ უფლება, შეინახოს ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მომავალში ავტომატურად დალოგინების მიზნით;

  • ვებ-ბრაუზერს არ მისცეთ უფლება, შეინახოს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მომავალში ავტომატურად დალოგინების მიზნით;

  • თქვენი მონაცემების, მათ შორის საბანკო პლასტიკურ ბარათზე დატანილი მონაცემების გამოყენებისას, ყურადღება მიაქციეთ გარემოს, რომ არ გახდეს ინფორმაცია მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი;

  • არასდროს ანდოთ თქვენი პლასტიკური ბარათი მომსახურების გამწევ პერსონალს გადახდის განხორციელების მიზნით;
  • ყოველთვის შეასრულეთ ბანკის მიერ თითოეული კონკრეტული მომსახურებისთვის განსაზღვრული ნებისმიერი დამატებითი ზომა/რეკომენდაცია;

  • თქვენს მოწყობილობებზე დაამონტაჟეთ ანტივირუსული პროგრამა, ანტიჯაშუშური პროგრამა და firewall; ამასთან, რეგულარულად განაახლეთ ეს პროგრამები;

  • ფრთხილა იყავით ონლაინ საქმიანობის დროს და შეისწავლეთ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი უჩვეულო აქტივობა, როგორიცაა ახალი ვებ-გვერდის მისამართიდან ან ელ-ფოსტით გამოგზავნილი ფიშინგ შეტყობინებით პერსონალური ან საბანკო კონფიდენციალური მონაცემების მოთხოვნა;

  • ბანკი არასოდეს მოგთხოვთ ისეთ კონფიდენციალურ მონაცემებს, როგორიცაა: პასკოდი, პაროლი, ბარათის PIN კოდი, ბარათის ნომერი (PAN), ტრანზაქციის ავტორიზაციის ნომერი (TAN), 3D კოდი, მომსახურების აქტივაციის კოდი, ძლიერი ავთენთიფიკაციის კოდი;

  • გამორთეთ ბრაუზერის ავტომატურად შევსების პოლიტიკა ისეთი მომსახურებით სარგებლობის დროს, რომელიც ვინაობის იდენტიფიკაციას ან/და ავტორიზაციის მონაცემებს საჭიროებს (მაგ.: საიდენტიფიკაციო ნომერი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და მსგავსი ინფორმაცია).

    დაგვიკავშირდით

    ჩვენ ვაფასებთ თქვენ აზრს. ამიტომ, თუ რაიმე შეკითხვის დასმა ან კომენტარის გაკეთება გსურთ, ან თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო შეტყობინება ან ინფორმაცია მიიღეთ, დაუკავშირდით კონტაქტ ცენტრს ნომერზე: *2222 ან (32) 220 22 22, 09:00 საათიდან 21 : 00 საათამდე პერიოდში, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosec@procreditbank.ge.

მიმაგრებული ფაილები: