Eng

სესხი სტანდარტული და ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკით

სტანდარტული გრაფიკის მქონე სესხის შემთხვევაში, სესხს ფარავთ ყოველთვიური თანაბარი შენატანებით.
აღნიშნული სესხით სარგებლობისას შესაძლოა გამოიყენოთ 12 თვიანი საშეღავათო პერიოდი და გადაიხადოთ მხოლოდ სესხის კაპიტალზე დარიცხული პროცენტი. სესხის კაპიტალის გადახდა კი დაიწყება საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ.

თუ თქვენს ბიზნესს ახასიათებს სეზონურობა, თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ინდივიდუალური, თქვენს ბიზნესზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკით.
სტანდარტული და ინდივიდუალური გრაფიკის მქონე სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საბრუნავი, ასევე ძირითადი საშუალებებისა და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.

  • საბრუნავი საშუალებები - სასაქონლო მატერიალური მარეგების გაზრდა, ასორტიმენტის გაფართოება, მომწოდებლისადმი ვალდებულების დაფარვა და ა.შ.
  • ძირითადი საშუალებები - ბიზნესისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება და ა.შ.
  • უძრავი ქონება - კომერციული ფართის შეძენა/მშენებლობა, მიწის შეძენა
  • სხვა ბიზნეს მიზნობრიობები - ნებისმიერი სახის ინვესტიცია/დანახარჯი, რომელიც განაპირობებს ბიზნესის წინსვლასა და სტაბილურობას

ბიზნეს კრედიტის ვადა განისაზღვრება მიზნობრიობების მიხედვით:

საბრუნავი საშუალებები - 36 თვე

ძირითადი საშუალებები - 60 თვე

უძრავი ქონება - 180 თვე

ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო