Eng

CEB დაფინანსების პროგრამა


ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა (CEB) და პროკრედიტ ბანკის თანადაფინანსების პროგრამა მიმართულია იმ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო რესურსის გამოყოფაზე, რომლებსაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანი გავლენას შეუძლიათ მოახდინონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წარმოების სექტორის მოდერნიცაზიის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი ინიციატივები:

  • კვლევები და სწავლებები (ტექნიკური, ეკონომიკური ან კომერციური, საინჟინრო), რაც ითვალისწინებს პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობასა და სხვა პროფესიონალურ მომსახურებებს, აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 5%-ს
  • მიწის ნაკვეთის შეძენა, თუ ის არ არის დონაციით ან გრანტით მიღებული
  • მიწის მომზადება/დამუშავება
  • შენობა/ნაგებობის აშენება/განახლება/მოდერნიზაცია ან შეძენა
  • ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიც არის კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები, ნარჩენების გატანა, ჩამდინარე წყლის დამუშავება, გზების მოწყობა და სხვა
  • სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება
  • მანქანა-დანადგარების შეძენა, მათ შორის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე თანამშრომლების ტრენინგების ხარჯები.