კრისტიან დაგროსა ProCredit General Partner AG-ის დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა
მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 2 იანვარი - ProCredit Holding AG & Co-ის გენერალური პარტნიორის ProCredit General Partner AG -ის სამეთვალყურეო საბჭომ, კრისტიან დაგროსა დირექტორთა საბჭოს ახალ წევრად დანიშნა 2023 წლის 1 იანვრიდან. ამავე დროს, კომპანიაში აცხადებენ, რომ დოქტორმა გაბრიელ შორიმ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 31 დეკემბერს დატოვა დირექტორთა საბჭო.
დოქტორი გაბრიელ შორი დირექტორთა საბჭოს წევრი 2004 წლიდან იყო და ბოლო პერიოდში მისი პასუხისმგებლობა სხვა სფეროებთან ერთად მოიცავდა: ფინანსებს, ინვესტორებთან ურთიერთობასა და საზედამხედველო ანგარიშგებას. დირექტორთა საბჭოს წევრობამდე, დოქტორი გაბრიელ შორი ProCredit Holding-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი აქციონერის Internationale Projekt Consult GmbH-ის (IPC) მმართველი დირექტორი იყო.
ProCredit General Partner AG -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰუბერტ შპეხტენჰაუზერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ მადლობას ვუხდით გაბრიელს იმ დიდი სამსახურისთვის, რომელიც მან პროკრედიტ ჯგუფში გაწია დაარსებიდან ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში და ჯგუფთან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობისათვის. კრისტიანი სამი წლის განმავლობაში მენეჯმენტის გუნდის ღირებული წევრი იყო და, შესაბამისად, საბჭოში მისი დანიშვნა ამ დროისთვის ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.“
კრისტიან დაგროსა (დაიბადა 1987 წელს) პროკრედიტ ჯგუფში 2017 წლიდან სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს იკავებს. მისი წინა პროფესიული თანამდებობები KPMG აუდიტორული ფირმის ფინანსურ განყოფილებაში რამდენიმეწლიან მუშაობას უკავშირდება.
კრისტიან დაგროსა ProCredit Holding-ის მთავარი ფინანსური დირექტორის (CFO) პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნება ფინანსებსა და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.
„პროკრედიტ ჯგუფი ჩემთვის მეორე სახლი გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ, განსაკუთრებით მოხარული ვარ ახალ პოზიციაზე დანიშვნით. ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია უახლოეს წლებში დაჩქარდება და ევროპისთვის უკრაინის აღმშენებლობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება სამომავლოდ. მე ვხედავ „პროკრედიტის“ ცალსახა პოზიციონირებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ გამოწვევების გადაჭრაში და, შესაბამისად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ჯგუფის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივასთან მიმართებაში“, - განაცხადა კრისტიან დაგროსამ.
პროკრედიტ ჯგუფი მადლობას უხდის დოქტორ გაბრიელ შორს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მომავალში.
საკონტაქტო პირი
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციები,
პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის შესახებ
ProCredit Holding AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.