პროკრედიტის პირველი კვარტლის ძლიერი შედეგები და წლის კარგი დასაწყისი
- 33.5 მილიონი ევროს შედეგი შეესაბამება კაპიტალზე 13.4%-იან უკუგებას;
- სესხის პორტფელი 3.0%-ით გაიზარდა, რაც ყველა სეგმენტის წარმატებული განვითარებით არის განპირობებული;
- ანაბრები 2.8%-ით გაიზარდა; ფიზიკური პირები მთავარი ფაქტორია ამ კუთხით, განახლებული ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად;
- წმინდა საპროცენტო მარჟა 3.7%-ს შეადგენს, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 25 საბაზისო პუნქტით მეტია; ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობა 61.7%-ია;
- რისკის ხარჯები დაბალ დონეზეა 2 საბაზისო პუნქტით, საკრედიტო პორტფელის სტაბილური ხარისხისა და კონსერვატიული რისკის პროფილის შედეგად;
- CET1 კაპიტალის 14.3%-იანი კოეფიციენტი სტაბილურ კაპიტალიზაციას ასახავს საანგარიშო პერიოდში ბალანსის ძლიერი ზრდით;
- დივიდენდის შეთავაზება მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც 2024 წლის ივნისში გაიმართება: 0,64 ევროს დივიდენდი თითო აქციაზე, დივიდენდების პოლიტიკის შესაბამისად.
მაინის ფრანკფურტი, 2024 წლის 13 მაისი - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 33.5 მილიონი ევროს ოდენობის წარმატებული ფინანსური შედეგი აჩვენა, რაც შეესაბამება კაპიტალზე 13.4%-იან უკუგებას. საკრედიტო პორტფელმა ძლიერი 187 მილიონი ევროს ანუ 3.0%-იანი ზრდა აჩვენა და ყველა სეგმენტსა და ყველა პროკრედიტ ბანკში გაიზარდა, უკრაინის გარდა. ანაბრებიც, ანალოგიურად, სტაბილურად გაიზარდა 2.8%-მდე, ძირითადად, ფიზიკური პირების ანაბრების 5%-ზე მეტი ზრდის საფუძველზე. CET1 კაპიტალის კოეფიციენტი უცვლელი დარჩა 14.3%-იან ნიშნულზე, რადგან რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების ზრდა განპირობებული იყო ბალანსის ძლიერი განვითარებით და 2023 წლის IV კვარტლისა და 2024 წლის I კვარტლის მოგების აღიარებით (დივიდენდის დარიცხვისთვის განსაზღვრული 1/3-ის გამოკლებით). მმართველთა საბჭომ 2024 წლის 4 ივნისს მორიგ საერთო კრებას შესთავაზა 2023 ფინანსური წლის დივიდენდის განაწილება თითო აქციაზე 0,64 ევროს ოდენობით, რაც ჯამში 37,7 მილიონ ევროს შეადგენს.
ჯგუფის საკრედიტო პორტფელი 187 მილიონი ევროთი ან 3.0%-ით გაიზარდა წლის პირველ კვარტალში (2023 წლის I კვარტალი: -0.8%), რაც ასახავს ჩვენს ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირი კლიენტების ძლიერ და განახლებულ საინვესტიციო რისკის აპეტიტს. უკრაინის მონაცემების გამოკლებით, ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო და დაახლოებით 4.0% შეადგინა. უკრაინაში პორტფელი 42 მილიონი ევროთი შემცირდა მოსალოდნელზე მეტი დაფარვების და ვადამდელი დაფარვების გამო. ანაბრებშიც, ანალოგიურად, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 200 მილიონი ევროს ან 2.8%-ის ოდენობით (2023 წლის 1 კვარტალში: 0.6%), რაც ძირითადად ფიზიკური პირი კლიენტების ანაბრებით არის განპირობებული და პროკრედიტის პირდაპირი საბანკო მიდგომის მუდმივ და მზარდ წარმატებაზე მიანიშნებს. ანაბრების და სესხების თანაფარდობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და კარგ 116%-იან დონეს მიაღწია (2023 წლის I კვარტალში: 104%).
ძლიერი შედეგი კარგი წმინდა საპროცენტო მარჟის, საკრედიტო პორტფელის სტაბილური ხარისხისა და დაბალი რისკის ხარჯების გამო
წლის პირველ კვარტალში ჯგუფის 33,5 მლნ ევროს შედეგი 13,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2023 წლის I კვარტალი: 29,5 მლნ ევრო) და შეესაბამება კაპიტალზე 13,4%-იან უკუგებას (2023 წლის I კვარტალი: 13.3%).
ჯგუფის საოპერაციო შემოსავალი 14.3%-ით გაიზარდა, ძირითადად, უფრო მაღალი წმინდა საპროცენტო შემოსავლის წყალობით. წმინდა საპროცენტო შემოსავალი 14.6 მლნ ევროთი ან 19.4%-ით გაიზარდა და 90.1 მლნ ევრო შეადგინა (2023 წლის I კვარტალი: 75.4 მლნ ევრო), წმინდა საპროცენტო მარჟა დაახლოებით 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 3.7% შეადგინა.
წმინდა საკომისიო შემოსავალი 0.6%-ით მცირედ გაიზარდა და 14.1 მლნ ევრო შეადგინა (2023 წლის I კვარტალი: 14.0 მლნ ევრო). სხვა შემოსავლის მაჩვენებლები 3.0 მლნ ევროს ოდენობით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე დაბალია საოპერაციო შემოსავალში (2023 წლის I კვარტალი: 4.3 მილიონი ევრო). ეს კლება ძირითადად ერთჯერადი ეფექტებით არის განპირობებული.
მთლიანობაში, ჯგუფის საოპერაციო შემოსავალი 13.4 მილიონი ევროთი გაუმჯობესდა, ხოლო პერსონალისა და ადმინისტრაციული ხარჯები 10.2 მილიონი ევროთი გაიზარდა. ხარჯებისა და შემოსავლის თანაფარდობის კოეფიციენტი 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 61.7% შეადგინა (2023 წლის I კვარტალი: 59.7%). პროკრედიტ ჯგუფის განახლებული ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც 2024 წლის მარტში კაპიტალის ბაზრის დღეს იყო წარმოდგენილი, ხარჯების ზრდა საანგარიშო პერიოდში ძირითადად თანამშრომლების რაოდენობის გაზრდით და საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მარკეტინგში წარმატებით განხორციელებული ინვესტიციებით არის განპირობებული, ხოლო ძირითადი ხარჯების დისციპლინა კვლავ მკაცრად დაცულია.
შესაძლო დანაკარგების რეზერვებმა წლის პირველ კვარტალში 0.3 მილიონი ევრო შეადგინა (2023 წლის I კვარტალი: 1.9 მილიონი ევრო), ანუ რისკის ხარჯები 2 საბაზისო პუნქტია. უკრაინაში შესაძლო დანაკარგების რეზერვებმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა და ამის შედეგია, რომ პროკრედიტ ბანკი უკრაინის შემოსავალი წლის პირველ კვარტალში 6,9 მილიონი ევროა, ხოლო კაპიტალზე უკუგება 37,6%-ს შეადგენს. მე-3 ეტაპის სესხების წილი ჯგუფის დონეზე ოდნავ შემცირდა წლის დასაწყისიდან და 2.6% შეადგინა წლის პირველი კვარტლის ბოლოს (2023 წლის IV კვარტალი: 2.7%).
კაპიტალიზაციის კომფორტული დონეები და მწვანე Tier 2 ობლიგაციების წარმატებული განთავსება ჯგუფის საშუალოვადიან ზრდის მიზნებს უწყობს ხელს.
ჯგუფის CET1 კაპიტალის კოეფიციენტი სტაბილურად 14.3%-ზეა შენარჩუნებული 2023 წლის ბოლოდან. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსის ძლიერმა 2%-მა ზრდამ რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების ზრდა განაპირობა, ეს კომპენსირდება 2023 წლის IV კვარტლისა და 2024 წლის I კვარტლის კონსოლიდირებული შედეგების აღიარებით (დივიდენდის დარიცხვისთვის განსაზღვრული 1/3-ის გამოკლებით).
2024 წლის 25 აპრილს პროკრედიტ ჰოლდინგმა საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუციურ ინვესტორებთან მწვანე Tier 2 სუბორდინირებული ობლიგაციების წარმატებული განთავსება გამოაცხადა. ობლიგაციებზე ძლიერმა მოთხოვნამ პროკრედიტ ჰოლდინგს საშუალება მისცა განთავსების თავდაპირველად მოსალოდნელი მოცულობა 100 მილიონი ევროდან 125 მილიონ ევრომდეგაეზარდა. ტრანზაქცია განხორციელდა Green Bond Framework-ის ფარგლებში. ტრანზაქციამ ჯგუფის ჯამური კაპიტალის კოეფიციენტი 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით დაფიქსირებული 15.7%-დან საპროგნოზო 17.7%-მდე გაზარდა.
ჯგუფის დივიდენდების პოლიტიკის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კონსოლიდირებული მოგების ერთი მესამედი დივიდენდის სახით უნდა გადაიხადოს, მმართველთა საბჭომ 2024 წლის 4 ივნისს დაგეგმილ მორიგ საერთო კრებას თითო აქციაზე 0,64 ევროს ოდენობის დივიდენდის გადახდა შესთავაზა. 2023 ფინანსური წლისთვის. ეს ნიშნავს სულ 37,7 მილიონი ევროს გადახდას.
2024 ფინანსური წლის კარგი დასაწყისი გამოქვეყნებული პროგნოზის შესაბამისად
2024 ფინანსური წლისთვის, მმართველთა საბჭო საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 10%-იან ვალუტაზე კორექტირებულ ზრდას ელოდება. კაპიტალზე უკუგება მოსალოდნელია იყოს დაახლოებით 10-12%, 40 საბაზისო პუნქტამდე რისკის ხარჯების კონსერვატიული შეფასების გამოყენებით. ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 63% იქნება (პლუს/მინუს 1 პროცენტული პუნქტი), რაც უშვებს ოდნავ დაბალ წმინდა საპროცენტო მარჟას და ითვალისწინებს წინა წლებთან შედარებით გაზრდილ ინვესტიციებს. ჯგუფის CET1 კაპიტალის კოეფიციენტი სავარაუდოდ 13%-ზე მეტი იქნება, ხოლო ვალის კოეფიციენტი - დაახლოებით 9%.
პროკრედიტ ჯგუფის 2024 წლის პირველი კვარტლის კვარტალური ანგარიში დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში მისამართზე: https://www.procredit-holding.com/en/investor-relations/reports-publications/financial-reports. პროკრედიტ ჰოლდინგის ფინანსური კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://www.procredit-holding.com/investor-relations/financial-calendar.
2024 წლის პირველი კვარტლის შედგების შეჯამება:
მილიონი ევრო | ||||||
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება | 31.03.2024 | 31.12.2023 | ცვლილება | |||
საკრედიტო პორტფელი | 6,413.8 | 6,226.5 | 187.3 | |||
ანაბრები | 7,454.6 | 7,254.2 | 200.4 |
მოგება-ზარალის ანგარიშგება | 1.1.-31.3.2024 | 1.1.-31.3.2023 | ცვლილება |
წმინდა საპროცენტო შემოსავალი | 90.1 | 75.4 | 14.6 |
წმინდა საკომისიო შემოსავალი | 14.1 | 14.0 | 0.1 |
საოპერაციო შემოსავალი | 107.2 | 93.7 | 13.4 |
პერსონალის და ადმინისტრაციული ხარჯები | 66.1 | 55.9 | 10.2 |
შესაძლო დანაკარგების რეზერვი | 0.3 | 1.9 | -1.6 |
მოგება მითითებულ პერიოდში | 33.5 | 29.5 | 4.1 |
ძირითადი მაჩვენებლები | 1.1.-31.3.2024 | 1.1.-31.3.2023 | ცვლილება |
საკრედიტო პორტფელში ცვლილება | 3.0% | -0.8% | 3.8 პპ |
ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტი | 61.7% | 59.7% | 2.1 პპ |
კაპიტალზე უკუგება(წლიური) | 13.4% | 13.3% | 0.1 პპ |
| 31.3.2024 | 31.12.2023 | ცვლილება |
CET1 კოეფიციენტი (სრულად დატვირთული) | 14.3% |
დამატებითი მაჩვენებლები | 31.3.2024 | 31.12.2023 | ცვლილება |
ანაბრების საკრედიტო პროტფელთან თანაფარდობა | 116.2% | 116.5% | -0.3 პპ |
წმინდა საპროცენტო მარჟა (წლიური) | 3.7% | 3.6% | 0.0 პპ |
რისკის ხარჯები (წლიური) | 2 სპ | 25 სპ | -23 სპ |
ვადაგადაცილებული სესხების წილი | 2.6% | 2.7% | -0.1 პპ |
მე-3 ეტაპის სესხების დაფარვის კოეფიციენტი | 57.8% | 57.6% | 0.1 პპ |
მწვანე სესხების პორტფელი (მილიონი ევრო) | 1,281.2 | 1,268.3 | 1.0% |
საკონტაქტო პირი:
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest GmbH & Co KG (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), KfW, Dutch DOEN Participaties BV და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://www.procredit-holding.com/.
საპროგნოზო განცხადებები
წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.