Eng

პროკრედიტის პირველი კვარტლის წარმატებული შედეგი ხაზს უსვამს ჯგუფის პოზიტიურ საშუალოვადიან პერსპექტივას

გამოქვეყნდა: 31.05.2023
  • 29.5 მილიონი ევროს შედეგი შეესაბამება მაღალ 13.3%-იან კაპიტალის რენტაბელობას (RoE) და, შესაბამისად, ჯგუფის საშუალოვადიან ორიენტირებს.
  • წმინდა საპროცენტო მარჟის კარგი განვითარება 3.4%-მდე და რისკის ზომიერი ღირებულება 12 საბაზისო პუნქტზე, როგორც შედეგის ძირითადი მასტიმულირებელი ფაქტორები.
  • პროკრედიტ ბანკი უკრაინის ზომიერ წვლილი ჯგუფის შედეგში, რაც თავისი სტრუქტურული სიძლიერის გამოვლინებაა რთული გარემოს მიუხედავად; RoE უკრაინის შედეგების გარეშე არის 11.6%, რაც კარგი მაჩვენებელია.
  • ხარჯების შემოსავლებთან თანაფართობის კოეფიციენტის ერთჯერადი შედეგი 57.0%-მდე დაკორექტირდა და, შესაბამისად, 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
  • ანაბრების 0.6%-იანი ზრდა; საკრედიტო პორტფელი ოდნავ 0.8%-ით იკლებს, პორტფელის ხარისხის შემდგომში გაუმჯობესებით.
  • მწვანე სესხებზე ორიენტირის შენარჩუნება; მიზნად დასახულია მთლიან საკრედიტო პორტფელში მიმდინარე 20.2%-იანი წილის 25%-მდე გაზრდა საშუალოვადიან პერიოდში.
  • CET1 კოეფიციენტი 14.1%; პირველ კვარტალში 0.7 პროცენტული პუნქტით მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია რისკით შეწონილი აქტივების (RWA) პროდუქტიულობის შემდგომი ზრდით.

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 15 მაისი - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, პირველი კვარტალი 29,5 მილიონი ევროს ოდენობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფინანსური შედეგით დახურა. ამრიგად, კაპიტალის რენტაბელობამ 13.3% შეადგინა, რაც გაცილებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია და ჯგუფის საშუალოვადიან ორიენტირებს შეესაბამება. ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტი 59.7% იყო, რაც მიახლოებით წინა წლის დონეზე დარჩა, მაგრამ 2.5 პროცენტული პუნქტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 57.0%-მდე ერთჯერადი შედეგის კორექტირების შემდეგ. შედეგი ძირითადად განპირობებული იყო მიმდინარე დადებითი წმინდა საპროცენტო მარჟის იმპულსით და სტაბილური საკრედიტო რისკის მაჩვენებლებით, რამაც 12 საბაზისო პუნქტის რისკის მთლიანი დაბალი ღირებულება განაპირობა. გარდა ამისა, პროკრედიტ ბანკი უკრაინამ ზომიერი წვლილი შეიტანა მოგებაში, თუმცა უკრაინის შედეგების გამოკლებით კაპიტალის რენტაბელობა მაინც 11.6%-იან კარგ დონეზე შენარჩუნდა. საკრედიტო პორტფელი ოდნავ შემცირდა 0.8%-ით, ხოლო ანაბრებში წინა წლების დადებითი ტენდენცია გაგრძელდადა და 0.6%-იანი ზრდა აჩვენა. CET1 კოეფიციენტმა 14.1% შეადგინა, რაც 2022 წლის წლის ბოლო მაჩვენებელზე 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია; ეს ნაწილობრივ განპირობებულია რისკით შეწონილი აქტივების (RWA) პროდუქტიულობის შემდგომი ზრდით.

საკრედიტო პორტფელი 47 მილიონი ევროთი ან 0.8%-ით შემცირდა (2022 წლის I კვარტალი: + 105 მილიონი ევრო ან 1.8%), ძირითადად სავალუტო კურსების ცვლილებებით გამოწვეული ზემოქმედებისა და უკრაინაში პორტფელის შემდგომი მიზნობრივი შემცირების გამო. ანაბრები 35 მლნ ევროთი ან 0.6%-ით გაიზარდა (2022 წლის I კვარტალი: 25 მლნ ევრო ან 0.4%), განსაკუთრებით ფიზიკური პირი კლიენტების წყალობით. წინა წელთან შედარებით, ანაბრების სესხებთან თანაფარდობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა თითქმის 13 პროცენტული პუნქტით 104.3%-მდე, რაც კარგი მაჩვენებელია (2022 წლის I კვარტალი: 91.5%), განსაკუთრებით ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში ანაბრების ზრდის ძლიერი დინამიკის გამო.

საშუალოვადიანი ორიენტირების კუთხით სტაბილური მომგებიანობა ხაზს უსვამს ჯგუფის კარგ მოგების პოტენციალს და ბიზნეს მოდელის მდგრადობას

ჯგუფის 29.5 მლნ ევროს კვარტალური შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (2022 წლის I კვარტალი: -1.4 მლნ ევრო), რაც მტკიცე 13.3%-იან კაპიტალის რენტაბელობას წარმოადგენს. საოპერაციო შემოსავალი 16.1 მლნ ევროთი ან 20.7%-ით გაიზარდა და 93.7 მლნ ევრო შეადგინა (2022 წლის პირველი კვარტალი: 77.7 მლნ ევრო), რაც უფრო მაღალი წმინდა საპროცენტო შემოსავლით, ასევე უფრო მაღალი წმინდა საკომისიო შემოსავლით არის განპირობებული. ყველა პროკრედიტ ბანკმა, პროკრედიტ ბანკი უკრაინის ჩათვლით, დადებითი წვლილი შეიტანა საერთო შედეგში.

წმინდა საპროცენტო შემოსავალი 15.3 მლნ ევროთი ან 25.3%-ით გაიზარდა და 75.4 მლნ ევრო შეადგინა (2022 წლის I კვარტალი: 60.2 მლნ ევრო). წმინდა საპროცენტო მარჟა დაახლოებით 50 საბაზისო პუნქტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.4% შეადგინა (2022 წლის I კვარტალი: 2.9%), სტაბილური საკრედიტო მარჟებისა და მაღალი ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შედეგად.

14,0 მლნ ევროს წმინდა საკომისიო შემოსავალი 10,9%-ით აღემატება წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (2022 წლის I კვარტალი: 12,6 მლნ ევრო). განსაკუთრებით დადებითად განვითარდა ტრანზაქციებიდან და საბარათე ბიზნესიდან შემოსავალი. სხვა წმინდა საოპერაციო შემოსავალი 0.5 მილიონი ევროთი შემცირდა წინა წლის პერიოდში ერთჯერადი დადებითი შედეგების გამო და შესაბამისად, 4.3 მილიონი ევრო შეემატა მთლიან მოგებას (2022 წლის I კვარტალი: 4.9 მილიონი ევრო).

საკადრო და ადმინისტრაციული ხარჯები 10.0 მლნ ევროთი გაიზარდა, რის შედეგადაც ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობა უმნიშვნელოდ 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 59.7% შეადგინა (2022 წლის I კვარტალი: 59.1%). საკადრო და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ძირითადად განაპირობა პერსონალზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, მარკეტინგსა და მოგზაურობაზე გაზრდილმა ხარჯებმა, ასევე იურიდიული ფორმის დაგეგმილ გარდაქმნასთან დაკავშირებულმა რიგგარეშე საკონსულტაციო ხარჯებმა. ერთჯერადი შედეგის გამოკლებით, ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობა 2.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 57.0% შეადგინა (2022 წლის I კვარტალი: 59.5%).

აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვმა 1.9 მილიონი ევრო შეადგინა, რაც დაბალი მაჩვენებელია (2022 წლის I კვარტალი: 35.6 მილიონი ევრო), რაც ბანკების პორტფელის კარგი და სტაბილური ხარისხით არის განპირობებული. რისკის ღირებულება 12 საბაზისო პუნქტით შეფასდა, რაც მიახლოებით გასული ექვსი წლის საშუალო დონის შესაბამისია (2022 წლის უკრაინისთვის გამოყოფილი რეზერვის გამოკლებით). წინა წელს აღრიცხული მენეჯმენტის გადაფარვები 2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანად შენარჩუნდა. ჯგუფის დონეზე, ვადაგადაცილებული სესხების წილი 3.3%-დან 3.2%-მდე მცირედ შემცირდა. უკრაინის შედეგების გამოკლებით, ეს მაჩვენებელიც 2,4%-დან 2,3%-მდე შემცირდა.

პროკრედიტ ბანკი უკრაინა ფინანსურ წელს დადებითი შედეგით იწყებს

პროკრედიტ ბანკი უკრაინამ ჯგუფის მთლიან შედეგებში 3.1 მილიონი ევრო შეიტანა (2022 წლის I კვარტალი: -23.4 მილიონი ევრო). ამ კონტექსტში, აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი 3.1 მილიონი ევროს ოდენობით იქნა აღიარებული (2022 წლის I კვარტალი: 35.3 მილიონი ევრო); ეს მოიცავდა, ერთი მხრივ, განახლებული მოდელის პარამეტრებს და ეტაპობრივ გადარიცხვებს, ხოლო და მეორე მხრივ, ვადაგადაცილებული სესხების დაფარვას. დაუფარავი სესხების წილი ოდნავ გაიზარდა წლის დასაწყისიდან 0,6 პროცენტული პუნქტით და 12,5% შეადგინა.

კაპიტალზე დანამატი წლიური საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის (SREP) ფარგლებში; CET1 კოეფიციენტი 14.1%-მდე გაიზარდა, რისკით შეწონილი აქტივების პროდუქტიულობის შემდგომი ზრდის გამო

მოსალოდნელია, რომ წლიური საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის (SREP) საშუალებით, II პილარის დანამატი 1,5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და 3,5%-ს შეადგენს 2023 წლის ივნისისთვის. CET1 მოთხოვნა 8,4%-დან 9,2%-მდე გაიზრდება.

CET1 კოეფიციენტი 2023 წლის 31 მარტისთვის 14,1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 0,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო ახალ მოთხოვნაზე 4,8 პროცენტული პუნქტით მეტია. სულ კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 15,4% შეადგინა. ეს ზრდა ძირითადად ჯგუფის მინიმალურ დაშვებულ კაპიტალში 2022 წლის ფინანსური წლის კონსოლიდირებული შედეგის ორი მესამედის აღიარებით, აგრეთვე რისკით შეწონილი აქტივების პროდუქტიულობის კუთხით პირველ კვარტალში გატარებული ღონისძიებებით არის განპირობებული. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილებულია მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტოსთან (MIGA), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 200 მილიონ ევროზე მეტით გაფართოებაზე, რაც გამოიწვევს ცენტრალური ბანკის საბალანსო უწყისებით გათვალისწინებული რისკით შეწონილი აქტივების სტრუქტურულ შემცირებას.

კვარტალური შედეგი ხაზს უსვამს ჯგუფის შემოსავლიანობის პოტენციალს, გამოქვეყნებული ორიენტირების შესაბამისად

2023 წელს ჯერჯერობით ძალიან პოზიტიური განვითარებით, მმართველი საბჭო კვლავ მტკიცედ გრძნობს თავს ჯგუფის საშუალოვადიან პერსპექტივასთან მიმართებაში. საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ კაპიტალის რენტაბელობა სტრუქტურულად დაახლოებით 12%-იან მაჩვენებელზე იქნება, ხოლო ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტი (ერთჯერადი შედეგების გამოკლებით) დაახლოებით 57%-ზე იქნება. მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ჯგუფის კლიენტთა საკრედიტო პორტფელი წლიურ ზრდას აჩვენებს საშუალო და მაღალ ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში, ხოლო მწვანე სესხები, სავარაუდოდ, მთლიანი პორტფელის 25%-ს შეადგენს. ეს ორიენტირი არ ითვალისწინებს რაიმე მნიშვნელოვან აღმავალ პოტენციალს უკრაინაში.

2023 წლის 5 ივნისს, წლევანდელ ყოველწლიურ საერთო კრებაზე, მმართველი საბჭო აქციონერებს კენჭისყრისთვის წარუდგენს წინადადებას პროკრედიტ ჰოლდინგის იურიდიული ფორმის აქციებით შეზღუდული ამხანაგობიდან საფონდო კორპორაციად გარდაქმნის შესახებ. შესაბამისად, შესაძლოა, სამართლებრივი ფორმის ცვლილება დაგეგმილზე ადრე, 2023 ფინანსურ წელს, დასრულდეს.

პროკრედიტ ჯგუფის 2023 წლის პირველი კვარტლის კვარტალური ფინანსური ანგარიში დღეიდან ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებგვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში, მისამართზე https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/financial-reports/.

2023 წლის I კვარტლის შედეგების შეჯამება

მილიონი ევრო

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

31.3.2023

31.12.2022

ცვლილება

საკრედიტო პორტფელი

6,061.2

6,107.7

-46.6

ანაბრები

6,324.3

6,289.5

34.8

მოგება-ზარალის ანგარიშგება

1.1.-31.3.2023

1.1.-31.3.2022

ცვლილება

წმინდა საპროცენტო შემოსავალი

75.4

60.2

15.3

წმინდა საკომისიო შემოსავალი

14.0

12.6

1.4

საოპერაციო შემოსავალი

93.7

77.7

16.1

საკადრო და ადმინისტრაციული ხარჯები

55.9

45.9

10.0

აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

1.9

35.6

-33.7

მოგება მითითებულ პერიოდში

29.5

-1.7

31.2

ძირითადი მაჩვენებლები

1.1.-31.3.2023

1.1.-31.3.2022

ცვლილება

საკრედიტო პორტფელში ცვლილება

-0.8%

1.8%

-2.5 პპ

ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტი

59.7%

59.1%

0.5 პპ

კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი (წლიური)

13.3%

-0.8%

14.1 პპ

31.3.2023

31.12.2022

ცვლილება

CET1 კოეფიციენტი (სრულად დატვირთული)

14.1%

13.5%

0.7 პპ

დამატებითი მაჩვენებლები

31.3.2023

31.12.2022

ცვლილება

ანაბრების საკრედიტო პროტფელთან თანაფარდობა

104.3%

103.0%

1.4 პპ

წმინდა საპროცენტო მარჟა (წლიური)

3.4%

3.1%

0.3 პპ

რისკის ღირებულება (წლიური)

12 ბპ

174 ბპ

-161 ბპ

ვადაგადაცილებული სესხების წილი

3.2%

3.3%

0.0 პპ

მე-3 ეტაპის სესხების დაფარვის კოეფიციენტი

62.3%

61.8%

0.5 პპ

მწვანე სესხების პორტფელი (მილიონი ევრო)

1,223.8

1,231.1

-7.3

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.