Eng

პროკრედიტ ჯგუფი: შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 2021 წლის პირველ ნახევარში, დინამიური ზრდის მაჩვენებლებით

გამოქვეყნდა: 24.08.2021

  • მთლიანი სასესხო პორტფელი 7.7%-ით და კლიენტთა დეპოზიტები კი 2.5%-ით გაიზარდა;
  • წმინდა მოგების ზრდა 68%-ით; 36.4 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი წარმოადგენს 9.1%-იან კაპიტალის რენტაბელობას;
  • პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების ხარჯის შემცირებით, მიიღწევა წლიური 10 საბაზისო პუნქტიანი რისკის ხარჯი,
  • წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდა, ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს - 64,4%-მდე;
  • როგორც ივლისში გახდა ცნობილი, მმართველმა საბჭომ 2021 წლისთვის კაპიტალის რენატებელობის პროგნოზული მაჩვენებელი 8.0%-9.5%-მდე გაზარდა;
  • კაპიტალის ბაზრების პირველი დღე რეალურად ჩატარდება 2021 წლის 12 ოქტომბერს

პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, 2021 წლის პირველ ნახევარში კარგი შედეგები აჩვენა. მთლიანი სასესხო პორტფელი 402 მლნ ევროთი , 7.7%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ იმეორებს წინა პერიოდებში გამოვლენილ მაღალი ზრდის ტემპს (H1 2020: EUR +255 მილიონი ან 5.3%). კონსოლიდირებული შედეგი 68%-ით გაიზარდა და 36.4 მლნ ევრო შეადგინა (H1 2020: 21.7 მლნ ევრო), რაც კაპიტალის რენტაბელობის 9.1%-მდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ასახავს (H1 2020: 5.5%). წლის პირველი ნახევრის კარგი ფინანსური შედეგების საფუძველზე, 2021 წლის 23 ივლისს, მმართველმა საბჭომ 2021 წლის ფინანსური წლისთვის კაპიტალის რენტაბელობის პროგნოზული მაჩვენებელი 8.0%-დან 9.5%-მდე (წინა მაჩვენებელი - 6.0%-7.5%) გაზარდა.

პროკრედიტის ხელმძღვანელობა პოზიტიურად უყურებს ჯგუფის ნახევარწლიან შედეგებს და პერსპექტივებს: „ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ შედეგებით და ვაღიარებთ, რამდენად კარგად შეძლეს ჩვენმა კოლეგებმა ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის წინსვლა ასეთ რთულ საბაზრო პირობებში. ჩვენი მთავარი სიძლიერე, კვლავაც ყურადღებით შერჩეულ კლიენტებთან ჩვენს მჭიდრო ურთიერთობებში, საკრედიტო რისკების ეფექტური მართვის უნარებსა და მაქსიმალურად გაციფრებულ ბიზნეს პროცესებში მდგომარეობს. ჩვენ COVID-19 პანდემიიდან გამოსვლას ვიწყებთ და ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური აღდგენისთვის, მომავალს უფრო მეტი ნდობით უყურებენ. გვჯერა, რომ პროკრედიტ ბანკებს ცენტრალური როლის შესრულება შეუძლიათ ამ კლიენტების მზარდი წარმატების უზრუნველყოფაში. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მდგრადი მიდგომა, რაც განსხვავდება აგრესიულ სამომხმარებლო დაკრედიტებაზე დაფუძნებული, ბაზრებზე დომინირებული მიდგომისგან, სწორი გზაა სამოქმედო ქვეყნების განვითარებად ეკონომიკასა და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გავლენის შესაქმნელად, რაც მდგრად შემოსავალს მოუტანს პროკრედიტ ჯგუფს.“

პროკრედიტ ჯგუფის პორტფელის 402 მლნ ევროთი, 7.7%-ით ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის უკვე შესამჩნევად გაზრდილ მაჩვენებლებს (H1 2020: +255 მლნ ევრო ან 5.3%). ყველა პროკრედიტ ბანკმა კარგი, მინიმუმ 4.5%-იანი, ზრდის ტემპი აჩვენა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მწვანე სესხების პორტფელმა 1.1 მილიარდი ევრო შეადგინა (2020 წლის 31 დეკემბერი: 1.0 მილიარდი ევრო), რაც მთლიანი პორტფელის 19.1%-ს წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის სეგმენტში დაფინანსება განსაკუთრებით კარგად ვითარდება.

კლიენტთა ანაბრებმა ასევე კარგი ზრდა აჩვენა 2021 წლის პირველ ნახევარში. ანაბრების 123 მლნ ევროთი ან 2.5%-ით ზრდა დაახლოებით წინა პერიოდში დაფიქსირებულ დონეზეა (H1 2020: +113 მლნ ევრო, +2.6%). ანაბრების ზრდა ძირითადად მოთხოვნამდე ანაბრებსა და შემნახველ ანაბრებში დაფიქსირდა, რაც შეიძლება ფიზიკურ პირებთან ჩვენი Direct banking საქმიანობით იყოს განპირობებული.

რისკის დაბალი ღირებულება და შემოსავლების ზრდა გაუმჯობესებული შედეგების საწინდარია

36.4 მლნ ევროს სუფთა მოგება, 9.1%-იან კაპიტალის რენტაბელობას წარმოადგენს, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (H1 2020: 21.7 მლნ ევრო ან 5.5%). შედეგის 68%-იანი ზრდა განპირობებული იყო, ერთი მხრივ, რისკის ღირებულების შემცირებით, მეორე მხრივ კი, საოპერაციო შემოსავლის 5.0 მლნ ევროთი ზრდით. ძირითადი ხარჯები უმეტესწილად სტაბილური იყო, რაც განაპირობებს შემდგომში ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის 64.4%-მდე გაუმჯობესებას (H1 2020: 66.5%).

პორტფელის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა 2021 წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის ბოლოსთან შედარებით. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საკრედიტო რისკით გაუფასურებული სესხების წილი მთლიან პორტფელში 2.5%-მდე შემცირდა (2020 წლის 31 დეკემბერი: 2.6%); მე-2 ეტაპზე სესხების წილი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 4.4% შეადგინა. გარდა ამისა, ჩამოწერილი სესხების დაფარვა ასევე გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ პოზიტიურმა მოვლენებმა ხელი შეუწყო სესხების შესაძლო დანაკარგების ანარიცხებზე გაწეული ხარჯის, 13.0 მლნ ევროთი, მნიშვნელოვან შემცირებას, 2.7 მლნ ევრომდე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (H1 2020: 15.7 მლნ ევრო). რისკის წლიურად დაანგარიშებული ღირებულება 10 საბაზისო პუნქტი იყო (H1 2020: 64 საბაზისო პუნქტი).

წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 103.2 მლნ ევრო შეადგინა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის 99.9 მლნ ევროიან მაჩვენებელს აღემატება. ეს უპირველეს ყოვლისა განაპირობა პროკრედიტ ჯგუფის ყველა ბანკში, ბიზნესის კარგმა ზრდამ და მარჟის სტაბილიზაციამ. წმინდა საპროცენტო მარჟა, წინა წელთან შედარებით, ოდნავ შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.8% შეადგინა, მაგრამ 2021 წლის პირველი კვარტლიდან გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის მეორე კვარტალში წმინდა საპროცენტო მარჟის ზრდამ ხელი შეუწყო წმინდა საპროცენტო შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას, რაც 4.6 მილიონ ევროს ან 8.5%-ს შეადგენს პირველ კვარტალთან შედარებით. 24.1 მლნ ევროს წმინდა საკომისიო შემოსავალი წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება (H1 2020: 22.6 მლნ ევრო).

პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მოდელის მასშტაბურ პოტენციალს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ხარჯების სტაბილური სტრუქტურა, რომელიც ბიზნესის სტაბილურ ზრდასთან კავშირშია. პერსონალის და ადმინისტრაციული ხარჯები მხოლოდ მცირედით, 0.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 83.3 მილიონი ევრო შეადგინა წლის პირველ ნახევარში. პერსონალის ხარჯები 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები ოდნავ შემცირდა.

მმართველი საბჭო კაპიტალის რენტაბელობის პროგნოზულ მაჩვენებელს ზრდის

როგორც უკვე აღინიშნა, წლის პირველ ნახევარში პოზიტიური მოვლენებისა და 2021 წლის მეორე ნახევრის კვლავ ფრთხილი, მაგრამ სულ უფრო ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველზე, მმართველმა საბჭომ 2021 წლის 23 ივლისს 2021 წლის ფინანსური წლის მოსალოდნელი მოგება გაზარდა. 2021 ფინანსურ წელს, კაპიტალის რენტაბელობა მოსალოდნელია 8%-დან 9.5%-მდე (წინა, ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 6.0%-7.5%), რისკის ხარჯი 2020 წლის ფინანსურ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა დაახლოებით 65% იქნება. ამრიგად, ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა 2020 წლის წლიურ ანგარიშში მითითებული 2021 წლის საპროგნოზო 65%-68%-იანი კორიდორის ქვედა ზღვარზე იქნება. მთლიანი სესხების პორტფელის ზრდა კვლავ 10%–მდეა მოსალოდნელი. აღნიშნული არ ითვალისწინებს სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს.

კაპიტალიზაცია კომფორტულ დონეს ინარჩუნებს

ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი (CET1), 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.7% იყო და, შესაბამისად, აღემატებოდა 2020 წლის ბოლოს დაფიქსირებულ დონეს (2020 წლის 31 დეკემბერი: 13.3%). 2020 წლის მეორე ნახევრის კონსოლიდირებული შედეგი აღიარებულ იქნა პირველად კაპიტალში; თუმცა, 2021 წლის პირველი ნახევრის შედეგი აღიარებული არ არის. 2021 წლის პირველი ნახევრის შედეგი პირველად კაპიტალში აღიარდება 2021 წლის მესამე კვარტლისთვის. 9.3%-იანი ლევერიჯის კოეფიციენტი ბევრად აღემატება საბანკო სექტორის საშუალო მაჩვენებელს.

მეოთხე კვარტალში გადასახდელი დივიდენდი, თითო აქციაზე 0,35 ევროს ან ჯამში 20,6 მილიონი ევროს მოცულობით, სრულად გამოქვითულია პირველადი კაპიტალიდან.

გაუმჯობესებული ფინანსური შედეგების გამო, მმართველმა საბჭომ ასევე გაზარდა ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტის (CET1) პროგნოზული მაჩვენებელი. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ძირითადი პირველადი კაპიტალის დონე 2021 წლის ფინანსური წლის ბოლოს 13%-ს გადააჭარბებს წინა მაჩვენებელი - 13%-ის ფარგლებში).

პროკრედიტ ჯგუფის კაპიტალის ბაზრების ვირტუალური დღე 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება

კაპიტალის ბაზრების დღე პროკრედიტ ჯგუფისთვის პირველად 2021 წლის 12 ოქტომბერს გაიმართება, ცენტრალური ევროპის ზაფხული დროის 14:00 საათზე. ღონისძიება ჩატარდება ვირტუალურად და მისი, მიზანია დაინტერესებული ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მოდელის სიღრმისეულად გაცნობა. 2021 წლის კაპიტალის ბაზრების დღის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს კვირებში ხელმისაწვდომი იქნება პროკრედიტ ჰოლდინგის ვებგვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში.

2021 წლის პირველი ნახევრის პროკრედიტ ჯგუფის მენეჯმენტის შუალედური ანგარიში დღეისათვის ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებგვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში: https://www.procredit-holding.com/en/investor-relations/reports-publications/financing-reports

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროკრედიტ ჰოლდინგზე, შესაბამისად, აღნიშნული შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეისათვის არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და სხვადასხვა ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების სამსახური, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,

ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com