Eng

პროკრედიტ ჰოლდინგი AG: სააქციო კორპორაციად გარდაქმნა წარმატებით დასრულდა

გამოქვეყნდა: 27.09.2023

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 27 სექტემბერი – განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიამ იურიდიული ფორმის სააქციო კორპორაციად (AG) გარდაქმნა წარმატებით დაასრულა. გარდაქმნა დასრულდა დღეს (2023 წლის 27 სექტემბერს) პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის კომერციულ რეესტრში რეგისტრაციით. მანამდე, 2023 წლის 5 ივნისს გამართულ წლიურ საერთო კრებაზე გადაწყდა იურიდიული ფორმის ცვლილების უმრავლესობით დამტკიცება. სააქციო კორპორაციად გარდაქმნის მიზანია უფრო მეტი ინვესტორების მოზიდვა განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრის მონაწილეებიდან, და ამავდროულად კორპორატიული სტრუქტურის გამარტივება. პროკრედიტ ჰოლდინგის ბიზნეს ორიენტირი, კერძოდ, მისი აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაზე, ასევე გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულება უცვლელი დარჩება.

სააქციო კორპორაციად გარდაქმნას, რომელიც დღეს დასრულდა, წინ ყოვლისმომცველი ანალიზი უძღოდა. ამ პროცესის წინაპირობა ყოველთვის ის იყო, რომ პროკრედიტ ჯგუფი თავის განვითარების უნიკალურ მისიას და მოგებაზე ორიენტირებას, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაზე რეგიონულ ფოკუსირებას შეინარჩუნებდა. პროკრედიტ ჯგუფის მოლოდინია, რომ საერთაშორისო დონეზე უფრო ცნობილ კორპორატიულ სტრუქტურად გარდაქმნა კომპანიას ასევე ხელს შეუწყობს, პოტენციური ინვესტორების უფრო ფართო წრისთვის გახდეს მიმზიდველი. გარდა ამისა, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებისა და რაციონალიზების საშუალებას იძლევა. KGaA-სგან განსხვავებით, სააქციო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს აქვს მმართველი საბჭოს დანიშვნისა და გათავისუფლების ფუნქცია. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევით, სააქციო კორპორაციის აქციონერები ასე მოიპოვებენ მმართველ საბჭოზე გავლენას.

სააქციო კორპორაციად გარდაქმნა არ იწვევს არსებულ აქციონერებში ცვლილებას. შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი აქციონერები, გარდაქმნის დროს, ფლობენ იგივე მოცულობის და რაოდენობის აქციებს პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ში, რასაც ადრე ფლობდნენ პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ში. თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორ აქციონერებს არ მოეთხოვებათ რაიმე ქმედების განხორციელება სამართლებრივი ფორმის ცვლილების გამო, რადგან ისინი ავტომატურად ხდებიან რეგულირებად ბაზარზე მოქმედი სააქციო საზოგადოების აქციონერები (პრაიმ სტანდარტი).

პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჰუბერტ შპეხტენჰაუზერი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „გარემოზე ზემოქმედების თემაზე ორიენტირებით, პროკრედიტ ჯგუფი უნიკალურ ბიზნეს მოდელს ახორციელებს. ჩვენს სამოქმედო ქვეყნებში ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებაზე დადებითი გავლენის მქონე საბანკო მომსახურების მიწოდება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. დარწმუნებულები ვართ, რომ იურიდიული ფორმის KGaA-დან AG-ზე გარდაქმნა სწორ გზას წარმოადგენს პროკრედიტის წარმატების ისტორიის გასაგრძელებლად. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ჩვენ შევძელით გარდაქმნის ასე სწრაფად განხორციელება 2023 წლის 5 ივნისის ყოველწლიურ საერთო კრებაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ და გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა ამ პროცესში."

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,

ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest GmbH & Co KG (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), KfW, Dutch DOEN Participaties BV და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. როგორც ჯგუფის წამყვანი კომპანია გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად და როგორც პროკრედიტის ფინანსური ჰოლდინგური ჯგუფის სათავო ფინანსური ჰოლდინგური კომპანია, პროკრედიტ ჰოლდინგ AG-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.