ProCredit General Partner AG-ის მმართველ საბჭოს დაემატება კიდევ ერთი წევრი, ქალბატონი ერიოლა ბიბოლი. დანიშვნა ძალაში შედის 1 ივნისიდან.
მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 31 მაისი – ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის გენერალური პარტნიორის - ProCredit General Partner AG-ის - სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა ქალბატონი ერიოლა ბიბოლი დანიშნოს ProCredit General Partner AG-ის მმართველი საბჭოს წევრად სამი წლის ვადით. დანიშვნა ძალაში შედის 2023 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი ბიბოლი მმართველ საბჭოში დაიკავებს რისკის მთავარი ოფიცრის (CRO) პოზიციას და პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის რისკის საერთო მართვაზე 2023 წლის 1 ივლისიდან.
ერიოლა ბიბოლი (დაიბადა 1974 წელს) 2001 წლიდან მუშაობს პროკრედიტ ჯგუფში და კარიერის განმავლობაში სხვადასხვა მენეჯერული პოზიციები ეკავა, ბოლოს კი პროკრედიტ ბანკი კოსოვოს გენერალური დირექტორი იყო. ქალბატონ ბიბოლის დიდი გამოცდილება აქვს ფინანსების, რისკების მონიტორინგის, შესაბამისობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ადამიანური რესურსების სფეროებში.
ProCredit General Partner AG-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რაინერ ოტენშტეინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით: „პროკრედიტ ჯგუფში 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ქალბატონმა ბიბოლიმ უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი შვილობილი კომპანიების განვითარებასა და წარმატებაში, უმთავრესად კოსოვოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქალბატონი ბიბოლი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს შვილობილ კომპანიებში მიღებული თავისი მენეჯერული გამოცდილებით, დამატებით პროფესიულ კომპეტენციებს და ახალ პერსპექტივებს მოუტანს საბჭოს.
სამეთვალყურეო საბჭოს სახელით მოუთმენლად ველი მის მიღებას ProCredit General Partner AG-ის მმართველ საბჭოში.”
„მინდა მადლობა გადავუხადო სამეთვალყურეო საბჭოს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის და მოხარული ვარ, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო პროკრედიტის, როგორც ზემოქმედებაზე ორიენტირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირებადი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო კლიენტების საბანკო ჯგუფის, შემდგომ განვითარებაში. პროკრედიტ ჯგუფის მდგრადობასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქცენტი უნიკალურია და განსაკუთრებით გასულმა წელმა შთამბეჭდავად აჩვენა, რომ ეს პოზიციონირება საშუალებას გვაძლევს ერთობლივად დავძლიოთ ღრმა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები“, - აცხადებს ერიოლა ბიბოლი.
საკონტაქტო პირი:
ანდრეა კაუფმანი, პროკრედიტ ჰოლდინგის ჯგუფის კომუნიკაციების სამსახური, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ.ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.