ProCredit Holding AG & Co. KGaA: პროკრედიტ ბანკი უკრაინის ბიზნეს საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტოსთან (შემდგომში - MIGA) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 21 ივნისი – განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიამ ProCredit Holding AG & Co KGaA (შემდგომში - პროკრედიტ ჰოლდინგი) დღეს განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტომ (MIGA) მნიშვნელოვნად გაუზარდა პროკრედიტ ჰოლდინგს გარანტია, რომელიც 2020 წლიდან მოქმედებს.
გარანტია ეხება პროკრედიტ ჰოლდინგის წილობრივ ინვესტიციებს მის შვილობილ კომპანია სს პროკრედიტ ბანკი უკრაინაში (შემდგომში - პროკრედიტ ბანკი უკრაინა) და ფარავს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში არსებული სავალდებულო მინიმალური რეზერვის ექსპროპრიაციის რისკს. არსებული გარანტია 17,1 მილიონი ევროდან 40,85 მილიონ ევრომდე გაიზარდა. გარანტიის ხანგრძლივობა უცვლელია და 2025 წლის დეკემბრამდე იქნება ძალაში.
„MIGA-ს მხრიდან გარანტიის გაზრდა MIGA-სა და პროკრედიტ ჯგუფს შორის საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა ProCredit General Partner AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ჰუბერტ შპეხტენჰაუზერმა. „MIGA-ს გარანტიის გაზრდა მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით და ჩვენი უკრაინული ბანკის წარმადობისა და სიძლიერის აღიარებას ნიშნავს. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ჩვენს საქმიანობას და ვთვლით, რომ ჩვენი პოზიციონირება საშუალებას გვაძლევს, კლიენტებთან მუშაობა გავაგრძელოთ როგორც ახლა, ისე ქვეყნის რეკონსტრუქციის დროს.”
ომის დაწყებიდან დღემდე, პროკრედიტ ბანკი უკრაინა შეუწყვეტლივ ახორციელებს საოპერაციო საბანკო საქმიანობას უკიდურესად რთულ გარემოში.
MIGA-ს გარანტია შესაბამისი ოდენობით ამცირებს უკრაინის ეროვნულ ბანკში დაცული სავალდებულო რეზერვის რისკის წონას, რაც პროკრედიტს საშუალებას აძლევს გამოთავისუფლებული კაპიტალი უკრაინაში კლიენტთა ბიზნეს საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენოს.
MIGA-ს გაზრდილი გარანტია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან უკრაინის კრიზისზე რეაგირების ნაწილია. გარანტიის ფარგლებში, პროკრედიტი ვალდებულია გენდერული ტრენინგი ჩაატაროს თავისი პერსონალისთვის უკრაინაში, რაც MIGA-ს პირველი გენდერული პროექტი იქნება აქტიურ კონფლიქტურ ზონაში.
პროკრედიტ უკრაინისთვის გარანტიის გაზრდა ასევე პირველი პროექტია უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის მხარდაჭერის (SURE) ნდობის ფონდის გამოყენების კუთხით. ფონდმა არსებობა დაიწყო იაპონიის 23 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობით, რაც MIGA-ს ვაჭრობის დაფინანსებაზე გარანტიების გაცემის, კონფლიქტის დროს საბანკო რეზერვების დაზღვევის და ომის შემდეგ რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად პოლიტიკური რისკის დაზღვევის შესაძლებლობა მისცა.
საკონტაქტო პირი:
ანდრეა კაუფმანი, პროკრედიტ ჰოლდინგის ჯგუფის კომუნიკაციების სამსახური, ტელ.: +49 69 951 437 138, ელ.ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
ვაშინგტონში:
ელიზაბეტ ჰოუტონი, +1 202 458 5922, ehowton@worldbankgroup.org
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს მისამართზე: https://www.miga.org
სიახლეები შეიტყვეთ Twitter-ის საშუალებით მისამართზე: https://twitter.com/MIGA
მოგვყევით LinkedIn-ზე: https://www.linkedin.com/company/wb-miga
MIGA-ს შესახებ
MIGA შეიქმნა 1988 წელს, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინებას გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ვალუტის კონვერტაციასა და გადარიცხვებზე შეზღუდვების, მთავრობების მიერ ხელშეკრულების დარღვევის, ექსპროპრიაციის, ომისა და სამოქალაქო არეულობასთან დაკავშირებული რისკების შერბილებით, ასევე კერძო ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის დამატებითი საკრედიტო მექანიზმების შეთავაზებით.
შექმნის დღიდან, MIGA-მ 70 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გარანტია გასცა 123 განვითარებად ქვეყანაში, 1000-ზე მეტი პროექტის მხარდასაჭერად.
პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.