Eng

ProCredit Holding AG & Co. KGaA: პროკრედიტ ჯგუფმა მდგრადობის კუთხით კიდევ ერთი მიღწევა აჩვენა კოსოვოში საკუთარი ProEnergy მზის ელექტროსადგურის გახსნით

გამოქვეყნდა: 6.07.2023

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 5 ივლისი – პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქმიანობს, დღეს საკუთარი მზის ელექტროსადგური ProEnergy გახსნა ლიპიანში, პრიშტინასთან, კოსოვოში. პროკრედიტ ბანკი კოსოვოს 3 მეგავატი სიმძლავრის ფოტოელექტროსადგურის შექმნის ინიცირება და განხორციელება, სათავო კომპანია პროკრედიტ ჰოლდინგთან ერთობლივი დაფინანსებით მოხდა. ამ პროექტით, პროკრედიტის მიზანია კოსოვოს ენერგეტიკული ლანდშაფტის შეცვლაში, ადგილობრივი „ნოუ-ჰაუს“ შექმნასა და შემდგომი კერძო ინვესტიციების სტიმულირებაში წვლილის შეტანა. ამასთან, პროექტი განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევაში. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაზეც ჯგუფი 2018 წლიდან მუშაობს.

ფოტოელექტროსადგური ProEnergy პირველი მზის ელექტროსადგურია კოსოვოში, რომელსაც საბანკო ჯგუფი ფლობს. პროექტი, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო დაჯდა, კოსოვოს კომპანიებმა Jaha Solar-მა და Electra-მ განახორციელეს. 3 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მოსალოდნელი წლიური გამომუშავებაა 3,711 მგვტ/სთ, რითაც შესაძლებელია ყოველთვიურად საშუალოდ 700 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებელი 450 ოჯახისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ამ გზით, პროკრედიტ ჯგუფი კოსოვოში უსაფრთხო ენერგომომარაგებაზე გადასვლას უწყობს ხელს. 2022 წელს კოსოვოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 90% ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე მოდიოდა, რასაც სათბურის აირების გამოყოფა და ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეები ახლდა თან.

კოსოვოში განხორციელებული ProEnergy პროექტი პროკრედიტ ჯგუფის ზემოქმედებაზე ორიენტირებას ასახავს, რომლის მიზანია სამოქმედო ქვეყნების სტაბილიზაციასა და ეკოლოგიურ ტრანსფორმაციაში წვლილის შეტანა. ProEnergy მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ კოსოვოსთვის, არამედ თავად პროკრედიტ ჯგუფისთვისაც თავისი კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში. მას შემდეგ, რაც 2018 წელს ნახშირბად-ნეიტრალურ ორგანიზაციად გადაქცევის ვალდებულება აიღო, პროკრედიტ ჯგუფმა შეძლო საკუთარი ემისიების თითქმის განახევრება. დღეს კოსოვოში გახსნილი ფოტოელექტროსადგური „ოქროს სტანდარტის“ შესაბამისად სერტიფიცირების პროცესშია და მის მიერ წარმოებული სუფთა ენერგია მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯგუფის მასშტაბით Scope 1 და Scope 2 ემისიებს მომავალში.

ჰუბერტ შპეხტენჰაუზერმა, ProCredit General Partner AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც სიტყვით გამოვიდა გახსნის ღონისძიებაზე, განაცხადა: „როგორც ზემოქმედებაზე ორიენტირებული საბანკო ჯგუფი, ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში. კოსოვოს ProEnergy ფოტოელექტროსადგურში ჩვენი ინვესტიცია აშკარად ხაზს უსვამს ჩვენი მიდგომის სერიოზულობას. პროკრედიტ ჯგუფი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს კლიმატის დაცვას, ასევე რჩევები მისცეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს კლიენტებს უსაფრთხო ენერგომომარაგებაზე გადასვლის განხორციელებაში და ამით ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების შესრულებაში.“

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ProCredit General Partner AG-ის მმართველი საბჭოს წევრი და პროკრედიტ ბანკი კოსოვოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ერიოლა ბიბოლი, რომელმაც ასევე განაცხადა: „პროკრედიტ ბანკ კოსოვოში ჩემი მრავალწლიანი მუშაობის გათვალისწინებით, დღეს ProEnergy-ის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვამაყობ, რომ პროკრედიტი საკუთარ მზის ელექტროსადგურს ხსნის, რომელიც პირველია კოსოვოში და საბანკო ჯგუფს ეკუთვნის. ეს ასევე განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობას უწყობს ხელს. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიის მწარმოებელი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები მრავლადაა კოსოვოში, იმედი მაქვს, ჩვენი ინვესტიცია შემდგომში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ენერგეტიკულ ლანდშაფტში“.

2023 წლის მარტის ბოლოს, მწვანე სესხები პროკრედიტ ჯგუფის საკრედიტო პორტფელის 20.2%-ს შეადგენდა. რაც შეადგენს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებს, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და სხვა მწვანე ინიციატივებისთვის მიმართულებით.

ამ გაცემული სესხების ერთი მესამედი უკვე განახლებადი ენერგიის პროექტებზე მოდის. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, თითქმის 370 მილიონი ევროა ხელმისაწვდომი 1,370 ფოტოელექტრული ინვესტიციების დასაფინანსებლად. ამ ფოტოელექტრული ინვესტიციებიდან დაახლოებით 1000 მცირე და საშუალო საწარმოების ან კერძო პირების ინსტალაციებს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი პროექტის დაფინანსების ინიციატივების ნაწილია.

ჯგუფის ორიენტირს კვლავ მწვანე სესხები წარმოადგენს. ამ სესხების ამჟამინდელი წილი მთლიან პორტფელში 25%-მდე უნდა გაიზარდოს საშუალოვადიან პერიოდში.

მდგრადობის სტრატეგიისა და პროკრედიტ ჯგუფის ზემოქმედების ანგარიშის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://www.procredit-holding.com/about-us/business-ethics-and-environmental-standards/

საკონტაქტო პირი:

ანდრეა კაუფმანი, პროკრედიტ ჰოლდინგის ჯგუფის კომუნიკაციების სამსახური, ტელ.: +49 69 951 437 138, ელ.ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.