Eng

ვიდეო იდენტიფიკაცია

გსურთ გახდეთ პროკრედიტ ბანკის კლიენტი ?

ვიდეო იდენტიფიკაციის მეშვეობით, ბანკში მიუსვლელად გახსნით უნივერსალურ ანგარიშს და დაირეგისტრირებთ სერვისებს.
ამისათვის, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ იდენტიფიკაციის ID, რომელიც დაგჭირდებათ ვიდეო ზარის წამოსაწყებად აპლიკაციიდან ProCredit Bank myDIRECT.

გახსენი ანგარიში ონლაინ

პროკრედიტ ბანკის კლიენტი ხართ?

საბანკო სერვისების მიღება ვიდეო იდენტიფიკაციით ონლაინ, ფილიალში ვიზიტის გარეშე შეგიძლიათ.
ამისათვის, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ იდენტიფიკაციის ID, რომელიც დაგჭირდებათ ვიდეო ზარის წამოსაწყებად აპლიკაციიდან ProCredit Bank myDIRECT.

უკვე კლიენტი ვარ

აპლიკაცია ProCredit Bank myDIRECT ჩამოსატვირთად გამოიყენეთ შესაბამისი ბმულები Android-ისთვის ; iOS-ისთვის


რა არის ვიდეო იდენტიფიკაცია?

პროკრედიტ ბანკი ანგარიშის გახსნის ინოვაციურ მეთოდს გთავაზობთ.
ვიდეო იდენტიფიკაცია ფილიალში ვიზიტის ტექნოლოგიურ ალტერნატივას წარმოადგენს.

სერვისის გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან გაიაროთ იდენტიფიკაციის პროცესი ბანკთან ვიდეო ზარის მეშვეობით, გახსნათ ანგარიში და დაარეგისტრიროთ საბანკო სერვისები. (დებიტ მასტერქარდ ბარათი, შემნახველი ანგარიში FlexSave, სმს მომსახურება, ინტერნეტ ბანკი)

ვიდეო ზარის წამოსაწყებად დაგჭირდებათ თანამედროვე მობილური ტელეფონი ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი და რათქმაუნდა ინტერნეტ კავშირი.

უპირატესობები

სიმარტივე
იდენტიფიკაციის პროცესის გავლას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

მოქნილობა
მომსახურების მიღება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი და არ საჭიროებს ფილიალში ვიზიტს

დაცულობა
ვიდეო იდენტიფიკაცია ხორციელდება სერთიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით


ვიდეო იდენტიფიკაციით სარგებლობა

მომსახურების მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო:

  1. შეავსეთ განაცხადი ბანკის ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში myDIRECT
  2. მიიღეთ იდენტიფიკაციის ID
  3. აპლიკაციაში myDIRECT აირჩიეთ ვიდეო იდენტიფიკაცია და მიღებული იდენტიფიკაციის ID შეიყვანეთ შესაბამისს
    ველში.

თუ ჯერ არ სარგებლობთ აპლიკაციით, გადადით ბმულზე:

Android-ისთვის

iOS-ისთვის

  1. დაელოდეთ იდენტიფიკაციის პროცესის დაწყებას და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. ვიდეო ზარის განხორციელების პროცესში მიჰყევით ბანკის წარმომადგენლის ინსტრუქციას.


ვიდეო იდენტიფიკაციის გასავლელად დაგჭირდებათ

  • კომპიუტერით სარგებლობისას - Google Chrome ბრაუზერის 47-ე ან გაუმჯობესებული ვერსია და ვებ-კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი
  • მობილური ტელეფონით სარგებლობისას - აპლიკაცია myDIRECT ჩამოტვირთვა
  • ვიდეო იდენტიფიკაციის განაცხადის შევსება
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი არ უნდა იყოს დაზიანებული და მოქმედების ვადის დასრულებამდე, მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს დარჩენილი)
  • ზარის უწყვეტობისთვის, მუდმივი ინტერნეტ კავშირის არსებობა