ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.37002.4100
EUR2.76102.8420
RUB0.03590.0460
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.3885 
EUR2.7936 
RUR0.0402 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
პირველად საქართველოში, ინოვაციური საბანკო მომსახურება - "Direct Banking" ფიზიკური პირებისთვის!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 10 ივლისიდან ფიზიკურ პირებს შემოგთავაზებთ სრულიად განსხვავებულ, ინოვაციურ  საბანკო მომსახურებას  - "Direct Banking".

"Direct Banking" ევროპაში  აპრობირებული საბანკო მომსახურების  სტანდარტია, რაც გულისხმობს, საბანკო მომსახურების განხორციელებას  ელექტრონული სერვისების გამოყენებით. მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, მუდმივად ვანახლებთ   საბანკო სერვისებსა და  პროდუქტებს, ვნერგავთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც  ხელს  უწყობს ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაციას.

"Direct Banking"-ის ფარგლებში ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა დაზოგონ დრო და ისარგებლონ შემდეგი უპირატესობებით:

  • ერთიანი, მარტივი ტარიფი;
  • სასურველი საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა  ნებისმიერ დროს, ნებისმერი ადგილიდან;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცე 24/7-ზე.

Direct Banking“  ყველა ძირითად საბანკო  სერვისს აერთიანებს. კომპლექსურ მომსახურებაზე  დაწესებულია ყოველთვიური ერთიანი  საკომისიო.

10 ივლისიდან  Direct Banking“  მარტივი ტარიფით  - მინიმუმ 10 ლარი თვეში!

Direct Banking“ ერთიანი ტარიფის პირობებში თქვენ  სრულიად უფასოდ:

  • ხდებით მიმდინარე ანგარიშის და ვიზა კლასიკის სადებეტო ბარათის მფლობელი;
  • ანაღდებთ თანხებს შეუზღუდავად სამივე ვალუტაში ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
  • ახორციელებთ სალარე გადარიცხვებს ქვეყნის მასშტაბით;
  • ახორციელებთ „პროპეი“ სავალუტო გადარიცხვებს;
  • იხდით კომუნალურ გადასახადებს; 
  • სარგებლობთ სმს მომსახურების, ავტომატური დავალების და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტით;
"Direct Banking" სერვისები
1 მიმდინარე ანგარიშის გახსნა ლარში    
1 ვიზა კლასიკი სადებეტო ბარათი    
შეუზღუდავად თანხის განაღდება სამივე ვალუტაში    
სალარე გადარიცხვები ქვეყნის მასშტაბით    
პროპეი გადარიცხვა     
კომუნალური გადახდები    
ავტომატური დავალება    
სმს მომსახურება    
ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი    
ამონაწერი ანგარიშიდან    
ანგარიშის მომსახურების საკომისიო    
ტარიფი 10 ლარი

*12 ლარიანი ტარიფი - 2 მიმდინარე ანგარიში (ლარი და აშშ დოლარი/ევრო).
 13 ლარიანი ტარიფი - 3 მიმდინარე ანგარიში სამივე ვალუტაში (ლარი,აშშ დოლარი,ევრო).
 10 ივლისიდან აღნიშნული ტარიფები ვრცელდება ყველა არსებულ კლიენტზე.

ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანი და ღირებულია ბანკსა და კლიენტს შორის გამჭვირვალე, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. „Direct Banking“-ის ფარგლებში პირადი კლიენტთა მრჩევლები და სატელეფონო ცენტრის თანამშრომლები, მუდამ მზად იქნებიან გაგიწიონ ფინანსური და  ტექნიკური კონსულტაცია, თქვენთვის საინტერესო საბანკო საკითხებთან თუ სერვისებთან დაკავშირებით.
 
10 ივლისიდან - "Direct Banking" ექსკლუზიური ტარიფებით პროკრედიტ ბანკთან ერთად!
© 2017 ProCredit Bank, Georgia