ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.38902.4290
EUR2.67202.7530
RUB0.03820.0483
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4144 
EUR2.7155 
RUR0.0428 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, ს.ს. პროკრედიტ ბანკი საქართველო თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს თქვენი ნდობის შენარჩუნების მიზნით შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ზომები. ბანკის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობასა და არაავტორიზირებული წვდომისგან/ცვლილებისგან, არასწორი გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს უფრო უსაფრთხო ონლაინ მუშაობისთვის შემდეგ რეკომენდაციებს ვთავაზობთ:   

  • ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ ბანკის ინტერნეტ მისამართი (www.procreditbank.ge). ინტერნეტ ბანკინგის სისტემას კი დაუკავშირდით URL მისამართის ველში https://online.procreditbank.ge აკრეფით ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ბმულის გამოყენებით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთხსენებულისა. 

  • სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ ან გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთი წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი  მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. ს.ს. პროკრედიტ ბანკი, საქართველო არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით. 

  • დააყენეთ თქვენს კომპიტერში ანტი-ვირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით.
     
  • რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებ ბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით. 

ს.ს. პროკრედიტ ბანკი, საქართველოს შესახებ საეჭვო შეტყობინების მიღების, ჩვენი ბანკის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების განცხადების თაობაზე რაიმე კითხვის/კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: infosec@procreditbank.ge

ტელეფონით: (995 32) 20 22 22 

                                                                                                                                                                                              ვრცლად..

© 2017 ProCredit Bank, Georgia