ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 პროექტი ProArt ფოტოგრაფია
 პროექტი ProArt
 პროექტი Help the Children
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.37802.4180
EUR2.77102.8520
RUB0.03600.0461
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4022 
EUR2.8125 
RUR0.0404 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი > სოციალური პროექტები > პროექტი ProArt ფოტოგრაფია

პროექტი ProArt ფოტოგრაფია

პროკრედიტ ბანკი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტს და ამჯერად მონაწილეობის მისაღებად ფოტოხელოვანებს იწვევს.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მოღვაწე თანამედროვე ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენას პროკრედიტ ბანკის ფილიალებში როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო საზოგადოება გაეცნობა. პროექტში 60-მდე პროფესიონალი, დამწყები და მოყვარული ფოტოხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ფოტოგამოფენის თემატიკა როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის აქტუალურ, ასევე პროკრედიტ ბანკის საქმიანობასთან დაახლოებულ საკითხებს მოიცავს. პროექტის მიზანიც სწორედ თანამედროვე ფოტოხელოვანების თვალით დანახული საქართველოს წარმოჩენაა. ფოტოხელოვანები პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს საზოგადოებას შემდეგ თემებზე შესთავაზებენ:

  • საქართველოს ბუნება
  • გარემოს დაბინძურება საქართველოში
  • მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში
  • სოფლის მეურნეობა საქართველოში
  • ბავშვები საქართველოში 
  • ქართული კულტურა და საზოგადოება.

ფოტოგამოფენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე პროკრედიტ ბანკის ფილიალებში წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი ხელს შეუწყობს ფოტოხელოვანთა შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას, რითაც ხელოვნების ამ სფეროს შემდგომ განვითარებაში შეიტანს წვლილს.

პროექტის დასასრულს გამოვა ფოტო კატალოგი, რომელიც ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა.

© 2017 ProCredit Bank, Georgia