ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.39502.4350
EUR2.65702.7380
RUB0.03610.0462
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4080 
EUR2.6881 
RUR0.0403 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი

icon ელექტრონული დოკუმენტების პორტალი

ელექტრონული ხელმოწერა

პროკრედიტ ბანკის კლიენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ გარკვეული საბანკო ოპერაციები განახორციელონ ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით.

რა არის ელექტრონული ხელმოწერა* 

ელექტრონული ხელმოწერა არის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ელექტრონულად შესრულებული ხელმოწერა.
ელექტრონული ხელმოწერა სრულდება:

  • ბანკის ტერიტორიაზე, საბანკო მომსახურების გაწევისას.
  • ფიზიკურად ხელმომწერის მიერ, რადგან ხელმომწერის გარდა არცერთ სხვა პირს არ აქვს საშუალება/უფლება განახორციელოს ხელმოწერა.
  • სპეციალური ხელმოწერის მოწყობილობაზე, ე.წ. Sign Pad-ზე.

ელექტრონული ხელმოწერის სამართლებრივი საფუძვლები და მისი შედეგები

  • კანონის შესაბამისად ელექტრონულ ხელმოწერასა და სტანდარტულ ხელმოწერას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
  • ელექტრონული ხელმოწერა ბანკსა და კლიენტს შორის წარმოშობს სტანდარტულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის იდენტურ უფლება-მოვალეობას.
  • შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის დადგენა და ხელმომწერის იდენტიფიცირება.
  • ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი წარმოადგენს დოკუმენტის დედანს (ორიგინალს), ხოლო დაბეჭდილი საბუთი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი.

ელექტრონული ხელმოწერის უნიკალური პერსონალური მონაცემები

ელექტრონული ხელმოწერა შეიცავს ხელმოწერისთვის დამახასიათებელ ყველა უნიკალურ პერსონალურ მონაცემს, როგორიცაა: ხელმოწერის ვიზუალური მხარე, ხელმოწერის დრო, ხელმოწერის დროს კალამზე დაწოლის სიმძლავრე, კალმის აჩქარება, კალმის მოძრაობის მიმართულება და ხელმოწერის პროცესში წყვეტების რაოდენობა.

დაცულობა და უსაფრთხოება

ელექტრონული ხელმოწერის და მასთან დაკავშირებული უნიკალური მონაცემების ნამდვილობის და უცვლელების შენარჩუნების მიზნით “პროკრედიტ ბანკი” მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ტექნიკური პარამეტრების და რეგულაციების გათვალისწინებით: 

  • დაცულია დოკუმენტის ერთიანობა და მთლიანობა, შეუძლებელია დოკუმენტის ან/და მისი შინაარსის ცვლილება ხელმოწერის შემდეგ.
  • უზრუნველყოფილია ელექტრონული ხელმოწერის არსებობა მხოლოდ იმ დოკუმენტზე რომელიც უშუალოდ ხელმომწერის მიერაა ხელმოწერილი.
  • შეუძლებელია ელექტრონული ხელმოწერის სხვა ნებისნიერ დოკუმენტზე გამოყენება.

როგორ მივიღოთ ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი

ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტის დედნის მისაღებად ეწვიეთ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ პორტალს http://www.esds.com.ge/,  საიდანაც ელექტრონული დოკუმენტის ჩამოტვირთვას 5 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებთ. აირჩიეთ პროკრედიტ ბანკი, მიუთითეთ დოკუმენტის იდენტიფიკატორი 10 ნიშნა კოდი* და შემდგომ პაროლი (4 ნიშნა კოდი)*.
* აღნიშნული კოდების შესახებ ინფორმაცია კლიენტს ეგზავნება სმს-ის სახით და ასევე იბეჭდება თავად საბუთზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიზანშეწონილია პორტალიდან გადმოწერილი ელექრონული დოკუმენტი შეინახოთ დაცულად.

* ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ე” პუნქტი:
ელექტრონული ხელმოწერა - “ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისის კავშირის აღსანიშნავად”.

© 2017 ProCredit Bank, Georgia