Eng

ბანკის მისია

პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაზოგვის კულტურა და საბანკო მომსახურების მიღებას ელექტორნული სერვისების გამოყენებით ამჯობინებენ. ჩვენი საქმიანობისას ვიცავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს: უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობას, არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე, ვცდილობთ ჩვენი ბიზნეს საქმიანობით შევამციროთ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება და უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც ჯანსაღ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება და თითოეული კლიენტის მდგომარეობაზეა მორგებული.

ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი მცირე და საშუალო საწარმოებია, რადგან გვჯერა, სწორედ ისინი ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მარტივი და მოქნილი ანაბრების პირობებისა და ონლაინ საბანკო მომსახურების შეთავაზებით, აგრეთვე ფინანსურ განათლებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ დაზოგვისა და პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას.

ჩვენი აქციონერები საკუთარი ინვესტიციებისაგან გრძელვადიან სტაბილურ შემოსავლებს ელიან და მათი ინტერესი მოკლევადიანი მოგების მიღების მაქსიმიზაცია არ არის. ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს კადრების მომზადებასა და განვითარებაში, რათა შექმნას სასიამოვნო და ეფექტიანი სამუშაო გარემო, ხოლო კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად მეგობრული და კონკურენტუნარიანი მომსახურება.