Eng

Whistleblowing

პროკრედიტ ბანკი საქართველო განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია და დაუღალავად ცდილობს მაღალი ეთიკური სტანდარტების შენარჩუნებას თავის საქმიანობასთან, ასევე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.

ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ორგანიზაციაში მიუკერძოებელ კომუნიკაციას საერთო ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით და შევქმნათ პროფესიული კლიმატი, რომელშიც პატიოსანი და სანდო კომუნიკაცია ჩვეულებრივი პრაქტიკა იქნება.

შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ ღია სამუშაო ატმოსფეროს, რაც ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ დაეკონტაქტონ გუნდის ხელმძღვანელებს, ადამიანური რესურსების განყოფილებას, შიდა აუდიტის განყოფილებას, კომპლაენსის ოფიცერს ან მენეჯმენტს. ამასთან, ყველა პროკრედიტ ბანკს აქვს სისტემა (whistleblowing), რომელიც იძლევა ანონიმური კონტაქტის საშუალებას, უკმაყოფილების/ჩივილის/საეჭვო გარემოების მიზეზების განხილვისას.

პროკრედიტ ჯგუფის ყველა თანამშრომელი და მენეჯერი, ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლები, ბიზნეს პარტნიორები და ფართო საზოგადოება პასუხისმგებლობას იღებენ უკანონო, თაღლითური ან არაეთიკური საქციელის შემჩნევასა და აშკარად განხილვაზე.

თუ გსურთ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით უკვე ჩადენილი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა ჩვენი ქცევის კოდექსის, შიდა პოლიტიკის, პროცედურების ან მოქმედი კანონის დარღვევა, ასევე დარღვევები რომლებიც გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს მოიცავს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. საკონტაქტო მეილი: Whistleblowing@procreditbank.ge

ჩვენ დანაშაულებრივი განზრახვით ჩადენილ დარღვევებზე ყველა მინიშნებას ვამუშავებთ თანმიმდევრულად და თანაბარი სტანდარტების შესაბამისად.