Eng

3D უსაფრთხოება

პროკრედიტ ბანკი VISA და MasterCard–თან ერთად, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (Three Domain Secure).


Verified by VISA

პროკრედიტ ბანკი და VISA, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (Three Domain Secure).

რა არის 3D უსაფრთხოება?

VISA საერთაშორისო საგადასახადო სისტემამ შეიმუშავა სერვისი, რომელიც ცნობილია “Verified by VISA”-ს სახელით.

აღნიშნული სერვისი ბარათით განხორციელებული ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად ითხოვს 3D კოდს, უნიკალურ ონლაინ იდენტიფიკატორს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ონლაინ შესყიდვისას.

3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა ნებაყოფლობითია* და შესაძლებელია მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს “Verified by VISA” სტატუსი. აღნიშნული ვებ-გვერდები მთავარ გვერდზე განთავსებული “Verified by VISA”-ს შესაბამისი ლოგოტიპით ამოიცნობა.
* 3D უსაფრთხოების სერვისის ნებაყოფლობით გამოყენება დამოკიდებულია თავად ვებ-გვერდებზე

3D უსაფრთხოების უპირატესობები:

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა
  • 3D კოდი ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის
  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი
  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი.

3D კოდის მინიჭების წესი

პროკრედიტ ბანკის VISA ბარათებზე 3D კოდის მინიჭება ხდება უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ ონლაინ შესყიდვის განხორციელებისას.

ბარათზე 3D კოდის გააქტიურების პროცესის გავლა საჭიროა მხოლოდ ერთხელ, გამოყენება ხდება ყოველი ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად.

3D კოდის რეგისტრაცია:

  • "Verified by VISA”-ს სტატუსის მქონე ვებ-გვერდზე აირჩიეთ სასურველი პროდუქცია ან მომსახურება
  • გადადით შესყიდვის გვერდზე
  • ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე (იხილეთ მაგალითი), სადაც შესაძლებელი იქნება გაიაროთ 3D უსაფრთხოების რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი 3D კოდი.
  • რეგისტრაციისათვის საჭიროა ბარათის მფლობელის შემდეგი მონაცემები:

    1. დაბადების თარიღი
    2. პირადი ნომერი
    3. ბანკში მინიჭებული კლიენტის ნომერი *
    4. ბარათის მოქმედების ვადა

*აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგში, ფილიალში და/ან სატელეფონო მომსახურების ცენტრში *2222, +995 32 220 22 22

  • მოცემული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ სასურველი 3D კოდი* (იხილეთ მაგალითი).

*უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, თქვენი 3D კოდი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი ციფრების კომბინაცია, მაგალითად, ციფრთა მიმდევრობა (1111, 1234) ან დაბადების თარიღი.

3D კოდის ცვლილება

3D კოდი სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში არსებული 3D კოდი დაიბლოკება.

3D კოდის დავიწყების, დაბლოკვის ან ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: *2222, +995 32 220 22 22;

შენიშნვნა! 3D უსაფრთხოების რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტებს რომლებსაც მინიჭებული აქვთ “Verified by VISA” სტატუსი და ბარათით შესყიდვა განხორციელდება 3D კოდის დადასტურების გარეშე ბარათის მფლობელი არ თავისუფლდება ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციის პასუხისმგებლობისაგან (კლიენტი ვერ შეძლებს არასანქცირებული ტრანზაქციის გასაჩივრებას/ თანხის დაბრუნებას).


MasterCard SecureCode

პროკრედიტ ბანკი და MasterCard, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (Three Domain Secure).

რა არის 3D უსაფრთხოება?

MasterCard საერთაშორისო საგადასახადო სისტემამ შეიმუშავა სერვისი, რომელიც ცნობილია “MasterCard SecureCode”-ს სახელით.

აღნიშნული სერვისი ბარათით განხორციელებული ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად ითხოვს 3D კოდს, უნიკალურ ონლაინ იდენტიფიკატორს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ონლაინ შესყიდვისას.

3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა ნებაყოფლობითია* და შესაძლებელია მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს “MasterCard SecureCode” სტატუსი. აღნიშნული ვებ-გვერდები მთავარ გვერდზე განთავსებული “MasterCard SecureCode”-ს შესაბამისი ლოგოტიპით ამოიცნობა.

* 3D უსაფრთხოების სერვისის ნებაყოფლობით გამოყენება დამოკიდებულია თავად ვებ-გვერდებზე

3D უსაფრთხოების უპირატესობები:

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა
  • 3D კოდი ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის
  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი
  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი.

3D კოდის მინიჭების წესი

პროკრედიტ ბანკის MasterCard ბარათებზე 3D კოდის მინიჭება ხდება უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ ონლაინ შესყიდვის განხორციელებისას.

ბარათზე 3D კოდის გააქტიურების პროცესის გავლა საჭიროა მხოლოდ ერთხელ, გამოყენება ხდება ყოველი ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად.

3D კოდის რეგისტრაცია:

  • "MasterCard SecureCode”-ს სტატუსის მქონე ვებ-გვერდზე აირჩიეთ სასურველი პროდუქცია ან მომსახურება
  • გადადით შესყიდვის გვერდზე
  • ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე (იხილეთ მაგალითი), სადაც შესაძლებელი იქნება გაიაროთ 3D უსაფრთხოების რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი 3D კოდი.
  • რეგისტრაციისათვის საჭიროა ბარათის მფლობელის შემდეგი მონაცემები:

    1. დაბადების თარიღი
    2. პირადი ნომერი
    3. ბანკში მინიჭებული კლიენტის ნომერი *
    4. ბარათის მოქმედების ვადა

*აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგში, ფილიალში და/ან სატელეფონო მომსახურების ცენტრში *2222, +995 32 220 22 22

  • მოცემული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ სასურველი 3D კოდი* (იხილეთ მაგალითი).

*უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, თქვენი 3D კოდი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი ციფრების კომბინაცია, მაგალითად, ციფრთა მიმდევრობა (1111, 1234) ან დაბადების თარიღი.

3D კოდის ცვლილება

3D კოდი სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში არსებული 3D კოდი დაიბლოკება.

3D კოდის დავიწყების, დაბლოკვის ან ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: *2222, +995 32 220 22 22;

შენიშნვნა! 3D უსაფრთხოების რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტებს რომლებსაც მინიჭებული აქვთ “MasterCard SecureCode” სტატუსი და ბარათით შესყიდვა განხორციელდება 3D კოდის დადასტურების გარეშე ბარათის მფლობელი არ თავისუფლდება ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციის პასუხისმგებლობისაგან (კლიენტი ვერ შეძლებს არასანქცირებული ტრანზაქციის გასაჩივრებას/ თანხის დაბრუნებას).