Eng

ხშირად დასმული კითხვები

გადარიცხვები/კონვერტაციები


როგორ განვახორციელოთ სალარე გადარიცხვა?

  • სალარე გადარიცხვის შესასრულებლად მენიუდან „გადარიცხვები“ აირჩიეთ სასურველი გადარიცხვის ტიპი. საწყის ეტაპზე ირჩევთ ანგარიშს, საიდანაც გსურთ გადარიცხვის შესრულება. შესაბამის ველებში უთითებთ მიმღების დასახელებას, IBAN ანგარიშს, გადასარიცხი თანხის ოდენობას და გადარიცხვის დანიშნულებას. ღილაკ „გაგრძელება“-ზე დაჭერით გაიხსნება ფანჯარა გადარიცხვის ყველა დეტალით. გადარიცხვის დასადასტურებლად, არსებულ ფორმაშივე უნდა შეიყვანოთ TAN კოდი და დააჭიროთ ღილაკს „დასრულება“.

  • TAN კოდის გენერირება შესაძლებელია სმს კოდის, დიგიპასის ან მობილური თოქენის საშუალებით.

  • ტრანზაქციის სტატუსის სანახავად მიყევით ინსტრუქციას: „ჩემი ანგარიშები“ > „ბოლო 30 დღის ტრანზაქციები“.


რომელ საათამდე სრულდება სალარე და სავალუტე გადარიცხვები და სად მოვიძიო მათი სტატუსი?

საკუთარ ანგარიშებს შორის და პროკრედიტ ბანკში გადარიცხვები სრულდება კვირის ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში

  • სალარე და საბიუჯეტო გადარიცხვები სრულდება მიმდინარე სამუშაო დღის 16:30 სთ-მდე
  • სავალუტო გადარიცხვები მიმდინარე სამუშაო დღის 17:00 სთ-მდე

ტრანზაქციის სტატუსის სანახავად მიყევით ინსტრუქციას: „ჩემი ანგარიშები“> „ბოლო 30 დღის ტრანზაქციები“.


რა ვადაში ხდება გადარიცხული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა?

სალარე გადარიცხვები მიმღების ანგარიშზე აისახება გადარიცხვის განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო სავალუტო გადარიცხვები - 3 სამუშაო დღეში.


როგორ ხდება გადარიცხვის გაუქმება?

პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შიდა საბანკო გადარიცხვები (პროკრედიტ ბანკში) არ უქმდება, ხოლო გარე გადარიცხვების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სტატუსზე „მუშავდება“. გარე გადარიცხვის გასაუქმებლად, გთხოვთ, შეხვიდეთ „ბოლო 30 დღის ტრანზაქციები“-ს გვერდზე და გასაუქმებელი გადარიცხვის გასწვრივ, დააჭიროთ წითელ „X“ ღილაკს. აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, გადარიცხვის სტატუსი შეიცვლება სტატუსით „გაუქმებული“.


რას ნიშნავს სავალუტო გადარიცხვა ფუნქციით our?

სავალუტო გადარიცხვა ფუნქციით our არის ე.წ. გარანტირებული გადარიცხვა, რომლის დროსაც მიმღები სრულად იღებს გაგზავნილ თანხას და არ ხდება საკომისიოს ჩამოჭრა შუამავალი ბანკის მიერ. გარანტირებულ გადარიცხვას აქვს განსხვავებული ტარიფი (იხ. ტარიფების გვერდზე).


რა კოდით უნდა დავადასტურო გადარიცხვები?

გადარიცხვის დადასტურება ხდება ერთჯერადი (TAN) კოდის საშუალებით. TAN კოდის დაგენერირება ხდება დიგიპასის, სმს შეტყობინების ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის Mobile Token-ის საშუალებით.

ინტერნეტ ბანკინგი


როგორ დავარეგისტრირო Mobile Token ინტერნეტ ბანკინგიდან?

დიგიპასით ან სმს კოდით სარგებლობის შემთხვევაში, თოქენის რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტ ბანკინგიდან, შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

  • ჩემი პროფილი> ჩემი დიგიპასები> მობაილ თოქენის დამატება

  • Google Play/App Store-დან გადმოტვირთოთ აპლიკაცია PCB Mobile Token და შექმნათ მომხმარებელი: დაარქვათ სახელი და შეიყვანოთ აქტივაციის 10 ნიშნა კოდი, რომელსაც ნახავთ ინტერნეტ ბანკინგში "ჩემი დიგიპასები"- ს მენიუში. ამასთანავე ბანკში დაფიქსირებულ ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებთ ოთხნიშნა პინ კოდს, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი TAN კოდის დასაგენერირებლად

  • უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აპლიკაციის აქტივაციისთანავე, გთხოვთ, შეცვალოთ 4 ნიშნა პინ კოდი ან წაშალოთ მიღებული წერილი

  • პინკოდის შესაცვლელად აპლიკაციაში აირჩიეთ დარეგისტრირებული მომხმარებელი და გამოიძახეთ პარამეტრების მენიუ

  • დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ბანკის ვებ გვერდზე

  • თუ თქვენ არ სარგებლობთ დიგიპასით ან სმს კოდით, მაშინ Mobile Token-ის დასარეგისტრირებლად უნდა მიმართოთ სერვის პუნქტს.


როგორ ჩამოვტვირთო მობილური აპლიკაცია?

აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ iOS და Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონების მფლობელებს, ამისათვის საძიებო ველში უნდა აკრიფოთ: „ProCredit m-Banking“:


როგორ აღვადგინო (შევცვალო) ინტერნეტ ბანკინგის პაროლი?

დავიწყებული ინტერნეტ ბანკინგის პაროლის აღსადგენად პირველ რიგში უნდა დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრში, ნომერზე: *2222 ან (32) 220 22 22, 09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე. თქვენი იდენტიფიკაციის შემდეგ, ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე სმს შეტყობინებით სახით (პაროლის მიღების მეთოდს თავად ირჩევთ). ძველი პაროლის შესაცვლელად მიყევით ინსტრუქციას: „ჩემი პროფილი“ > „პაროლის შეცვლა“.

ბარათები


რა არის 3D უსაფრთხოება?

3D კოდი წარმოადგენს დამატებითი უსაფრთხოების საშუალებას VISA და MasterCard ბარათებით ინტერნეტ შესყიდვების განხორციელებისას. 3D კოდი გამოიყენება „Verified by VISA“ და/ან „MasterCard SecureCode“ სტატუსის მქონე ვებ-გვერდებზე შესყიდვების დასადასტურებლად.

3D უსაფრთხოების უპირატესობები:

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას არასანქცირებული გამოყენებისაგან

  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა

  • 3D კოდი ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის

  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი

  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი


როგორ განვახორციელოთ 3D კოდის რეგისტრაცია?

სასურველი პროდუქციის/მომსახურების შეძენისას ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება თქვენი ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე სადაც შესაძლებელი იქნება გაიაროთ 3D უსაფრთხოების რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი 3D კოდი.

რეგისტრაციისათვის საჭიროა ბარათის მფლობელის შემდეგი მონაცემები:

1. დაბადების თარიღი - წელი/თვე/რიცხვი.

2. პირადი ნომერი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 11 ნიშნა რიცხვი.

3. ბანკში მინიჭებული კლიენტის ნომერი - აღნიშნული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკინგში, მთავარ გვერდზე, ზედა მარცხენა კუთხეში.

4. ბარათის მოქმედების ვადა - წელი/თვე.

ზემოთ მოცემული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ სასურველი 3D კოდი*.

*უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, თქვენი 3D კოდი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი ციფრების კომბინაცია, მაგალითად, ციფრთა თანმიმდევრობა (1111, 1234) ან დაბადების თარიღი.


როგორ განვაახლო/აღვადგინო 3D კოდი?

3D კოდის დავიწყების, დაბლოკვის (3D კოდი სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში არსებული 3D კოდი დაიბლოკება) ან ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კონტაქტ ცენტრში, ნომერზე *2222 ან (32) 2 20 22 22, 09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.


როგორ განვახორციელო ცვლილება ბარათზე მიბმულ ანგარიშებზე?

  • პლასტიკურ ბარათზე შესაძლებელია როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ანგარიშების ცვლილება.

  • ინტერნეტ ბანკინგიდან აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად აირჩიეთ: „სერვისები“> „ჩემი ბარათები“> „პლასტიკურ ბარათზე ანგარიშების შეცვლა“.


როგორ შევცვალო ბარათზე განაღდების, გადახდის და თანხის შეტანის ლიმიტები?

  • ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით, ფილიალში მიუსვლელად თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ბანკომატით თანხის განაღდების/შეტანის დღიური ლიმიტი.

  • ბარათზე ბანკომატით დღიური განაღდების ლიმიტის შესაცვლელად აირჩიეთ: „სერვისები“ >„ჩემი ბარათები“ > „ბანკომატით დღიური განაღდების ლიმიტის ცვლილება“.

  • ბანკომატით თანხის შეტანის დღიური ლიმიტის შესაცვლელად აირჩიეთ: „სერვისები“ > „ჩემი ბარათები“ > „ბანკომატით (HVD) თანხის შეტანის დღიური ლიმიტის ცვლილება“.

  • POS ტერმინალზე თანხის განაღდები/გადახდის დღიური ლიმიტის შესაცვლელად აირჩიეთ: „სერვისები“ > „ჩემი ბარათები“ > „პოს-ტერმინალით დღიური გადახდის/განაღდების ლიმიტის ცვლილება“.


როგორ დავბლოკო პლასტიკური ბარათი?

პლასტიკური ბარათის დაბლოკვის რამდენიმე გზა არსებობს:

1. ინტერნეტ ბანკინგით: მენიუდან „ჩემი ბარათები“ აირჩიეთ ქვემენიუ „პლასტიკური ბარათების დაბლოკვა/განბლოკვა“.შესაბამისი ოპერაციის დასრულების შემდგომ გადამისამართდებით გვერდზე სადაც შესაძლებელია აღნიშნული ოპერაციის სტატუსის ნახვა. წარმატებულად დასრულებული ოპერაცია დასტურდება სტატუსით „დასრულებული“.

2. ბანკის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ნომერზე 2022 (SMS ტექსტი: BLOCK და დასაბლოკი ბარათის/ Pay Sticker-ის ბოლო 4 ციფრი მაგ.: BLOCK1234).

3. სატელეფონო ზარის საშუალებით, ნომერზე *2222 ან (32) 220 22 22, 09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, ბარათის დაბლოკვა შესაძლებელია ბანკის კონტაქტ ცენტრთან დაკავშირებით.

4. სერვის პუნქტში ვიზიტისას, კლიენტთა მრჩევლის დახმარებით.

გაითვალისწინეთ! თუ დაბლოკვიდან 15 დღის განმავლობაში არ მოხდება ბარათის განბლოკვა, ის ექვემდებარება დახურვას.


როგორ განვახორციელო პლასტიკურ ბარათზე პროფილის ცვლილება?

ბარათზე პროფილის შესაცვლელად აირჩიეთ: „სერვისები“ > „ჩემი ბარათები“ > „ბარათზე პროფილის ცვლილება“. შესაბამის ფანჯარაში მიუთითეთ:

ბარათები - მონიშნეთ ის ბარათი, რომელზეც გსურთ პროფილის ცვლილება.

მოთხოვნის ტიპი - აირჩიეთ შესაბამისი მოთხოვნის ტიპი:

  • СVV2/СVC2 კოდის აქტივაცია / დეაქტივაცია

  • FALLBACK დაშვება/გათიშვა

  • ინტერნეტ შესყიდვის აქტივაცია/დეაქტივაცია


რა არის CVV2/CVC2?

CVV2/CVC2 - ბარათის ვერიფიკაციის კოდი - 3 ციფრიანი ნომერი, რომელიც მითითებულია ბარათის უკანა მხარეს (ხელმოწერის გრაფაში არსებული ბოლო სამი ციფრი). ბარათის ვერიფიკაციის კოდი წარმოადგენს უსაფრთხოების მექანიზმს და გამოიყენება ინტერნეტ შესყიდვებისათვის.


რა არის fallback?

ბარათზე fallback ფუნქციის დაშვების შემთხვევაში ბარათს ეცვლება პროფილი, რომელიც გულისხმობს ბარათზე არსებული დაცვის მექანიზმების მოხსნას, რომლის შედეგად POS ტერმინალით ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის ნომრის აკრეფვით. ამ შემთხვევაში პლასტიკური ბარათის ფიზიკურად განთავსება POS ტერმინალში არ ხდება. ბარათის პროფილის ცვლილების შემთხვევაში fallback ფუნქციის დაშვება ასევე მოიცავს CVV2/CVC2 კოდის ფუნქციის გათიშვას. ზემოთ აღნიშნული შეცვლილი პროფილი ბარათს ენიჭება მოლოდ 24 საათით. პროფილის ცვლილებიდან 24 საათის შემდეგ ბარათი ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდება ცვლილებამდე არსებულ პროფილზე.

ანგარიშები


როგორ გავხსნა შემნახველი ანაბარი „Flex Save“?

ვალუტა - ირჩევთ სასურველ ვალუტას (GEL / USD / EUR );შემნახველი ანაბრის „Flex Save“-ის გასახსნელად მიყევით ინსტრუქციას: „ჩემი ანგარიშები“ > „Flex Save-ის გახსნა“ გამოსულ ფანჯარაში ავსებთ საჭირო ველებს:

ანაბრის ტიპი - შემნახველი ანაბარი Flex Save“ (ავტომატურად შეივსება);

პროცენტის გადახდის მეთოდი - ირჩევთ „პროცენტის დარიცხვა მიმდინარე ანგარიშზე“;

ანაბრის ვადა - უვადო (ავტომატურად შეივსება);

საწყისი თარიღი - ავტომატურად შეივსება მიმდინარე თარიღით;

თანხა - შეგყავთ ანაბრის თანხა (ანაბრის გახსნა შესაძლებელია ნულოვანი ნაშთითაც);

წლიური საპროცენტო განაკვეთი - შეივსება ავტომატურად;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - შეივსება ავტომატურად;

ანგარიში, რომლიდანაც მოხდება ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა - ირჩევთ მიმდინარე ანგარიშს;

ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება საპროცენტო სარგებელი - ირჩევთ მიმდინარე ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ჩაირიცხება საპროცენტო სარგებელი;

საიდან შეიტყვეთ ინფორმაცია ანაბრის შესახებ? - აირჩევთ შესაბამისი ინფორმაციის წყაროს.

ველების შევსების შემდეგ აჭერთ ღილაკს „გაგრძელება“, ხოლო შემდეგ „დასრულება“.

ეკრანზე გაიხსნება შემნახველი ანაბრის ხელშეკრულება, გაეცნობით ხელშეკრულების პირობებს და თუ ეთანხმებით მონიშნავთ შესაბამის უჯრას ქვედა მარცხენა კუთხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დააჭერთ ღილაკს „უარყოფა“.

შემნახველი ანაბრის წარმატებით გახსნის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შეტყობინება: „თქვენი მოთხოვნა დარეგისტრირებულია“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ ბანკინგით შემნახველი ანაბრის „Flex Save“ გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, იურიდიულ პირს ანაბრის გახსნა შეუძლია მხოლოდ სერვის პუნქტში.


როგორ გავხსნა ვადიანი ანაბარი?

ვადიანი ანაბრის გახსნამდე, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მიმდინარე ანგარიშის ფლობა ვადიანი ანაბრის შესაბამის ვალუტაში.

ვადიანი ანაბრის გასახსნელად მენიუდან „ჩემი ანგარიშები“ ირჩევთ ქვემენიუს „ვადიანი ანაბრის გახსნა“. და გამოსულ ფანჯარაში ავსებთ საჭირო ველებს:

ვალუტა - ირჩევთ სასურველ ვალუტას (GEL / USD / EUR );

ანაბრის ტიპი - ირჩევთ სასურველ ანაბარს;

ანაბრის ვადა - ირჩევთ სასურველ ვადას;

საწყისი თარიღი - ავტომატურად შეივსება მიმდინარე თარიღით;

დასრულების თარიღი - შეივსება ავტომატურად;

თანხა - შეგყავთ ანაბრის თანხა;

წლიური საპროცენტო განაკვეთი - შეივსება ავტომატურად;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - შეივსება ავტომატურად;

პროლონგაცია - ეს უჯრა ავტომატურად მონიშნულია, რაც იმას ნიშნავს რომ ვადის გასვლის შემდეგ, ანაბარი ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით, თანხით და ანაბრის გახსნის მომენტისათვის ბანკში არსებული საპროცენტო განაკვეთით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ანაბრის პროლონგაცია, უნდა გათიშოთ ავტუმატურად მონიშნული უჯრა;

ანგარიში, რომლიდანაც მოხდება ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა - ირჩევთ მიმდინარე ანგარიშს;

ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება საპროცენტო სარგებელი - ირჩევთ მიმდინარე ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად მოხდება პროცენტის ჩარიცხვა;

ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება ანაბრის თანხა ანაბრის ვადის ბოლოს - ირჩევთ მიმდინარე ანგარიშს;

საიდან შეიტყვეთ ინფორმაცია ანაბრის შესახებ? - აირჩევთ შესაბამისი ინფორმაციის წყაროს.

ველების შევსების შემდგომ აჭერთ ღილაკს „გაგრძელება“, ხოლო შემდეგ „დასრულება“.

ეკრანზე გაიხსნება ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება, გაეცნობით ხელშეკრულების პირობებს და თუ ეთანხმებით მონიშნავთ შესაბამის უჯრას ქვედა მარცხენა კუთხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დააჭერთ ღილაკს „უარყოფა“.

ვადიანი ანაბრის წარმატებით გახსნის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შეტყობინება: „თქვენი მოთხოვნა დარეგისტრირებულია“.


როგორ გავააქტიურო უმოძრაო ანგარიში?

ანგარიში უმოძრაო ხდება მაშინ, როდესაც 6 თვის განმავლობში მასზე არ ფიქსირდება ბრუნვა. უმოძრაო ანგარიშის გასააქტიურებლად საჭიროა ინტერნეტ ბანკინგით შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა ბანკში. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის ყველა ანგარიში უმოძრაოა, მათ გასააქტიურებლად აუცილებელია სერვის პუნქტში ვიზიტი.


როგორ დავხურო ანგარიში?

ანგარიშ(ებ)ის დასახურად აირჩიეთ: „ჩემი პროფილი“>„შეტყობინებები“ > „შეტყობინების გაგზავნა ბანკში“. „თემა“-ში აირჩიეთ „ანგარიშების დახურვა“ და ველში „ტექსტი“-ის დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ანგარიშის ნომრის, ტიპისა და ვალუტის დაკონკრეტება, რომლის დახურვაც გსურთ.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მხოლოდ ერთ-ერთი ანგარიშის დახურვა, რომელზეც მიბმულია პლასტიკური ბარათი, პირველ რიგში, თქვენს მიერ უნდა მოხდეს ამ ანგარიშის მოხსნა ბარათიდან. რისთვისაც აირჩიეთ: „სერვისები“> „ჩემი ბარათები“> „პლასტიკურ ბარათზე ანგარიშების შეცვლა“ > „ბარათზე დამატებითი ანგარიშის შეცვლა“ და მოხსენით შესაბამისი მონიშვნა დასახურ ანგარიშს.


სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ჩემი საბანკო რეკვზიტების შესახებ?

საბანკო რეკვიზიტების სანახავად უნდა დადგეთ შესაბამის ანგარიშზე, ღილაკზე „>“ აირჩიოთ „ანგარიში დეტალურად“.

დამატებით შესაძლებელია საბანკო რეკვიზიტების ბეჭდვა და/ან შენახვა PDF ფორმატში.


სად მოვიძიო ინფორმაცია საბანკო ამონაწერისა და ბოლოს განხორციელებული ოპერაციების შესახებ?

საბანკო ამონაწერის მისაღებად აირჩიეთ: „ჩემი ანგარიშები“ > „ამონაწერი“ ან „ბოლო 30 დღის ტრანზაქცია“

ღილაკის „ამონაწერი“ არჩევისას გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ ანგარიში, რომლის ამონაწერიც გსურთ და ასევე პერიოდი, თუ რა ვადის ამონაწერის ნახვა გსურთ. ღილაკზე „ნახვა“ დაჭერით გაიხსნება შესაბამისი ამონაწერი.

„ბოლო 30 დღის ტრანზაქცია“ არჩევის შემთხვევაში, დაგენერირდება თქვენს მიერ ბოლო 30 დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციები.

სხვა


სად ფიქსირდება ჩემი კლიენტის ნომერი?

თქვენი კლიენტის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ ბანკინგის მთავარ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ.


სად მოვიძიო ინფორმაცია სატელეფონო პინ კოდის შესახებ?

სატელეფონო პინ კოდის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგის მთავარი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში, კლიენტის ნომერთან.


როგორ ხდება შეტყობინების გაგზავნა ბანკში?

შეტყობინების გაგზავნა ბანკში ხორციელდება ინტერნეტ ბანკინგის მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკზე „შეტყობინების გაგზავნა ბანკში“ დაჭერით. გამოსულ ფანჯარაში ირჩევთ შეტყობინების თემას, შეგყავთ შეტყობინების ტექსტი თქვენთვის სასურველ ენაზე (ქართული / ინგლისური) და აჭერთ ღილაკს „გაგზავნა“.


რომელ საათამდე შემიძლია ვისარგებლო კონვერტაციის ინდივიდუალური კურსებით?

ვალუტის გაცვლის ინდივიდუალური კურსებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დღის 17:30 სთ-მდე.