სალარე და სავალუტო გადარიცხვები
პროკრედიტ ბანკის სალარე გადარიცხვების სისტემა ეროვნულ ვალუტაში, საშუალებას გაძლევთ სწრაფად და დაცულად გადაურიცხოთ თანხა თქვენს ბიზნეს პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიაზე.
პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ საერთაშორისო გადარიცხვების მოქნილ სისტემას.
ჯგუფის მასშტაბით პროკრედიტ ბანკი გერმანია მთავარი საკორესპონდენტო ბანკია საერთაშორისო გადარიცხვებსა და ჩარიცხვებში. პროკრედიტ ბანკი გერმანიის შუამავლობა გადარიცხვების სწრაფად, ეფექტურად და იაფად განხორციელებას უზრუნველყოფს. ამ საკორესპონდენტო ურთიერთობის შედეგად, ჩვენი ბანკის მომხმარებლებისთვის გაცილებით გაიაფებულია ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში ევროს მიღებაც.
თუ თქვენს ბიზნეს პარტნიორებს გახსნილი აქვს ანგარიში პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით (პროკრედიტ ბანკი გერმანია, კოსოვო, ალბანეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი, საბერძნეთი), თანხის გადარიცხვას "პროპეი" გადარიცხევბის სისტემით სპეციალური, დაბალი ტარიფით შეძლებთ.
გადარიცხვის ტარიფები | |
---|---|
ლარი | 0,07% მინ 1 ლარი |
აშშ დოლარი | 0,16% მინ 12 აშშ დოლარი, მაქს 500 აშშ დოლარი |
ევრო | 8 ევრო |
აშშ დოლარის გადარიცხვა მიმღების ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით | გადარიცხვის საკომისიოს დამატებული 25 აშშ დოლარი |
ევროს გადარიცხვა მიმღების ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით | 20 ევრო, გერმანიის მიმართულებით - 12 ევრო |
პროპეი გადარიცხვები პროკრედიტ ბანკის ქვეყნებს შორის | |
აშშ დოლარი | 5 აშშ დოლარი |
ევრო | 2.5 ევრო |