მზის ელექტროსადგური თქვენი ბიზნესისთვის
ინვესტიცია მზის ელექტროსადგურში ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებაა.
ალტერნატიული ენერგიის გამოყენების შედეგად, თქვენი ბიზნესი სარგებლობს ეკოლოგიური და ფინანსური უპირატესობებით:
- ნეტო აღრიცხვის სისტემით ეფექტურად მოიხმართ გამომუშავებულ ენერგიას;
- არ ხართ დამოკიდებული ელექტროენერგიის ტარიფზე;
- ზრუნავთ ეკოლოგიაზე, რაც თქვენი კომპანიის იმიჯს აძლიერებს.
პროკრედიტ პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით მზის ელექტროსადგურის მოწყობის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური პირობები:
- შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთები ლარში/აშშ დოლარში/ევროში
- გაცემის საკომისიო 0%
დამატებით, შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი ფინანსური სარგებელი და შეღავათები:
- 10%-იანი გრანტი EU4Business – EBRD - საკრედიტო პროგრამის ფარგლებში;
- სესხის პროცენტის სუბსიდირება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობისას;
- სესხის უზრუნველყოფა მხოლოდ შეძენილი მზის პანელებით, დამატებითი გირაოს მოთხოვნის გარეშე.
მზის ელექტროსადგურის დაფინანსება პროკრედიტ ბანკის ბიზნეს სესხით, გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 4-5 წლის შემდეგ საკუთარი უფასო ელექტროენერგიით სარგებლობას და შემცირებულ ყოველთვიურ გადასახებს.
ბანკის ბიზნეს მრჩევლები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას.