Eng

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა

სადაც ფინანსები და მწვანე ტექნოლოგიები იკვეთება

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი დაფინანსებას სთავაზობს იმ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ.

GEFF-ის დაფინანსების ფარგლებში, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ტექნოლოგიურ სარჩევში, ან განახორციელონ მრავალკომპონენტიანი “მწვანე” პროექტები და ფინანსურ რესურსთან ერთად მიიღონ უფასო პროფესიონალური კონსულტაციები.

GEFF დაფინანსების უპირატესობები:

  • ენერგოეფექტურობის ამაღლება თანამედროვე, ენერგოეფექტური და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების დამონტაჟებით;
  • ენერგიის, წყლის და სხვა რესურსების სარგებლობისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
  • გაუმჯობესებული წარმადობა და აღჭურვილობის საიმედოობა;
  • პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის იმიჯის ამაღლება;
  • მოგებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა.

როგორია ინვესტირების კრიტერიუმები?

  • ენერგოეფექტური მანქანა-დანადგარები, რომლებიც მინიმუმ 20%-ით ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ ან ზოგავენ ენერგიას
  • არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება მინიმუმ 20%-ით
  • გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციები, რომლებიც მიმართულია წყლის მინიმუმ 20%-ით დაზოგვისკენ ან მიწის მდგრადი მართვისკენ
  • ცალკე მდგომი ინვესტიციები განახლებად ენერგო ტექნოლოგიებში

GEFF საქართველოში შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) და მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMF).

განახორციელეთ ინვესტიცია მწვანე მიზნებში!

მოგვმართეთ ახლავე! შეავსეთ განაცხადი

შეკითხვები გაქვთ?

დაგვიკავშრიდით ნომერზე 220 22 22