Eng

პერსონალური და საბანკო მონაცემების დაცვის პოლიტიკა

პერსონალური და საბანკო მონაცემების დაცვის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ?

სს „პროკრედიტ ბანკი“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და მოქმედი სააქციო საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 204851197, რომელიც ფლობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999 წლის 13 მაისს გაცემულ საბანკო საქმიანობის ლიცენზიას #233 და რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N 21, 0160 (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბანკი“, „ჩვენ“, „ჩვენი“).

დოკუმენტის მიზანი

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ნდობა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, ბანკი თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობად მიიჩნევს, თქვენი ნდობის შენარჩუნების, თქვენი უფლებების დაცვისა და კანონის პრინციპებთან სრული შესაბამისობის მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს უსაფრთხოების სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები. ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანონიერად, სამართლიანად, გაჭვირვალედ, თქვენი ღირსების შეულახავად, მკაფიოდ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკის მიერ მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო გამჟღავნებისგან, შეცვლისგან, მათზე წვდომისა და მათი არამართლზომიერი შეგროვება/მოპოვებისგან,, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან ან სხვაგვარი უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან.

დღეს ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტი ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბანკი არის არა მხოლოდ ფიზიკური ადგილი, არამედ სივრცე, რომელიც ონლაინ გარემოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უფრო ეფექტურად ფუნქციონირებს. სს პროკრედიტ ბანკმა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა, მათ მოქნილი და უსაფრთხო საბანკო მომსახურების სწრაფი და გამარტივებული გზები შესთავაზა. myDirect და სხვა დისტანციური არხები თქვენს ბანკს ერთ ციფრულ ზონაში აერთიანებს. ახალ შესაძლებლობებთან ერთად ბანკისთვის დიდი პასუხისმგებლობაა დაიცვას საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება.

ბანკი სხვადასხვა ციფრული/ელექტრონული არხების საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს მოსახურებებს, მაგალითად, შესაძლებელია მომსახურება შესთავაზოს ისეთი პლატფორმის ქვეშ, როგორიცაა myDirect, მაგრამ თითოეულ და ნებისმიერ მომსახურებაზე ვრცელდება მონაცემთა დაცვის იგივე წესები და პირობები, რაც განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით.

წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, მიზნებსა და საფუძვლებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას. აგრეთვე, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (General Data Protection Regulation) შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში - პოლიტიკა) სრულად ვრცელდება ბანკზე და ეფუძნება მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებს. პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას ბანკის, მისი შვილობილი კომპანიების, აფილირებული პირების და სხვა პარტნიორების მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის.

პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს პერსონალურ მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.

რა არის მონაცემები და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ?

წინამდებარე დოკუმენტში ტერმინი მონაცემები გულისხმობს პირის საბანკო ინფორმაციას, კომერციულინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს;

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით..

საბანკო ინფორმაცია - ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ;

კომერციული ინფორმაცია - პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც კომერციული ფასეულობის მატარებელია და რომლის გამჟღავნებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კომერციულ ინტერესებს.

მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი და/ან აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

ბანკი უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დამუშავებას სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი, ლეგიტიმური ან/და კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

სს პროკრედიტ ბანკი მონაცემებს ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ერონული ბანკის შესაბამისი რეგულაციებისა და აღიარებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ბანკი ამუშავებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელთა დაჯუფებაც მოიცავს, თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს, ჩამოთვლილი კატეგორიების მონაცემებს, ესენია:

საიდენტიფიკაციო მონაცემები:

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, ეროვნება, ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში.

ავტომატური იდენტიფიკაციის პროცესის გავლით მომსახურების მიწოდების მიზნით ვიდეო გამოსახულება და ფოტომასალა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, მობილური და ქალაქის ტელეფონის ნომრები, საკონტაქტო პირ(ებ)ზე ინფორმაცია.

დოკუმენტური:

პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა.

სოციო-დემოგრაფიული:

ინფორმაცია სამსახურის/პროფესიის, მოქალაქეობის, განათლების, სოციალური სტატუსის/შემოსავლების შესახებ და სხვა.

ფინანსური:

ინფორმაცია ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ტრანზაქციებთან (მათ შორის, სად და როდის განხორციელდა ესა თუ ის ტრანზაქცია) და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფომაცია, საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა, ინფომრაცია ვადაგადაცილებების, ფინანსური პროდუქტების, შემოსავლის, ქონებისა და სხვა აქტივების, განხორციელებული გადახდების ან/და გადარიცხვების შესახებ.

სახელშეკრულებო ინფორმაცია:

ინფორმაცია ბანკის მიერ გაწეული მომსახურების მიწოდებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.

ტრანზაქციული:

საგადახდო (საბანკო, ელექტრონული საფულის), ანგარიშის ნომერი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, ნაშთი, დეპოზიტები, თანხის განაღდებები, გადარიცხვები, ანგარიშებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

ინტერაქციული:

ბანკთან პირისპირ კომუნიკაციისას, ფიზიკური ფორმების შევსებისას, ტელეფონით, ელ-ფოსტით და სხვა არხებით (მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით) მოპოვებული ინფორმაცია.

ოჯახური მდგომარეობის, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია:

ქორწინების მოწმობა, ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო და დოკუმენტური მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის წევრების/საკონტაქტო პირების შესახებ, ინფორმაცია პირის გარდაცვალების თაობაზე, გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა და სხვა.

ტექნოლოგიური მოწყობილების შესახებ მონაცემები:

IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ, დეტალები იმის შესახებ თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას.

ტექნიკური:

ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობისას გამოყენებული მოწყობილებისა და ტექნოლოგიის შესახებ (კომპიუტერის ან ტელეფონის IP მისამართი, ოპერაციული სისტემა, ლოგ. ჩანაწერები).

ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული:

მონაცემები იმის შესახებ თუ სად იმყოფებით. მაგალითად, ინმფორმაცია, რომელიც შეგროვებულია თქვენი მობილური მოწყობილობის ადგილმდებარეობის განსაზღვრული ფუნქციების დახმარებით, როდესაც ითხოვთ ისეთ სერვისებს, რომელთა მიწოდება დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ ადგილსამყოფელზე.

აუდიო-ვიზუალური ჩანაწერები:

ვიდეო და აუდიომონიტორინგის სისტემის ჩანაწერები, ფოტოსურათები.

საჯარო მონაცემები:

საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია (მაგალითად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მონაცემთა სუბიექტმა სხვაგვარად ღიად ხელმისაწვდომი გახადა მის შესახებ.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები:

ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლობის. ადმინისტრაციული პატიმრობის, ბრალდებულად ცნობის შესახებ, ასევე ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა სახის გამოსახულება და სხვა.

მონაცემები, რომელთა დამუშავების ვალდებულება ბანკს გააჩნია კანონმდებლობით:

მონაცემები, რომეთა დამუშავები ვალდებულებაც გვაქვს კანონმდებლობით (მაგალითად იდეტიფიკაცია-ვერიფიკაციის, KYC-ის, AML - ის მიზნობრიობით დამუშავებული მონაცემები) და სხვა.

არასრულწლოვან პირთა მონაცემები:

არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებას ბანკი ახორციელებს არასრულწლოვნის თანხმობის საფუძველზე თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვნის შესახებ მონაცემებს ბანკი ამუშავებს მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გატვალისწინებული შემთხვევებისა.

გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები:

გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დამუშავებას ბანკი ახორციელებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება:

საბანკო მომსახურების დისტანციურად მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თქვენ უნდა გაიაროთ ელექტრონული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც, ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით, სს პროკრედიტ ბანკი საქართველო მოიპოვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის (ბიომეტრიულ) მონაცემებს. ონლაინ იდენტიფიკაციის მიზანია მომხმარებლის უტყუარი იდენტიფიკაცია მისთვის სასურველი საბანკო მომსახურების გასაწევად, ხელი შეუწყოს კლიენტების ელექტრონულ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას და გაამარტივოს კლიენტების მომსახურების პროცესი. კლიენტების ონლაინ მომსახურებისათვის ბანკი იყენებს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას. ბიომეტრიული იდენტიფიკაცია სრულდება ,,იდენტომატის’’ სისტემის საშუალებით. (ვიზუალური ჩანაწერის და ფოტოსურათის სახით).

თქვენი ელექტრონული იდენტიფიკაციისას/ვერიფიკაციისას ბანკი, პიროვნების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, იყენებს ტექნიკურ უზრუნველყოფას (შემდგომში „იდენტომატი“). კერძოდ, პიროვნების ნამდვილობის დადგენისას იდენტომატის საშუალებით ხორციელდება ვიდეოსა და დინამიური სელფის გადაღება, რომლის საშუალებთ დგინდება კლიენტის ნამდვილობა - ვრწმუნდებით, რომ კამერის მეორე მხარეს ცოცხალი ადამიანია და არ არის გამოყენებული ნიღაბი, ფოტო, მანეკენი ან სხვა საშუალება. თქვენი მონაცემის შედარება ხდება წარმოდგენილ საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილ ფოტოსთან;

გასათვალისწინებელია ის, რომ ,,იდენტომატის“ მიერ გამოიყენება ვებსერვისები, რომელთა სერვერებიც მდებარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე, იმ სახელმწიფოებში, რომელთა საქმიანობაც შეესაბამება GDPR-ის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულ სასერვერო რესურსებზე განთავსებული მონაცემები დაშიფრულია და სასერვერო რესურსების მომწოდებლებს არ აქვთ წვდომა მონაცემების შინაარსზე.

მზა ჩანაწერები (Cookies)

ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება, დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ.ქუქი ფაილები არის ძალიან მცირე ზომის ტექსტური დოკუმენტები ან კოდური ნაწილები, რომლებიც ხშირად უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს შეიცავს. ვებ-გვერდზე სტუმრობის ან მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, კომპიუტერი გთხოვთ ნებართვას, შეინახოს ეს ფაილი თქვენს მოწყობილობაზე და მოიპოვოს ინფორმაციაზე წვდომა. ქუქი ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ვებ-გვერდზე შესვლის თარიღს, დროს და კონკრეტული ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის გამოყენების მეთოდს.

ქუქი ფაილები საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ონლაინ პალტფორმაზე ვიზიტის პერიოდში თქვენი სისტემაში ყოფნა უწყვეტად მიმდინარეობს და ვებ-გვერდი შეუფერხებლად მუშაობს. ქუქი ფაილების საშუალებით ჩვენ ასევე ვაფასებთ ვებ-გვერდის გამოყენების ხარისხს და ეს ინფორმაცია გვეხმარება მის გაუმჯობესებაში. ამასთანავე, ქუქი ფაილები გამოიყენება თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამების საჩვენებლად.

ქუქი ფაილების ტიპები, რომელსაც ბანკი იყენებს: აუცილებელი ქუქი ფაილები, სამუშაო მაჩვენებლების, ფუნქციური მაჩვენებლების, სარეკლამო/მიკვლევადობის, არაკლასიფიცირებული ქუქი ფაილები.

თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ ან არ დაეთანმხოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას. ასევე, ქუქი ფაილების ტიპებიდან საჭიროებისამებრ აირჩიოთ მხოლოდ ერთ-ერთი. ბრაუზერში შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები და დარწმუნდეთ, რომ ქუქი ფაილები დაიბლოკა. ბრაუზერების უმეტესობა, ღილაკის „დახმარების ფუნქცია“ გამოყენებით, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, თუ როგორ შეასრულოთ ეს ქმედება. გასათვალისწინებელია, რომ ქუქი ფაილების დაბლოკვის შემთხვევაში, თქვენ ვერ ისარგებლებთ ვებ-გვერდის ყველა ტექნიკური მახასიათებლით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვებ-გვერდის სრულყოფილი მოხმარების გამოცდილების ხარისხზე.

მონაცემთა დამუშავების მიზანი:

ბანკი ამუშავებს თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი და ლეგიტიმური მიზნებისთვის, ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი მიზნის პროპორციულად. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგი მიზნებით:

  • თქვენთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევა/გაუმჯობესება/განვითარება (მათ შორის დისტანციური მომსახურების გაწევა);
  • ბანკთან სახელშეკრულებო/წინასახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
  • თქვენთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი თანხმობით ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების/პროდუქტის შემოთავაზება, მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და დაგეგმვა;
  • თქვენი გადახდისუნარიანობის ანალიზი;
  • მიმდინარე საკრედიტო პროდუქტის მონიტორინგი;
  • თქვენთან ფინანსურად დაკავშირებული პირისთვის საკრედიტო მომსახურების გაწევა/მისი მიმდინარე საკრედიტო პროდუქტის მონიტორინგი;
  • მონაცემთა განახლება/გასწორება/შევსება;
  • კლიენტისათვის შესაბამისი შეტყობინების/კორესპოდენციის გაგზავნა/ჩაბარება;
  • თქვენი პრეტენზიებისა და განცხადებების განხილვა/გადაწყვეტა
  • საბანკო პროცესების/საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ბანკის მიზნებისათვის სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, კვლევის/მომსახურების განხორციელება/კონსულტირება, რეპორტების მომზადება;
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლისთვის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის , აუდიტორული კომპანიებისათვის მონაცემების ხელმისაწვდომობა;
  • ბანკის დამფუძნებელთან ანგარიშგება;
  • სხვადასხვა (ვიზა, მასტერქარდი და სხვა საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა;
  • ბანკის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ფინანსური დანაშაულის პრევენცია, თაღლითობისა და კანონის შესაბამისად სხვა დასჯადი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, აღკვეთა და თავიდან აცილება;
  • ჩვენი და თქვენი საკუთრებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • ბანკის ლეგიტიმური ინტერესების ან/და სამართლებრივი უფლებების დაცვა;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი:

  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:
  • თქვენი თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა ბანკისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • ბანკის კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესების დაცვა;
  • თქვენი განცხადება მომსახურების მიღების თაობაზე;
  • სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება ან თქვენთან გარიგების დადება.
  • მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო მომსახურების მიღებისთვის სავალდებულოა კლიენტის მხიდან შესაბამისი მონაცემების მოწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი გითხრათ ან აგრეთვე შეგიწყვიტოთ მომსახურების გაწევა.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (წყაროები)?

ბანკის მიერ მონაცემების შეგროვება ხდება უშუალოდ თქვენგან და მესამე პირებისგან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე პირები ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან და ინფორმაციის გადაცემა გათვალისწინებულია კანონით.

ბანკის მიერ მონაცემების შეგროვება უშუალოდ თქვენგან ხდება:

ფილიალში ვიზიტის დროს, ასევე ბანკის ვებ გვერდის ან ბანკის დისტანციური არხების საშუალებით. კერძოდ, პერსონალური მონაცემები ჩვენთან მაშინ მუშავდება, როდესაც პირი მოგვმართავს მომსახურების მისაღებად ან/და ხდებით ჩვენი მომხმარებელი, ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას, არეგისტრირებს მომსახურებას ან რეგისტრირდება ჩვენს ონლაინ სერვისებზე, ხელს აწერს კონტრაქტს, იყენებს ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას ან გვიკავშირდება ბანკის ერთ-ერთი დისტანციური არხით, მათ შორის გვიგზავნის წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით.

მესამე პირები/ორგანიზაციები/საჯარო წყაროები საიდანაც ხდება ინფორმაციის მოპოვება:

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, შემოსავლების სამსახური სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერები და სხვა. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ხდება კანონმდებლობის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს?

ბანკი მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს.

თქვენ შესახებ ბანკში არსებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება მესამე მხარეებისთვის, გარდა შემდეგი პირებისა და შესაბამისად განსაზღვრული მოცულობისა:

  • სახელისუფლებო/სასამართლო/საზედამხედველო/მაკონტროლებელი ან/და სარეგისტრაციო, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკი, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სხვა;
  • საკრედიტო ბიურო - ბანკი სს ,,საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740) უზიარებს თქვენს მონაცემებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, თქვენთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ბანკის დამფუძნებლები და მათი მაკონტროლებელი სუბიექტები;
  • მომსახურების გამწევი პირები. ამასთან, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული დავალებისთვის/სერვისისთვის. აღნიშნულ პირებს აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
  • თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ:

  • თუ თქვენ გაქვთ ჩვენი საბანკო პლასტიკური ბარათები, დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციის შესახებ მივაწვდით იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ მომსახურების მიწოდებაში (როგორებიცაა მაგალითად, საერთაშორისო საგადახდო სისტემის ოპერატორი Visa Inc და MasterCard Incorporated);
  • თუ თქვენ დაზღვევას ჩვენი მეშვეობით ახორციელებთ, შესაძლოა თქვენი პერსონალური, საბანკო თუ კომერციული მონაცემები გადავცეთ სადაზღვევო კომპანიას და სხვა გადამზღვევ პირს;
  • ზემოაღნიშნული მომსახურების გამწევი პირები ასევე არიან მაგალითად: Quipu GmbH (პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების გადამამუშავებელი ცენტრი და ასევე პროკრედიტ ჯგუფის წევრი); Identomat Inc (დისტანციური იდენტიფიკაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი), საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (მათ შორის შპს „თიბისი ფეი“ ) და სხვა;

იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების მომსახერებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:

  • იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
  • ბანკის კონტრაქტორები, რომლებიც იყენებენ ბანკის საგადახდო მომსახურებას საკუთარი კლიენტების (აბონენტების) გადასახდელების მისაღებად (ე.წ. ბილინგი), მათ შორის სს „თელასი“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და სხვ.;

ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ჩამონათვალი არ არის სრული, ამომწურავი და დროდადრო მესამე პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. მიუხედავად ამისა, ბანკის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტი შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

როგორ ვმართავთ შეგროვებულ მონაცემებს და როგორ ვუზრუნველვყოფთ მათ კონფიდენციალურობას/უსაფრთხოებას?

ბანკის მიერ დადგენილი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები უზრუნველყოფს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამოყენებისგან, განადგურებისაგან, დაკარგვისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან და მოპოვებისაგან.

ჩვენ გვჯერა, რომ მონაცემთა დაცვა თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მონაცემთა სათანადო დაცვის საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ასამაღლებლად სს „პროკრედიტ ბანკი“ არაერთ ტრენინგს ატარებს თითოეული თანამშრომლისთვის, სადაც განხილულია, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მნიშვნელობა. გარდა ამისა, თანამშრომლის წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე შეზღუდულია მისი საქმიანობიდან გამომდინარე (ბანკი თქვენს მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საქმიანობიდან გამომდინარე სჭირდებათ ასეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა). ამასთანავე, თითოეული თანამშრომელი ექვემდებარება ქცევის კოდექსს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებსაც.

გარდა იმისა, რომ სს „პროკრედიტ ბანკი“ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს, ბანკი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებულ უსაფრთხოების სტანდარტებსა და პრაქტიკებსაც.

პროკრედიტ ბანკი არ უზრუნველყოფს და არ არის პასუხისმგებელი იმ ვებ-გვერდების უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა/ხელმისაწვდომობასა და შინაარსის დაცვაზე, რომლებიც არ წარმოადგენს ბანკის საკუთრებას, თუმცა ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ბმულების მეშვეობით.

თქვენი მონაცემების ავტომატიზებული დამუშავება

ავტომატიზებულად,, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან/და მოვიპოვებთკანონით გათვალისწინებულ საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ავტომატიზებული ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ჩვენ მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა თუ მომასხურების ხარისხზე. თუ თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის ფორმით დამუშავება წამრმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს თქვენთვის და ზემოაღნიშნული ფორმით მონაცემთა დამუშავება არ არის გათვალისწინებული კანონით, თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება თაღლითობისა და ფულის გათეთრების, ეკონომიკური სანქციებისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციისა და რისკების დაიდენტიფიცირების მიზნით. ბანკის მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, უფლებას ვიტოვებთ, დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან/და უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე ხდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. მათი დამუშავება გვეხმარება თქვენზე მორგებული საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებების გასაკეთებლად. შეთავაზება შესაძლოა მოიცავდეს კვლევებში, გამოკითხვებში, წამახალისებელ გათამაშებებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციას. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მარკეტინგული მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. თქვენ მიერ ზემოაღნიშნული თანხმობის გამოხმობა ხეორციელდება უსასყიდლოდ. ჩვენ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში, შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა შესაძლებელი განხორციელდეს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ვიზიტის დროს, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის, ელექტრონული ფოსტის, ასევე SMS NO-ს საშულაებით, წინამდებარე დოკუმენტით განსაზრვრულ საკონტაქტო მონაცემებზე (იხ. „დაგვიკავშირდით“ ქვეთავი) შეტყობინების გაგზავნის/შესაბამისი მოხოვნის დაფიქსირების გზით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის კვლავ საინტერესო გახდება ჩვენი საბანკო პროდუქტი ან მომსახურება, მიუხედავად თქვენ მიერ გაცხადებული უარისა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის მონაცემთა დამუშავების თაობაზე, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი არხით მოგვმართოთ და განაახლოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირი მარკეტინგის წესი არ ვრცელდება მომხმარებლისთვის მის აქტიურ პროდუქტებთან დაკავშირებით მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ბანკი უზრუნველყოფს ამ პროდუქტზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კლიენტისთვის მოწოდებას.

თქვენი უფლებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ უსასყიდლოდ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ყოველგვარი უზუსტობის გამოსარიცხად, წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „მონაცემები“ წაროადგენს/გულისხმობს პირის პერსონალურ მონაცემებს.

ბანკი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ, მონაცემთა დამუშავების მიზნები, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, რა გზით შეგროვდა და როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები. ასევე, თქვენ გაქვთ უფლება დააზუსტოთ ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) ან მონაცემთა შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, ვის გადაეცა თქვენი მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი, ინფორმაცია ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედგეგად მიღებული გადაწყვეტილებების ან გამოყენებული ლოგიკის შესახებ, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

თქვენ შეგიძლიათ უსაყიდლოდ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ, გრდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;ბ) ბანკის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და/ან წაშლა, განადგურება, ასევე მონაცემთა გადატანა (ინფორმაციის ავტომატური დამუშავების შემთხვევაში), თუ ისინი მცდარი, არაზუსტი ან არასრულია, არ არის განახლებული, სადავოა მონაცემთა ნამდვილობა/სიზუსტე, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა/ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ფორმით, მათ შორის გრაფაში „დაგვიკავშიდით“ განსაზღვრული წესით (ფილიალში ვიზიტი, ინტერნეტ/მობაილ ბანკი/ელექტრონული ფოსტა), უარი განაცხადოთ/გამოიხმოთ თქვენ მიერვე გაცემული თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს და მიიღოთ ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ. თანხმობის გამომობის შემთხვევაში ბანკმა შესაძლებელია უარი თქვას თქვენს მომსახურებაზე სრულად ან ნაწილობრივ და/ან შეწყვიტოს თქვენთან გაფორმებული ნებისმიერი სახისა და შინაარსის ხელშეკრულება. შესაბამისად, თანხმობის გამოხმობით თქვენ ვერ შეძლებთ თქვენთვის სასურველი ან სრულყოფილი მომსახურების მიღებას. კლიენტის მიერ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია უსასყიდლოდ.

ბანკი ვალდებულია თქვენი მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, შეწყვეტის, წაშლის, განადგურების თაობაზე დააკმაყოფილოს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. ზემოაღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაცნობოთ. თქვენ ასევე უფლება გაქვთ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კანონით პირდაპირ განსაზღვრულ ღირებულებებს/ინტერესებს;

ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის უფლება. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული ბანკების საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებისა და სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

ზემოაღნიშნული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ ბანკი მის გადაწყვეტილებას აცნობებს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის კანონით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.

პერსონალურ მონაცემტა სუბიექტის გასაჩივრების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და სხვა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები

თქვენი პერსონალური მონაცემების ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა გადაცემის შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს მონაცემების გადაცემისა და დამუშავების უსაფრთხოებას საქართველოს განონმდებლობისა და წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.

ბანკის მიერ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა დასაშვებია ჩამოთვლილ შემთხვევებში:

- ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება სარგებლობს დაცვის სათანადო გარანტიებით;

- მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით;

- მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

- თქვენ განაცხადებული გაქვთ წერილობითი თანხმობა მონაცემთა გადაცემის თაობაზე.

სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების შემდგომი გადაცემა მესამე მხარისთვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა შემდგომი გადაცემა ემსახურება თავდაპირველ მიზნებს და აკმაყოფილებს მონაცემთა გადაცემისთვის ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ საფუძვლებსა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ მონაცემებს ვინახავთ თქვენთვის მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენახვის ვადების შესაბამისად.

თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის საფუძველია : მონაცემთა შენახვის ვადა კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული მონაცემები მუშავდება და ინახება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად, კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად, თქვენი ან ბანკის უფლებების დასაცავად, შესაძლო საქმისწარმოების/სამართალწარმოებისა და მტკიცებულებების შენახვის საჭიროების მიზნით, ბანკის ქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, ჩვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თაღლითობასა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, ბანკისათვის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. ,

ამდენად, ბანკში ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც დადგენილია კანონმდებლობით, განსაზღვრულია ბანკის შიდა წესით ან აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად . პერსონალური მონაცემები შესაძლებელია შევინახოთ 15 წელზე მეტი ვადით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს შესაბამისი ლეგიტიმური ან/და სამართლებრივი საფუძველი.

მონაცემთა დაცვის რეკომენდაციები

გაცნობებთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. პოლიტიკის უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია ბანკის ვებგვერდზე www.procreditbank.ge.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები რამდენიმე მარტივი გზით:

  • ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად, ვებ ბრაუზერში აკრიფეთ ბანკის ინტერნეტ მისამართი (www.procreditbank.ge). ინტერნეტ ბანკინგის სისტემას კი დაუკავშირდით URL მისამართის ველში https://online.procreditbank.ge აკრეფვით ან ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ბმულის გამოყენებით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები გარდა ზემოთ ხსენებულისა.
  • ნუ გაუმჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს/კონფიდენციალურ ინფორმაციას სატელეფონო ზარების განმახორცეილებელ უცხო პირს ან მესამე პირს; არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურის პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • თავად შეავსეთ ვიდეო იდენტიფიკაციის ან/და სხვა საბანკო მომსახურების ვებ-განაცხადი;
  • მომსახურების მისაღებად გამოიყენეთ პირადი მოწყობილობები;
  • გამოიყენეთ პირადი საკონტაქტო მონაცემები (მაგალითად: მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა);
  • ინტერნეტით საბანკო ოპერაციების განხორციელებისას დარწმუნდით, რომ იყენებთ უსაფრთხო ბრაუზერს და ანტი-ვირუსის განახლებულ პროგრამას.
  • ნუ გახსნით უცნობი წყაროებიდან ელ-ფოსტით მიღებულ შეტყობინებებს.
  • ინტერნეტბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ იმყოფებით პროკრედიტ ბანკის დაცულ ვებგვერდზე: https://online.procreditbank.ge/login;
  • ჩვენი ონლაინ საბანკო პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ პირად კომპიუტერზე და არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი Wi-Fi ინტერნეტით;
  • ნუ დატოვებთ კომპიუტერს უკონტროლოდ, თუ თქვენ შესული ხართ ინტერნეტბანკში. მუშაობის დასრულების შემდეგ დატოვეთ პროგრამა მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით;
  • ვებ-ბრაუზერს ნუ მისცემთ უფლებას, მომავალში ავტომატურად დალოგინების მიზნით შეინახოს ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
  • ვებ-ბრაუზერს ნუ მისცემთ უფლებას, მომავალში ავტომატურად დალოგინების მიზნით შეინახოს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
  • თქვენი მონაცემების, მათ შორის საბანკო პლასტიკურ ბარათზე დატანილი მონაცემების გამოყენებისას, ყურადღება მიაქციეთ გარემოს, რომ ინფორმაცია არ გახდეს მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი;
  • ნუ ანდობთ თქვენს პლასტიკურ ბარათს მომსახურების გამწევ პერსონალს გადახდის განხორციელების მიზნით;
  • მიჰყევით ბანკის მიერ კონკრეტული მომსახურებისთვის განსაზღვრულ დამატებით ზომებს/რეკომენდაციებს;
  • თქვენს მოწყობილობებზე დაამონტაჟეთ ანტივირუსული პროგრამა, ანტიჯაშუშური პროგრამა და firewall; ეცადეთ, რეგულარულად განაახლოთ ეს პროგრამები;
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე ონლაინ საქმიანობის დროს: ეცადეთ, ამოიცნოთ ისეთი უჩვეულო აქტივობა, როგორიცაა ახალი ვებ-გვერდის მისამართის ან ელ-ფოსტით გამოგზავნილი ფიშინგ შეტყობინების საშუალებით პერსონალური ან კონფიდენციალური საბანკო მონაცემების მოთხოვნა;
  • გაითვალისწინეთ, რომ ბანკი არ მოგთხოვთ ისეთი კონფიდენციალური მონაცემების გაზიარებას (სატელეფონო ზარისა თუ SMS შეთყობინების საშუალებით), როგორიცაა: პასკოდი, პაროლი, ბარათის PIN კოდი, ბარათის ნომერი (PAN), ტრანზაქციის ავტორიზაციის ნომერი (TAN), 3D კოდი, მომსახურების აქტივაციის კოდი, ძლიერი ავთენთიფიკაციის კოდი;
  • ნუ ისარგებლებთ ბრაუზერის ავტომატურად შევსების პოლიტიკით იმ მომსახურებით სარგებლობის დროს, რომელიც ვინაობის იდენტიფიკაციას ან/და ავტორიზაციის მონაცემებს საჭიროებს (მაგ.: საიდენტიფიკაციო ნომერი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და მსგავსი ინფორმაცია).

დაგვიკავშირდით

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე თქვენი უფლებების რეალიზებისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, თამარ ასათიანს - ელ ფოსტა: tamari.asatiani@procredit-group.com, ტელ: 598 21 70 31ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს, დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე/ელ-ფოსტებზე.

ჩვენთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, ამიტომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საეჭვო შეტყობინების/ინფორმაციის მიიღების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრის ნომერზე: *2222 ან (32) 220 22 22, 09:00 საათიდან 21 : 00 საათამდე პერიოდში ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.iso@procredit-group.com. ფილიალებს შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის სამუშაო საათებში.

This cookie policy has been created and updated by CookieFirst.com.