საერთო რეპორტინგის სტანდარტი (CRS)
რა არის CRS?
G20-ის ლიდერების მხარდაჭერით შეიქმნა ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთო მოდელი - შემუშავდა ანგარიშგების საერთო სტანდარტი („CRS“) და კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების მოდელი („CAA“).
საქართველოს სახელმწიფომ 2022 წლის 9 ნოემბერს მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც აიღო ვალდებულება შეურთდეს მიღებულ საერთო რეპორტინგის სტანდარტებს.
იურიდიული პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული საგადასახადო რეგულაციები მოითხოვს პროკრედიტ ბანკმა შეაგროვოს გარკვეული ინფორმაცია თითოეული ანგარიშის მფლობელის საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ შეავსოთ ეს ფორმა, გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს/პირებს. ანგარიშის მფლობელის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მოწოდებული ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე. ანგარიშის მფლობელმა პროკრედიტ ბანკს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტაცია, ინფორმაცია ან ახალი ფორმები საჭიროების შემთხვევაში.
პროკრედიტ ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ფორმაში მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის დამოუკიდებელ გადამოწმებაზე და დაეყრდნობა ინფორმაციას, როგორც სრულსა და ზუსტს ყველა მატერიალური თვალსაზრისით. პროკრედიტ ბანკი არ მიიღებს აღნიშნულ ფორმას, თუკი გააჩნია გონივრული ეჭვი რომ თვით-დეკლარაციით მოწოდებული ინფორმაცია არასწორია.
ვინ უნდა შეავსოს აღნიშნული ფორმა?
ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში თვით-დეკლარაცია უნდა შეავსოს ყველა ანგარიშის მფლობელმა. პირი შეიძლება იყოს ანგარიშის მფლობელი ან მოქმედებდეს სხვა კლიენტების/ანგარიშის მფლობელების სახელით.
თვით-დეკლარაციის ვადიანობა
თვით-დეკლარაცია ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით, თუ არ შეიცვლება მოწოდებული ინფორმაცია.
არავალიდური ფორმის წარმოდგენის შედეგები
პროკრედიტ ბანკი ვალდებულია მოცემული ფორმით მოწოდებული ინფორმაციის ვალიდურობა გადაამოწმოს იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ფლობს ანგარიშის მფლობელის შესახებ. თუკი რაიმე მიზეზით გამოვლინდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, მაშინ ფორმა შესაძლოა იყოს უარყოფილი. პროკრედიტ ბანკს, წესების შესაბამისად, შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა.
მეტი ინფორმაცია
თუკი გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ შემდეგი ვებ გვერდი:
OECD - საერთო რეპორტინგის სტანდარტი (CRS)
ტერმინთა განმარტება
შენიშვნა: მოცემული შერჩეული განმარტებები მოწოდებულია, რათა დაგეხმაროთ ამ ფორმის შევსებაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები არსებითი საგადასახადო პრინციპების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს საგადასახადო მრჩეველს, ან შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
აქტიური არაფინანსური ინსტიტური (აქტიური NFE) - რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ კრიტერიუმს:
- NFE-ის წინა კალენდარული წლის მთლიანი შემოსავლის 50%-ზე ნაკლები წარმოადგენს პასიურ შემოსავალს და აღნიშნულ შემოსავალს აგენერირებს NFE-ის მფლობელობაში არსებული აქტივების 50%-ზე ნაკლები;
- NFE-ის აქციები რეგულარულად ივაჭრება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ან NFE არის დაკავშირებული ორგანიზაციასთან, რომლის აქციები რეგულარულად ივაჭრება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე;
- NFE-ი არის სამთავრობო ერთეული, საერთაშორისო ორგანიზაცია, ცენტრალური ბანკი ან ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად ზემოაღნიშნულთა მფლობელობაშია;
- NFE-ის ყველა საქმიანობა მოიცავს არსებული მარაგის ფლობას (მთლიანად ან ნაწილობრივ) ან დაფინანსებისა და მომსახურების უზრუნველყოფას ერთი ან მეტი შვილობილი კომპანიისთვის, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას ან სხვა ბიზნეს საქმიანობას, გარდა ფინანსური ინსტიტუტისა;
- NFE-ი ჯერ არ ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და არ აქვს წინა საოპერაციო ისტორია, (start-up NFE), მაგრამ ახორციელებს კაპიტალის ინვესტირებას აქტივებში ბიზნესის წარმართვის მიზენით (გარდა ფინანსური ინსტიტუტისა). ეს გამონაკლისი შემოიფარგლება NFE-ის დაარსებიდან 24 თვის მანძილზე;
- NFE-ი არ იყო ფინანსური ინსტიტუტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და იმყოფება მისი აქტივების ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესში ბიზნესის გაგრძელების ან განახლების განზრახვით (გარდა ფინანსური ინსტიტუტისა);
- NFE ძირითადად ეწევა დაფინანსებისა და ჰეჯირების ტრანზაქციებს დაკავშირებულ სუბიექტებთან ან მის სასარგებლოდ, რომლებიც არ არიან ფინანსური ინსტიტუტები და არ უწევს დაფინანსებას ან ჰეჯირების მომსახურებას ისეთ ერთეულებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სუბიექტები, იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი დაკავშირებული სუბიექტების ჯგუფი არ არის ფინანსური ინსტიტუტისა; ან
- NFE აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას „არაკომერციული NFE“-სთვის:
- დაფუძნებულია და მოქმედებს თავისი რეზიდენტობის იურისდიქციაში, ექსკლუზიურად რელიგიური, საქველმოქმედო, სამეცნიერო, მხატვრული, კულტურული, სპორტული ან საგანმანათლებლო მიზნებისათვის; ან დაფუძნებულია და მოქმედებს თავისი რეზიდენტობის იურისდიქციაში, და არის პროფესიული ორგანიზაცია, ბიზნეს ლიგა, სავაჭრო პალატა, შრომის ორგანიზაცია, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია ან მებაღეობა, სამოქალაქო ლიგა ან ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის;
- გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან თავისი რეზიდენტობის იურისდიქციის ფარგლებში;
- არ ჰყავს აქციონერები ან წევრები, რომლებსაც აქვთ საკუთრების ან ბენეფიციარის ინტერესი ორგანიზაციის შემოსავალში ან აქტივებში;
- NFE-ის რეზიდენტობის იურისდიქციის მოქმედი კანონები ან NFE-ის დაფუძნების დოკუმენტები არ იძლევა უფლებას რაიმე შემოსავალი ან აქტივები განაწილდეს ან გამოყენებულ იქნას კერძო პირის ან არასაქველმოქმედო ორგანიზაციის სასარგებლოდ; და
- NFE-ის რეზიდენტობის იურისდიქციის მოქმედი კანონები ან NFE-ის დაფუძნების დოკუმენტები მოითხოვს, რომ NFE-ის ლიკვიდაციის ან დაშლის შედეგად, მთელი მისი აქტივები გადაეცეს სამთავრობო ერთეულს ან სხვა არაკომერციულ ორგანიზაციას, ან გადაეცემა NFE-ის რეზიდენტობის იურისდიქციის მთავრობას ან რომელიმე პოლიტიკურ ქვედანაყოფს.
კონტროლი - ჩვეულებრივ ხორციელდება ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ, რომლებსაც საბოლოოდ გააჩნიათ მაკონტროლებელი ფლობის ინტერესი ორგანიზაციაში (ჩვეულებრივ გარკვეული პროცენტული ფლობის საფუძველზე (მაგ., 25%)) იმ შემთხვევაში, როდესაც არცერთი ფიზიკური პირი (პირები) არ ახორციელებს კონტროლს საკუთრების უფლების მეშვეობით, ორგანიზაციის მაკონტროლებელი პირ(ებ)ი იქნებიან ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციაზე კონტროლს სხვა საშუალებებით. როდესაც არცერთი ფიზიკური პირ(ებ)ი არ არის/იდენტიფიცირებული, როგორც ორგანიზაციის კონტროლის განმახორციელებელი (მაგალითად, როდესაც არცერთ პირს არ აქვს კონტროლი 25%-ზე მეტი მფლობელობით) მაშინ CRS-ის მიხედვით ანგარიშგებას დაქვემდებარებულ პირად ითვლება უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელი ფიზიკური პირი.
მაკონტროლებელი პირ(ებ)ი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს კონტროლს ორგანიზაციაზე. როდესაც ორგანიზაციის სტატუსია პასიური არა-ფინანსური ორგანიზაცია („პასიური NFE“), მაშინ ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია დაადგინოს, არიან თუ არა მისი მაკონტროლებელი პირები ანგარიშგებას დაქვემდებარებული ქვეყნის წარმომადგენლები. ეს განმარტება შეესაბამება ტერმინს ორგანიზაციის „ბენეფიციარი მესაკუთრე“, როგორც ეს აღწერილია FATF-ის რეკომენდაციების მე-10 ნაწილში, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წლის თებერვალში.
ორგანიზაცია - იურიდიული პირი, როგორიცაა კორპორაცია, ორგანიზაცია, პარტნიორობა, ტრასტი ან ფონდი. მოცემული ტერმინი მოიცავს ნებისმიერ პირს, გარდა ფიზიკური პირისა.
პასიური NFE-ი - CRS-ის მიხედვით ნებისმიერი: (i) NFE, რომელიც არ არის აქტიური NFE; და (ii) საინვესტიციო სუბიექტი, რომელიც მდებარეობს იურისდიქციაში, რომელზეც არ ვრცელდება CRS მოთხოვნები და იმართება სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ.
დაკავშირებული ორგანიზაცია - ორგანიზაცია დაკავშირებულია სხვა ორგანიზაციასთან, თუ რომელიმე ორგანიზაცია აკონტროლებს მეორეს ან ორგანიზაციებს ყავთ საერთო მაკონტროლებელი. ამ მიზნით, კონტროლი გულისხმობს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობის 50%-ზე მეტ წილს ორგანიზაციაში ხმებისა და ღირებულების მიხედვით.
ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში - ანგარიში, რომელსაც ფლობს ერთი ან მეტი ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი, ან პასიური NFE ერთი ან მეტი მაკონტროლებელი პირით რომლებიც არიან ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირ(ებ)ი.
ანგარიშგებას დაქვემდებარებული იურისდიქციის პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ანგარიშგებას დაქვემდებარებული იურისდიქციის რეზიდენტია მოცემული იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობით, ან ანგარიშგებას დაქვემდებარებული იურისდიქციის რეზიდენტის მემკვიდრეა. ამ მიზნით, იურიდიული პირები როგორიცაა ამხანაგობა, შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა, ან მსგავსი სამართლებრივი ფორმები, რომელთაც არ აქვთ რეზიდენტობა საგადასახადო მიზნებისთვის, განიხილება როგორც რეზიდენტი იმ იურისდიქციის, სადაც ოპერირებს მენეჯმენტი.
TIN - გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფუნქციური ექვივალენტი TIN-ის არარსებობის შემთხვევაში.