Eng

პროკრედიტი და UN Women Georgia ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

გამოქვეყნდა: 13.06.2025

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, პროკრედიტ ბანკის შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის პროექტს. პროექტი გულისხმობს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად, სპეციალურად შექმნილი ტრენინგების, გრანტების და მენტორული სესიების დახმარებით, რეგიონში მცხოვრებ ქალებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოტივაცია, პოტენციალი, უნარები, იდეები მიმზიდველ საგრანტო წინადადებებად შეეკრათ და შემოსავლის წყაროდ ექციათ. პროექტი “ფონდი ტასოსჩართულობით და ორგანიზებით მიმდინარეობდა, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოწყვლად ქალთა ჯგუფებთან აქტიურად მუშაობს.

სპეციალურად შექმნილი ტრენინგების სერიის მიზანი იყო პროექტში ჩართული ქალებისთვის მოტივაციის გაზრდა, მათი შესაძლებლობების ჩვენება და ბიძგი, რაც მათ მეტ სითამამეს შესძენდა და გაძლიერების კონკრეტულ გზას დაანახებდა.

პროექტის ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტში 200 ქალი ჩაერთო, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან. შედეგად, 80-მა დაინტერესებულმა ქალმა გაიარა სასწავლო კურსი ბიზნეს ტრენინგი დამწყები მეწარმე ქალებისთვის“, რომელიც მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სესიებს. ტრენინგებს ჯგუფური მენტორინგის სესიებიც ახლდა. ტრენინგებისოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთანთანამშრომლობით ჩატარდა, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით. საწავლო კურსი მონაწილე ქალების დიდი ჩართულობით და ინტერესით მიმდონარეობდა.

კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საგრანტო კონკურსში, რომელი სპეციალურადქალთა შემოსავლის მომტანი საქმიანობის მხარდასაჭერადშეიქმნა. 79 ქალმა (80 ქალიდან) წარადგინა ინდივიდუალური ბიზნეს გეგმა, რომელიც მათ სოფლებში უნდა განხორციელდეს. თითოეული განაცხადი ითხოვდა სხვადასხვა მოცულობის დაფინანსებას. თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად შეფასდა, სპეციალური კომისიის მიერ. შეფასების მეთოდოლოგია გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპებს ემყარებოდა და ასევე ფასდებოდა იდეის განხორციელების შესაძლებლობა და პოტენციალი.

გაიცა რეკომენდაცია ყველა 79 განაცხადის დასაფინანსებლად. ამ ეტაპზე, ქალებთან უკვე გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულებები, ხოლო სოფლად მიმდინარეობს ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები და შესყიდვები. პარალელურად, მიმდინარეობს ინდივიდუალური მენტორინგის სესიებიც, რაც ქალებს თავიანთი საქმიანობის წარმატებით დაწყებაში დაეხმარება.

თითოეულ პროექტში, რომელიც სოფლად მცხოვრებმა ქალებმა წარმოადგინეს, ძლიერი, გულწრფელი მოტივაცია და ცვლილების სურვილი იგრძნობოდა. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, თემში არსებულ საჭიროებებზე ზუსტი ხედვა, ინოვაციური და პრაქტიკული იდეები მცირე რესურსით - ასე ხასიათდება თითოეული წარდგენილი იდეა და პროექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ინიციატივის ირგვლივ ერთიანდებიან პასუხისმგებლიანი ორგანიზაციები დიდი გამოცდილებით, საერთო ხედვით და ღირებულებებით.

იხილეთ სიუჟეტი პროექტის თაობაზე