Eng

Apple Pay

Apple Pay

გადაიხადე სწრაფი მარტივი და დაცული Apple Pay ციფრული საფულით!

რა არის Apple Pay?

Apple Pay ციფრული საფულე გადახდის უკონტაქტო მეთოდია, რომლის საშუალებითაც მარტივად და უსაფრთხოდ გააკეთებთ სასურველ შენაძენს მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ონლაინ სივრცეში.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Apple მოწყობილობა (iPhone, iPad, Mac ან Apple Watch) და პროკრედიტ ბანკის მასტერქარდ ბარათის Apple Pay-სთან დაკავშირება.

  • Ipone და Apple watch-ით გადაიხდით ყველა ობიექტზე, რომელსაც უკონტაქტო გადახდის სისტემა აქვს

  • iPad-სა და Mac-ს გამოიყენეთ Safari web browser-იდან ონლაინ ვაჭრობისთვის

Apple Pay-ით გადახდის უპირატესობები:

  • უსაფრთხოება

    ბარათის აქტივაციისას, არ ხდება პლასტიკური ბარათის მონაცემების შენახვა Apple-ის მოწყობილობაში. აქტივაციის დადასტურება ბანკიდან გაგზავნილი ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით ხორციელდება.

    აქტივაციის შედეგად იქმნება უნიკალური ნომერი, რომელიც მონაწილეობს გადახდის ტრანზაქციაში.

  • სიმარტივე

    Apple Pay-ით გადახდა შესაძლებელია მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ონლაინ ვებ-გვერდებზე, ციფრული გადახდებისას არ გიწევთ ბარათის მონაცემების შეყვანა, რაც შესყიდვის პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის

Apple Pay ციფრულ საფულეში ბარათის გააქტიურება:

პროკრედიტ ბანკის ბარათის Apple Pay-ში დაკავშირება შესაძლებელია როგორც მონაცემების შეყვანით, ასევე დასკანერებით.
ბარათის დასკენერებისას გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ მონაცემები სრულად აისახება ეკრანზე.


iPhone

  • გახსენი აპლიკაცია Apple Wallet.
  • დააჭირე ნიშანს „+ „მარჯვენა ზედა კუთხეში
  • დაასკანერე ბარათის ინფორმაცია iPhone-ის კამერის გამოყენებით და დაამატეთ აპლიკაციაში


Apple Watch

  • iPhone-ზე გახსენი აპლიკაცია Watch.
  • შედი „Wallet & Apple Pay“ და აირჩიე „Add Credit or Debit Card“
  • დაასკანერე ბარათის ინფორმაცია iPhone-ის კამერის გამოყენებით და დაამატეთ აპლიკაციაში


iPad

  • გახსენი პარამეტრები.

  • შედი „Wallet & Apple Pay“ და აირჩიე „Add Credit or Debit Card“

  • დაასკანერე ბარათის ინფორმაცია iPad კამერის გამოყენებით და დაამატეთ აპლიკაციაში


MacBook Pro with Touch ID

  • გახსენი სისტემური პარამეტრები.

  • შედი “Wallet & Apple Pay” და აირჩიე “Add Credit or Debit Card”

  • დაასკანერე ბარათის ინფორმაცია iPad კამერის გამოყენებით და დაამატეთ აპლიკაციაში

! Apple Pay ციფრულ საფულეში თქვენი ბარათ(ებ)ის მარტივად და სწრაფად აქტივაციისთვის, საჭიროა დარეგისტრირებული გქონდეთ "მობილური ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის". თუ ჯერ არ გაგივლიათ ეს პროცესი, მიყევით ინსტრუქციას:

ინტერნეტ ბანკინგში მენიუდან "ჩემი პროფილი", აირჩიეთ „პერსონალური ინფორმაცია“, შემდეგ "ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის" და მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი.

ან ოპერაციის შესასრულებლად გვეწვიეთ ფილიალში.

Apple Pay-ით გადახდა:

Apple Pay გადახდისთვის არ არის საჭირო ინტერნეტი. გადახდის შესასრულებლად გამოიყენება Touch ID და Face ID-ს, (iPhone 6-სა და მის შემდგომ მოდელებში), და პინკოდი. გადახდის გზას მოდელი განსაზღვრავს.

გადაიხადე Apple Pay-ით და ისარგებლე პროკრედიტ ბანკის ბარათის ყველა უპირატესობით!