Eng

Google Pay

გადახდის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გზა Android ტელეფონით ან Wear OS მოწყობილობით.

რა არის Google Pay?

Google Pay Google-ის მობილური გადახდის სერვისია, რომელიც მომხმარებელს აპლიკაციის საშუალებით უკონტაქტო შესყიდვების შესაძლებლობას აძლევს Android ტელეფონებით და Wear OS მოწყობილობებით.

Google Pay-ით უსაფრთხო გადახდები მაღაზიებში, აპლიკაციებში და ვებ-გვერდებზე სრულდება. სერვისით სარგებლობისთვის, საჭიროა სადებეტო ბარათების Google Wallet-ში დამატება.

Google Wallet-ის გამოყენება შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც Android 5.2 ან უფრო ახალი ვერსიის ტელეფონებს ფლობენ.

ჩამოტვირთეთ Google Wallet Google Play Store-იდან აქ.

Google Wallet-ის უპირატესობები:

  • მარტივი წვდომა - Google Wallet არის ციფრული საფულე Android-სთვის, რომელიც სწრაფ, უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფს ყოველდღიურ გადახდებზე.
  • კომპლექსური - Google Wallet მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული აპლიკაციაა. ფიზიკური საფულის სახლში დატოვების შემთხვევაში, მომხმარებელს Android ტელეფონის საშუალებით მაინც აქვს წვდომა ბარათებზე.
  • უსაფრთხო და საიმედო - Google Wallet თქვენს ბარათებს უსაფრთხოდ ინახავს უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილი, პირდაპირ თქვენს Android ტელეფონში ჩაშენებული სისტემის საშუალებით და გადახდისას ითხოვს თითის ანაბეჭდს, სახის იდენტიფიკაციას ან PIN კოდს.

ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, შეგიძლიათ „იპოვე ჩემი მოწყობილობა“ ფუნქციის საშუალებით დაბლოკოთ მოწყობილობა ნებისმიერი ადგილიდან, დაიცვათ ის ახალი პაროლით ან წაშალოთ მასზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია.


სად ინახება ჩემი ბარათები Google Wallet-ში დამატებისას?

Google Wallet-ის გამოყენებისას, თქვენი ბარათები და ტრანზაქციები თქვენს Google-ის ანგარიშზე ინახება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ შენახული ბარათები ან ტრანზაქციები და მართოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


როგორ უზრუნველყოფთ ჩემი ბარათებისა და საშვების უსაფრთხოებას?

Google Wallet ტოკენებს იყენებს. ტოკენი არის თქვენი რეალური ანგარიშის ნომრისთვის განკუთვნილი ერთგვარი დროებითი ალტერნატიული სახელი, რომლის მიზანია თქვენი ანგარიშის ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა. ტოკენი იქმნება, როდესაც ბარათს დაამატებთ Google Pay აპლიკაციაში ან თქვენი ბანკის აპლიკაციაში. უკონტაქტო გადახდების განხორციელებისას, სავაჭრო ობიექტთან იგზავნება თქვენი ტოკენიზებული ანგარიშის ნომერი, რეალური ანგარიშის ნომრის ნაცვლად. ჩვენ ვითხოვთ ეკრანის დაბლოკვას. უმეტეს ქვეყნებში, შეგიძლიათ მცირე გადახდები დაბლოკილი მოწყობილობით განახორციელოთ, მაგრამ შედარებით დიდი ან მრავალჯერადი მცირე გადახდებისთვის, ჩვენ ვითხოვთ ტელეფონის განბლოკვას. ეს დაგეხმარებათ თაღლითობის თავიდან აცილებაში, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში.

თქვენს Google ანგარიშს ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა აქვს, რომელიც ისეთი საფრთხეების აღმოსაჩენად და დასაბლოკად არის შექმნილი, როგორიცაა სპამი, ვირუსები. ამ ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემის წყალობით, თქვენს Google ანგარიშზე შენახული Google Wallet-ის მონაცემები უკეთესად დაცულია არაავტორიზებული წვდომისგან.


როგორ დაიცავს Google Wallet ჩემი მონაცემების კონფიდენციალურობას?

  • უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სისტემა Google Wallet-ის ყველა ნაწილშია ჩაშენებული.
  • ჩვენ არ ვყიდით თქვენს ინფორმაციას მესამე პირებზე.
  • ჩვენ არ ვასაჯაროებთ თქვენი ტრანზაქციის ისტორიას Google-ში რეკლამის მიზნებისთვის.
  • თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება, კონტროლის მექანიზმი და გამჭვირვალობა, როცა საქმე თქვენს კონფიდენციალურობას ეხება.
  • ჩვენ გთავაზობთ დეტალიზებულ პარამეტრებს, თქვენზე მორგებული კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

ვიდეო ინსტრუქცია

ბარათის მიბმა Google საფულეში
Google საფულით გადახდა