Eng

ბიზნეს დაფინანსების ახალი შესაძლებლობა - მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა საქართელოში(GEFF)

გამოქვეყნდა: 30.04.2020

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ.

GEFF-ის დაფინანსების ფარგლებში, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ტექნოლოგიურ სარჩევში, ან განახორციელონ მრავალკომპონენტიანი “მწვანე” პროექტები და ფინანსურ რესურსთან ერთად მიიღონ უფასო პროფესიონალური კონსულტაციები.

დაინტერესებული საწარმოებისთვის ინვესტირების კრიტერიუმებია:

  • ენერგოეფექტური მანქანა-დანადგარები, რომლებიც მინიმუმ 20%-ით ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ ან ზოგავენ ენერგიას
  • არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება მინიმუმ 20%-ით
  • გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციები, რომლებიც მიმართულია წყლის მინიმუმ 20%-ით დაზოგვისკენ ან მიწის მდგრადი მართვისკენ
  • ცალკე მდგომი ინვესტიციები განახლებად ენერგო ტექნოლოგიებში

GEFF საქართველოში შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) და მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMF).

განახორციელეთ ინვესტიცია მწვანე მიზნებში!