Eng

ბიზნეს კლიენტების მომსახურების პლიუს პაკეტები პროკრედიტ ბანკისგან

გამოქვეყნდა: 4.05.2021

4 მაისიდან, პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს მომსახურების ახალ პაკეტებს „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურება +“ და „ბიზნეს კლიენტების ანგარიში სრული მომსახურება +“ სთავაზობს. ახალი პაკეტები ყველა საჭირო მომსახურებას ერთიანი ტარიფის ქვეშ აერთიანებს და დამატებით შესაძლებლობას უქმნის ახალ ბიზნეს კლიენტებს.

შემავალი სერვისები და ტარიფები შემდეგნაირად განაწილდა:

ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურება +ბიზნეს კლიენტების ანგარიშის სრული მომსახურება +
1 მიმდინარე ანგარიშის გახსნა ლარში, აშშ დოლარსა და ევროში1 მიმდინარე ანგარიშის გახსნა ლარში, აშშ დოლარსა და ევროში
2 ვიზა ბიზნეს ბარათი2 ვიზა ბიზნეს ბარათი
2 სადეპოზიტო ბარათი2 სადეპოზიტო ბარათი
1 სატელეფონო პინ კოდი1 სატელეფონო პინ კოდი
ავტომატური დავალებაავტომატური დავალება
სმს მომსახურებასმს მომსახურება
ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტიინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი
ანგარიშის მომსახურების საკომისიოანგარიშის მომსახურების საკომისიო
კონვერტაციის ინდივიდუალური კურსიკონვერტაციის ინდივიდუალური კურსი
სალარე გადარიცხვები ქვეყნის მასშტაბით უფასო + უფასო კომუნალური გადახდები
უცხოურ ვალუტაში „პროპეი“ გადარიცხვები პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით
75 ლარიყოველთვიური ტარიფი100 ლარი

ცოტა ხნის წინ პროკრედიტ ბანკმა იურიდიულ პირებს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. გერმანულ ბანკში ანგარიშის გახსნის მიზნით, ბიზნეს კლიენტს შეუძლია ფილიალში ვიზიტის გარეშე შეავსოს ონლაინ განაცხადი და ბანკის წარმომადგენლი მას თავად დაუკავშირდება!

ბანკის მიერ დანერგილი სიახლეები მორგებულია კლიენტთა საჭიროებებზე და კომფორტული საბანკო მომსახურების მიღების პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად.