Eng

განცხადება!

გამოქვეყნდა: 16.03.2020

თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ფინანსური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (3 თვე ,6 თვე თუ მეტი).

ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები.
ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ!

ვიზრუნოთ ერთმანეთზე!